- ვიდრე დასვენებაზე ვილაპარაკებთ, მითხარი, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა?
- არნო ბაბაჯანიანის შვილმა მაჩუქა მამის სიმღერა "ზალატოე ტანგო", რომლის ახლებური ვერსია ჩავწერე. ვაპირებ რუსეთში წასვლას, მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით, რა გეგმებით მივდივარ.
- უკვე გადაწყვეტილი გაქვს, სად დაისვენებ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია, დასასვენებლად კონკრეტულად სად წავალ, მაგრამ მთაში დასვენებას რომ ზღვა მირჩევნია, ეს ვიცი. ზღვა
- ვისთან ერთად გიყვარს დასვენება?
- დასვენების დროს უპირატესობას მეგობრებთან ერთად ყოფნას ვანიჭებ. ასევე, კომფორტულად ვგრძნობ თავს ოჯახის წევრების გარემოცვაში. საერთოდ, მარტო ყოფნა არ მიყვარს და სულ ვცდილობ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო, სხვა შემთხვევაში - დასვენება კი არა, ტანჯვა გამომივა (იღიმის).
- როცა დასასვენებლად მიდიხარ, თან ბევრი ბარგი მიგაქვს?
- ყველგან და ყოველთვის, ჩემი ბარგი არის გამორჩეულად დიდი და მძიმე. არ აქვს მნიშვნელობა დღეების რაოდენობას, ყოველთვის მიმაქვს ყველაფერი, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, რა შეიძლება დაგჭირდეს ან მოგინდეს.
- დასვენების დროს ყველას სურს, თავი კომფორტულად იგრძნოს. როცა ვთქვათ, სანაპიროზე მყოფს გცნობენ და ყურადღებას გაქცევენ, ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
- არა, ჩემი "ცნობადობა" კომფორტს უფრო მეტად მიქმნის, ვიდრე დისკომფორტს. იხილეთ სრულად