17 სექტემბერი, 2013
რატომ ვერ შეეწყო სალომე ქათამაძე რუსა მორჩილაძეს
შეიძლება, დისკომფორტი მქონდეს ვინმესთან, ვერ ვეწყობოდე, მაგრამ არავინ მძულს. უბრალოდ, ვერიდები მათთან ურთიერთობას წლევანდელი ''ახალი ტალღის'' დაჯილდოებას დანარჩენ ქართველ მაყურებელთან ერთად მეც სიამაყით და ცოტა გულისწყრომით ვუყურე. მართლაც რომ საუკეთესო იყო სალომე ქათამაძე დანარჩენ კონკურსანტებს შორის, თუმცა ქართული ჰიტის გამო არაერთგზის გააკრიტიკეს მომღერლის პროდიუსერები. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მომღერალი, რა გეგმები აქვს და რატომ არ არის ნაწყენი ტოტო კუტუნიოზე, სალომე თავად გიამბობთ.

- სალომე, პირველ რიგში, მინდა მოგილოცო წარმატება ''ახალ ტალღაზე'' , თუ ელოდი ასეთ შედეგს?
-
ყოველთვის მაქვს გამარჯვების იმედი. ეს შემართება თუ არ გაქვს, არც უნდა წახვიდე კონკურსზე, თორემ მერე ღმერთიც გინაწყენდება. როცა ნიჭი გაქვს, უნდა გამოიყენო, თან უნდა იცოდე, რომ ფასი აქვს ამას. რა ფასიც აქვს, ისიც უნდა იცოდე.
- შენთვის რა ფასი აქვს?
- ჩემი ხმა და ჩემი შესაძლებლობები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სიმღერა პირველია ჩემს ცხოვრებაში, სხვა დანარჩენი არაფერს ნიშნავს.
- სალომე, რატომ არ გიცნობდით აქამდე?
- იყო პერიოდი, როცა ჩემი ოჯახი ძალიან შეძლებული იყო. გაჭირვებული არც ახლა ვარ, მაგრამ სხვა შესაძლებლობებს ვგულისხმობ. 15 წლის ასაკში ვფიქრობდი, სიმღერას ჩავწერდი, კლიპს გადავიღებდი. ბებიაჩემი მასპონსორებდა.
- ბებია რას საქმიანობს?
- ახლა აღარაფერს. ბიზნესვუმენი იყო და, სამწუხაროდ, ჩაუვარდა ბიზნესი. ამან ხელი შეუშალა ჩემს გამოჩენას ფართო მასებში, თუმცა არ გავჩერებულვარ. დავდიოდი კარაოკე-ბარებში, კლუბებში მეგობრებთან ერთად, ვმღეროდი. მითი რომ არის პროდიუსერების შესახებ, იქნებ, სადმე იყოს და მომისმინოს-მეთქი, ვფიქრობდი. თან ჩემს ჭიას ვახარებდი, მსიამოვნებს
სიმღერა და ვმღეროდი. ერთ დღესაც შემთხვევით ნანუკა ჟორჟოლიანმა მომისმინა ერთ-ერთ ასეთ კარაოკე ბარში. ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, მისი შოუს დახურვაზე მემღერა. ასეც მოხდა, მაგარი ჯიგარი გოგოა-მეთქი ვიფიქრე.
- იყო ნერვიულობა პირველ ხანებში?
- ყოველთვის ვნერვიულობ, სადაც უნდა ვიმღერო, რომელ სცენაზეც უნდა ვიდგე.
- ''ნანუკას შოუს'' შემდეგ შენს ცხოვრებაში იყო ''გოლდენ ტალანტი'' .
- რომელიც ცუდად დასრულდა ჩემთვის. მეორე ადგილზე გავედი. პირველად ცხოვრებაში თანხა მოვიგე და სამწუხაროდ დღემდე ვერაფერი მივიღე, თან მეორე ადგილი არ იყო ჩემი ადგილი, სინამდვილეში პირველ ადგილზე გავედი... თუმცა საზოგადოების 30%-მა სწორედ ამ კონკურსით გამიცნო... მას მერე დავიწყე მუშაობა ბარებში, კლუბებში, როგორც ვმუშაობ დღეს.
- პროფესიით ვინ ხარ?
- უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მეოთხე კურსზე პროტესტის ნიშნად გამოცდებზე არ მივედი.
- რას აპროტესტებდი?
- მეორე პროფესიას. ჩემთვის პირველი ყოველთვის იყო სიმღერა, ჟურნალისტიკაც მე ავირჩიე, მაგრამ ოჯახი მიჩიჩინებდა, უნივერსიტეტი დაამთავრეო. წიკია ალბათ ეს ჩემი, მაგრამ მინდა, მარტო მომღერალი ვიყო, მთლიანად დავიხარჯო ამ საქმეში.
- ჟურნალისტად არასდროს გიმუშავია?
- არა. იურმალაში პატარა გამოცდაც მომიწყვეს. თითო დღე თითო კონკურსანტს მიჰყავდა გადაცემა. ერთი დღე მეც მომიწია. რადგან რუსულად გავქაჩე, შეიძლება, ქართულადაც მოვაბა თავი, თუ დამჭირდა.
- რუსულზე გამახსენდა, ''ახალი ტალღის'' პერიოდში ბევრი ქართველი ფეისბუქელი თავის პოსტებში მადლობას გიხდიდა კარგი რუსული აქცენტისთვის...
- ეს ალბათ სმენას უკავშირდება, ან ცალკე ნიჭია. ყოველ შემთხვევაში, რუსული და ინგლისური აქცენტი ნამდვილად მივარგა... პროფესიებს რაც შეეხება, პროფესიები არ მევასება, რა... ნიჭი მევასება, ხელოვნება მიყვარს. კარგად ვხატავდი, სკოლაში ჩემი ნახატების გამოფენაც მოვაწყვე. ძალიან მაგრად ვძერწავდი, ისეთ ფიგურებსა და ფორმებს ვაკეთებდი, ცოცხალი გეგონებოდა. ვქარგავდი. რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემში, ეს წარმოსახვის უნარია. შეიძლება, ისეთი რამ დავინახო, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ დაინახავს. ლექსებსაც ვწერ.
- როგორ შეგხვდა იურმალის შემდეგ ქართული შოუბიზნესი, ახალი შემოთავაზებები
ხომ არ მიგიღია?
- აგვისტოს ვაბრალებ, დიდი და გრანდიოზული არაფერი ყოფილა. ჰონორარზეც არის დამოკიდებული ეს ყველაფერი. ყოველთვის დაბალ ჰონორარზე ვერ იმღერებ. რაღაცას რომ მიაღწევ ცხოვრებაში, ჰონორარიც უნდა გაზარდო. ან გადაგიხდიან ამდენს, ან - არა. ზოგს არაქვს, ზოგს აქვს და ენანება.
- ანუ შემოთავაზებები გქონდა და ჰონორარის გამო უარი თქვი?
- კი, ბევრზე არა, მაგრამ რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.
- სალომე, შენი პროდიუსერი ''ახალ ტალღაზე'' რუსა მორჩილაძე გააკრიტიკეს... რუსამ ასეთი რამ თქვა, სალომე იმ თაობის მომღერალია, რომელსაც ქალაქურ ფოლკლორთან ახლოსაც კი არ გაუვლიაო.
- ძალიან კარგად ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. ქალაქურს ვერ ვიმღერებ ვერასდროს იმიტომ, რომ არ არის ჩემი სტილი. ხალხური მიმღერია მამასა და მის მეგობრებთან ერთად ხმებში. მიმღერია ''წინწყარო'' , ''შავლეგო'' . მამამ მასწავლა ეს სიმღერები. ბაბუაჩემი იყო მეუფე ამბროსი ქათამაძე, ალბათ გსმენიათ. მასთან ერთად საგალობლებიც მიმღერია. ასე რომ, გიჟი როკერი ან ''პაპსავიკი'' არ ვარ. ჩემი ქართული, ტრადიციული სიმღერები ვიცი. პლოდისმენტებიც დამიმსახურებია.
- მაშ, რუსას რამ მისცა ამის თქმის საფუძველი?
- არ ვიცი. ყველას დიდ პატივს ვცემ. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, ვიღაც ავითვალწუნო და მძულდეს. ყველას პატივს ვცემ, ვისაც ვუყვარვარ და არ ვუყვარვარ. არ მაქვს უფლება, ადამიანები მძულდეს, არც ვიცი, ეს რა გრძნობაა. შეიძლება, დისკომფორტი მქონდეს ვინმესთან, ვერ ვეწყობოდე, მაგრამ არავინ მძულს. უბრალოდ, ვერიდები მათთან ურთიერთობას. დიდ პატივს ვცემ ქალბატონ რუსას, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ვაღიარებ, რომ როგორც პროდიუსერი და მომღერალი ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. საერთოდ მგონია, რომ მომღერლები რთული კატეგორიის ხალხი ვართ. კარგი მომღერალი, რომელიც სწორ გზაზე დგას, თავის მუსიკას გრძნობს ყველაფრით, თითებით, ფრჩხილებით, ტანით. მასზე უკეთ არავინ იცის, რას იმღერებს მაგრად.
- სხვა სიმღერა გინდოდა გემღერა?
- ტურს, რომელსაც ერქვა ''შენი ქვეყნის ჰიტი'' , მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდით. თავიდანვე არ შევეწინააღმდეგე რუსას სიმღერის არჩევისას, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ უფროსია, გამოცდილია, მაგრამ მე რომ ''კინტოურის'' მომღერალი არ ვარ, ყველამ იცის. თუ არ იცოდნენ, დარწმუნდნენ მას მერე, რაც მოისმინეს. ყველა დეტალი სწორად ვიმღერე, მაგრამ... პირველ დღეს ''ბოის თუ მენს'' რომ დებ და ვიღაცებს აგიჟებ, მეორე დღეს'' რამ დაბიდი, დაბიდი'' აღარ უნდა იმღერო. გიჟად მიგიჩნევენ.
- კუტუნიოზე ნაწყენი არ ხარ?
- არა, იმ დღეს მართლა მეწყინა, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ ახლა მგონია, ისეთი მაგარი სოულის მერე ამ სიმღერის შესრულება ვერ მაპატია. თუმცა დაჯილდოებაზე ამაყი ვიყავი. მესიამოვნა ნიკოლაევის სიტყვები, ფადეევის ბოდიში და ტოტოს სიმღერაც, რომელსაც თურმე ასეთი თარგმანი აქვს - ''თუ ოდესმე მაპატიებ'' .
- სალომე, გათხოვილი ხარ, გაგვაცანი მეუღლე.
- 2 წელია, გათხოვილი ვარ. გიგი ფეხბურთელია, მაგრამ თავი დაანება სპორტს. ახლა ძირითადად ჩემთან ერთად დარბის, ჩემს საქმეებში მეხმარება. მუშაობის დაწყება უნდოდა, მაგრამ ვთხოვე, არ დაეწყო. ისე მივეჩვიე, სულ ჩემ გვერდით რომ არის, მგონია, ვერ გავუძლებ უმისობას.
- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?
- მსოფლიომ მინდა გამიცნოს. ერთხელ იბადები ამ ქვეყანაზე და ნიჭი თუ გაქვს, ძალიან უნდა ეცადო, ეს ყველას ანახო. ამ მიმართულებით ვიწყებ მუშაობას. დათო ფორჩხიძის დახმარება დამჭირდება ამაში. ის არის ადამიანი, რომელსაც მუსიკალურად ვაღმერთებ. ის ერთადერთია ამ სფეროში, ვისაც შევეწყვე, მასთან დისკომფორტს არ ვგრძნობ, ყველაფერს შთამაგონებს.
- ის გახდება შენი პროდიუსერი?
- არ მინდა, მერე ურთიერთობა ფუჭდება ხოლმე. დათოს ჩემს მუზას უფრო დავარქმევ. თან ჩვენ დავნათესავდით. ''ახალი ხმის'' მერე დავიწერეთ ჯვარი მე და გიგიმ და დათო გიგის მეჯვარეა. მომავალში ბავშვის ნათლიაც იქნება, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
თამო
მინდა უპასუხო ამ ადამიანს (რუსა ნუ წერ შენს საქებ კომენტარებს ფარულად :DD) არც რუსა ვარ და არც რუსას ახლობელი, სულაც არ მიცნობს მე რუსა მორჩილაძე. შეხედეთ ხალხნო რეალობას და რეალობაც ასეთია რომ მის გაკეთებულ პროექტებზე ხტუნავთ. ვაიმე არ გახადეს ეს სალომე ქვეყნის ვარსკვლავი? :D :D
16:19 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ტატა ამბიციური განაცხადია ის რომ სალომე პროფესიონალია,პროფესიონალი ჟიური აფასებს- ნიჭიერი მომღერალი კი ამტკიცებს !!!!!!!! დაგისაბუთებ თუ რატომ არის სალომე მხოლოდ ნიჭიერი მომღერალი და არა პროფესიონალი არტისტი - ვერ უარყოფ იმას რომ სალომეს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე რომ დიდ სცენაზე ავიდეს!!! არ აქვს სასცენო იმიჯი,რომელაც შენნაირი ფანები მიბაძავენ ან მოუწონებენ, საკუთარი რეპერტუარი, მუსიკალურად და რეჟისურით მომზადებული საკონცერტო პროგრამა მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, არც ერთი სიმღერა რომელსაც უსმენს მსმენელი - ეგრეთწოდებული ფანი)))! ქოვერ ვერსიაბეს რომ კარგად მღერის ეს ჯერვ მხოლოდ ხარისხიანი კარაოკეა და კონკურსებზეც გააქვს, რაშიც დამსახურებულ მე 2 ადგილს იმსახურებს უკვე მეორედ! რაც შეეხება რუსას რუსაზე კარგად ამოიკითხე რაც დავწერე- ის არ არის პროფესიონალი პროდიუსერი და არ აქვს უფლება პასუხისმგებლობა აიღოს ტავის თავზე და მოამზადოს მომღერალი საეღტაშორისო კონკურსისთვის, ის კომპოზიტორია და წეროს მუსიკა!!! 100% ობიექტური ვარ და ვერ შემედავები!))
16:17 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ნატოს მისამარტიტ მინდა ვტქვა:სალომეს არაპროფესიონალიზმზე ,რომ საუბრობ და რუსას ადიდებ ,გასაგებია რუსას ახლობელი ხარ და სხვაგვარ მესიჯს ვერ დაცერ:)))რამ გაგასია ასე გულზე,ტუმცა სალომეს ფანებს გვირცჰევნია ტქვენნაირები,სულ გასიებულები იყვნენ სალომეს ცარმატებიტ!!!! მტელი საქარტველო ყრუა საპირისპიროს რომ ამტკიცებს და მარტო რუსას დაქალებს ესმის მუსიკა:)))))))))
09:45 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
ახალგაზრდა ქართველმა "ვარსკვლავებმა" ვერ გაიგეს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი ვნებს მათ იმიჯს....პოტენციურ მსმენელს (ასეთები კი თინეიჯერებია) გათხოვილები და ცოლიანები არ აინტერესებთ....ქეთა თოპურიას "ა სტუდიოში" რამდენიმე წელი არ ქონდა გათხოვების უფლენა....რუსეთში იციან შოუ–ბიზნესი როგორ უნდა მართო. ეგენ წაიკითხოს ეს კომენტარი რომელიმე "ვარსკვლავმა" და გაითვალისწინოს....
23:34 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მართალია ეს გოგო რა!!! რა იდიოტობა იყო ის დაბიდი დაბიდი ეგრევე არავის არ მოეწონა საქართველოშიც და იქ კიდევაც მაღალი ქულები დაგვიწერეს მაგ სიმღერაში!!!!!
21:46 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS