- როგორ ემზადები საზაფხულო არდადეგებისთვის?
- მოგეხსენებათ, ერთი წელია, თურქეთში ვცხოვრობ და ჯერ არ გადამიწყვეტია, სად დავისვენებ... საერთოდ, ზაფხული ძალიან მიყვარს. წელს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მთაში წავალ, მერე კი აუცილებლად, ზღვისპირეთსაც ვესტუმრები.
- თურქეთში რას საქმიანობდი?
- ერთ
- ეს დროებითი სამსახურია თუ ისევ უნდა დაბრუნდე?
- არა, დროებითი არ არის, სექტემბრიდან ისევ შევუდგები მუშაობას.
- შენი შვილიც იქ გადაიყვანე საცხოვრებლად?
- საცხოვრებლად - არა. ნინა შვილთან ერთად, დასასვენებლად ჩამოვიდა თურქეთში.
- გარდერობი უკვე განაახლე? რომელია შენი საყვარელი ფერი?
- ზაფხულის დადგომასთან ერთად, რა თქმა უნდა, გარდერობიც განვაახლე. ზაფხულში ძალიან მიყვარს ფერად-ფერადი სამოსი. ამიტომ, წლის ამ დროს ჩემი გარდერობი უჩვეულოდ ფერადი ხდება. ისე, ძალიან მიყვარს ცისფერი. ეს ფერი საოცრად მამშვიდებს. ზღვის და საერთოდ, წყლის ფანი ვარ. მზე და ზღვა ჩემთვის ყველაფერია.
- ზაფხულში როგორ იწყებ დილას?
- ვცდილობ, ყოველი დილა ღიმილით დავიწყო, მერე სახლის პირობებში ვვარჯიშობ. იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო, დიდ ფიტნეს-ცენტრებში სიარული აუცილებელი სულაც არ არის.
- დღის განმავლობაში თავის მოვლას რა დროს უთმობ?
- თავის მოვლა ელემენტარული კულტურაა. ამიტომ, ყოველ თავისუფალ წუთსა და წამს ვიყენებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე.
- ქალბატონები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას სახის კანის მოვლას უთმობენ... თუ შეგიძლია, გაგვიმხილე, შენ რას აკეთებ? იხილეთ სრულად