05 ივლისი, 2016
"ვიცი, ჩემი იღბალი საუკეთესო გზით წამიყვანს!" - ეკა ანდრონიკაშვილს ვაჟი შეეძინა
მსახიობ ეკა ანდრონიკაშვილს უსაყვარლესი ბიჭუნა - ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე შეეძინა. ნიკალა 2,5 კგ-ს იწონის და მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ამერიკაში მყოფ ბედნიერ დედას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდი...


- ნიუ-იორკში ვარ. კლინიკიდან დღეს გაგვწერენ და პირველი დღე იქნება ჩვენი სახლში ყოფნის... მგონი, ჩემი ბიჭუნა ზღაპრიდანაა მოსული (იცინის). ყველაზე სუფთა, წესიერი, ლამაზი, თბილი და საყვარელი არსებაა. ჭამს და სძინავს - საერთოდ არ ტირის. თუ ატირდა, ამასაც ძალზე ჩუმად აკეთებს. გადამრია... (იღიმის).

- ვის ჰგავს?
- გარეგნობით მეც მგავს და
მამასაც! ხასიათით კი არ ვიცი, მამამისი ასეთი მშვიდი ბავშვი იყო თუ არა, მე კი ნამდვილად არ ვყოფილვარ.

- პატარას ნიკალა რატომ დაარქვით?
- ალბათ იმიტომ, რომ ეს სახელი ჟღერადობით ყოველთვის მომწონდა; კიდევ იმიტომ, რომ ქართულია, მაგრამ ყველგან გვხდება; თანაც - წმინდა ნიკოლოზი ჩემი საყვარელი წმინდანია. ნიკალა ანდრონიკაშვილი-მამალაძე - იმედია, ამერიკის პასპორტში ამხელა "ამბავი" ჩაეტევა (იღიმის).

- ეკა, დიდი ხანია, ამერიკაში ხართ? რას საქმიანობთ?
- რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ... ამაზე მეტი რაღა "ვისაქმიანო"?! ამხელა საქმე გავაკეთე - ქართველ-ამერიკელი ბიჭი გავაჩინე (იღიმის). ალბათ, აქ სექტემბრამდე დავრჩები.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS