- თეატრი ძალიან მიყვარს და სპექტაკლებზე ხშირად დავდივარ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მორიგი სტუმრობისას, მსახიობ ანა სანაიასგან გავიგე, რომ "ფორმულა კრეატივი" ჩემი ასაკის გოგონას ეძებდა. მან მირჩია, მივსულიყავი. კასტინგი ორ ტურად ტარდებოდა. პირველი ტური ისე გავიარე, მეგონა, გოგონას
- გქონდა მოლოდინი, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?
- ჩემი თავის ყოველთვის მჯერა და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში მომხდარა. შრომას თუ არ დავიზარებ, ყველაფერი გამომივა. კასტინგის მეორე ტურის გავლის შემდეგ მითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ დამირეკეს და მეც, იმედი გადამეწურა. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მამას დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ნომრები არევიათ და მეძებდნენ. მამას უთხრეს: ერთ გოგონას ვეძებთ. თქვენი შვილი კასტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მამას სოციალურ ქსელში გამოუგზავნეს. აი, ასე მიპოვეს და როლზე დამამტკიცეს.
- კასტინგზე რა გაგაკეთებინეს?
- სერიალიდან ერთი ეპიზოდი გავითამაშეთ. საოცარი დამთხვევა მოხდა, მე და თორნიკე გოგრიჭიანი ერთდროულად მივედით, ტელევიზიის შესასვლელში საშვთა ბიუროსთან ერთად ვიდექით. ბუნებრივია, მაშინ ის მე არ მიცნობდა. მერე ისე მოხდა, რომ როლზე ერთდროულად დაგვამტკიცეს.
- ძალიან დამაჯერებლად თამაშობ. თეატრალურ სტუდიაში დადიოდი?
- ერთ-ერთ თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი. შემდეგ ნიკა საბაშვილის სპექტაკლში - "1945" ვითამაშე. მე ჰიტლერის შეყვარებულის (ახალგაზრდობაში) როლს ვთამაშობდი. ეს იყო ჩემი დებიუტი სცენაზე. მანამდე მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება - "კომედი კიდსში" გამოვდიოდი, შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც ვითამაშე. ვთვლი, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი ნიკა საბაშვილს მიუძღვის. თუ რამ ვიცი, მისგან ვისწავლე.
- გადასაღებ მოედანზე პირველი დღე როგორი იყო?
- მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ყოფნა ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს საქმე იმდენად მიყვარს, დაღლილობას მაშინაც კი ვერ ვგრძნობ, როცა ღამის საათებში ვმუშაობ.
- ფილმში შენი მამა თორნიკე გოგრიჭიანის გმირია. პარტნიორობას გიწევს გამოცდილი მსახიობი ეკა დემეტრაძეც. ეს ადამიანები გეხმარებიან, გადაღების პროცესს გიადვილებენ?
- ხშირად მაძლევენ რჩევას. მეუბნებიან, როგორ შეიძლება განვავითარო ჩემი როლი. რა თქმა უნდა, მათ ვუსმენ და რჩევებს ვითვალისწინებ. ეკასა და თორნიკეზე ვგიჟდები, კარგი ადამიანები არიან. მიუხედავად ასაკისა, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ. იხილეთ სრულად