19 სექტემბერი, 2013
''მის საქართველოს'' მეუღლე მზად იყო, მოდელი ცოლის მოყვანაში 5000 ევრო გადაეხადა
ია მეუბნებოდა, გოგონები ''გამისებიდან'' ორ თვეში თხოვდებიან, კონკურსი წარმატებულად გათხოვების გასაღებად იქცა და იმედია, შენც იმავეს არ გამიკეთებო ''რეიტინგის'' გასულ ნომერშიერთი საინტერესო ამბის შესახებ მოგიყევით. ''მის საქართველო 2010'' -მა დეა არაყიშვილმა სოფო ნიჟარაძის ''ფეისბუქის'' გვერდზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერის ნოე სულაბერიძის სტატუსს, რომელიც მომღერალს პროექტში მონაწილეობას ულოცავდა, დეას კომენტარები მოჰყვა, სადაც წერდა, რომ სოფო ნიჟარაძის განუმეორებლობას ვერ ჩასწვდა... ''მის საქართველოსთან'' საუბარი ამ ტიტულის მოპოვების შემდეგ მისი ცხოვრების მიმდინარეობით დავიწყეთ.

- დეა, როგორ განვითარდა შენი
ცხოვრება 2010 წლის შემდეგ?
- ერთი წელი კონკურსების ციებცხელებაშივიყავი, მაგრამ 2011 წელს გავთხოვდი და შემდეგი ერთი წელი ოჯახური ურთიერთობების დალაგებას დავუთმე. მერე ჩემი მეუღლის უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად ვმუშაობდი. ახლა ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, როცა ახალ შემოთავაზებას ველი.
- ია კიწმარიშვილი კიდევ ერთი მისის გათხოვებამ ალბათ გააბრაზა...
- კონკურსი უკვე დაწყებული იყო და მონაწილე გოგონები ერთ-ერთ აუზზე მწვრთნელთან ერთად იყვნენ. მე ჩემთვის ვიყავი და მაშინ შემომთავაზეს მონაწილეობა. თავიდან უარი ვთქვი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამით არაფერს დავკარგავდი. გვირგვინის დადგმის შემდეგ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდა. როდესაც მონაწილეობაზე დავთანხმდი, ია მეუბნებოდა, გოგონები ''გამისებიდან'' ორ თვეში თხოვდებიან, კონკურსი წარმატებულად გათხოვების გასაღებად იქცა და იმედია, შენც იმავეს არ გამიკეთებო. დავამშვიდე, რომ ჩემ შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. თან შეყვარებულიც არ მყავდა.
- როდის გამოჩნდა შენი მეუღლე?
- ლაშა შარაშენიძეს და მე საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა. ის გოგონა იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ჩემს მეუღლეს ეკუთვნის. ''იმიჯ ცენტრთან'' სამწლიანი კონტრაქტი მქონდა, რომლის მიხედვითაც, გათხოვება მეკრძალებოდა, მაგრამ მინდა, იასადმი მადლიერება გამოვხატო, ჯარიმის გადახდაზე საუბარი არ ყოფილა. მომავალ მეუღლეს ვეუბნებოდი, რომ ჩემი გათხოვება 5000 ევრო დაუჯდებოდა, მაგრამ ამაზეც თანახმა იყო (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოდელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ისეთი თბილი და გამგები ადამიანია, რომ თავად გადავწყვიტე, მთელი ჩემი ენერგია და დრო ოჯახისთვის დამეთმო. ბავშვი ერჯერობით არ გვყავს, არ შედის ჩვენს გეგმებში.
- დღეს როგორ აპირებ გააქტიურებას, ისევ მოდის სფეროს დაუბრუნდები?
- არა, პიარის კუთხით მივდივარ. მინდა, მაგისტრატურაშიც ჩავაბარო.
- შენობას, სადაც ვიმყოფებით, გარედან ''ქართული ოცნების'' აბრა აქვს...
- არანაირი შეხება არ მაქვს ''ქართულ ოცნებასთან'' , აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამ პარტიასთან არის დაკავშირებული და ჩართულია მათ საქმიანობაში. მე ჯერჯერობით პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ მაქვს. უფრო კერძო სექტორი მაინტერესებს.
- გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოფო ნიჟარაძის მისამართით გაკეთებულ შენს კომენტარს...
- სოფოს არ ვიცნობ და მის მიმართ არანაირი დამოკიდებულება არ მაქვს. არ ველოდი, რომ ამ კომენტარს ასეთი ამბავი მოჰყვებოდა. ცხოვრებაში გაბედვის პრობლემა არ მაქვს, სუბიექტური აზრი გამოვხატე. არავისგან ვითხოვ, რომ დამეთანხმოს და სულაც არ ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტებას ვღაღადებ. ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტები დამიკავშირდნენ, ინტერვიუს მთხოვდნენ. პირველად თავს ვიკავებდი და შემდეგ განვმარტე, რომ მის მიმართ არანაირი შური და ბოღმა არ გამაჩნია. თქვენც ხედავთ, რომ იმის საფუძველი არ მაქვს, ვინმესი რამე მშურდეს. მე მის პირადს არ შევხებივარ, ამისგან ღმერთმა დამიფაროს.
- ამ აჟიოტაჟზე მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა?
- როგორი აპოლიტიკურიც მე ვარ, ისევე არის ის შოუბიზნესის ამბებში. თუმცა რამდენიმე კომპეტენტური რჩევა მომცა.
- ნოე სულაბერიძეს პირადად იცნობ?
- დიახ, ''მის საქართველოს'' პერიოდში ''იმედიდან'' მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, ნოე დამიკავშირდა, თუმცა რაღაც არ გამოვიდა. ჩემს კომენტარებს ნოესგან რეაქცია არ მოჰყოლია.
- ალბათ უამრავი ადამიანი დაგიკავშირდა და გაკვირვება გამოთქვეს, როგორ გაბედე სოფოს მისამართით მსგავსი რაღაცების თქმა.
- დიახ, ბევრმა დამირეკა და მითხრა, ყოჩაღ, დეა, როგორ გაბედე ამ თემაზე აზრის გამოთქმაო. როდესაც კომენტარს ვწერდი, ამაზე არ მიფიქრია. ყოველთვის პირდაპირ გამოვთქვამ აზრს. არ მეგონა, რომ ამდენი ადამიანი ფიქრობდა ჩემნაირად.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ჯონი
კიწმარიშვილის ცოლს გატხოვების ბიურო ქონია,ტანაც საკმაოდ წარმატებული.ყოჩაღ ია!
20:41 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
მომწონს სოფო, ძალიან ლამაზია!
21:49 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სასაცილოა რომ ამბობთ სოფო ბევრად ბუნებრივია,მისი ძველი ფოტოები მაინც არ გქვათ ნანახი?? დეა კი ბევრჯერ მინახავს პირადად,ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბავშვი იყო და მინდა გითხრათ არანაირი ცვლილება არა არის მის ბუნებრივობაში დღემდე.და კიდევ...იმიჯ ცენტრის გარეშე თუ ვერ თხოვდებიან ასეთი გოგონები მაშინ სააკაშვილის გარეშე რა ეშველებოდა ამ თქვენს სათაყვანებელ სოფოს.
18:31 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nuki
ცჰემი დანარცჰენი კომნატრები რამო წაშალეთ რა იყო სიმარტლე რომ გამოვააშკარავე არ მოგეწონათ?
10:04 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გუგლიკო
ვაო,მიშას სოფო იცეკვებს?...
09:05 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
არ დაგეკარგოთ ნიჟარაძე...რა ეცეკვება,წავიდეს სადმე დაიკარგოს....
09:03 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნას
შენ შურიანი უძახე და კი შევიდა ისტორიაში და დღემდე საფრანგეთის სიამაყედ ითვლება, ეგვიპტოლოგიის აღორძინება მისი დამსახურებაა და მრავალი სხვა.... ვინაა შურიანი? მოკლეფეხება ნაპოლეონი თუ გრძელფეხება, უტვინოები????თანაც ზოგ მაღალსაც შეიძლება გრძელი ტანი და მოკლე ფეხები ჰქონდეს!!!!
00:28 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათო
გემოვნებაზე არ დაობენ ხალხო მარა უტვინო ნამდვილად არ არის მართლა დზალიან განათლებული გოგოაა
23:04 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
მოკლე ფეხება ლამაზი არ მინახავს.ნაპოლეონს თუ მაღალი მამაკაცები სზულდა,რა გასაკვირია.მისნაირი მოკლეკანჭა ქუსლიცუა რომელ ქალს მოეწონება.მემუარებში ეს არ უწერია და თუ სადმე დაწერა,შურით მოუვიდოდა.დაბლები ხომ შურიანები არიან.
22:45 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაპოლეონი
ნაპოლეონს მაღალი გენერლები არ უყვარდა. ამბობდა: "უტვინოები არიანო!" როგორც ჩანს, მოდელებზეც იგივე ვრცელდება!!!
20:57 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS