- ეს არ არის საკონცერტო დარბაზი, ხმა მოდიოდა ძალიან შორიდან და დაგვიანებით. შესაბამისად, ხმას ვერ ვაკონტროლებდი, დიდი სტრესი მივიღე სცენაზე. სამწუხაროდ, არ მქონია რეპეტიციის გავლის საშუალება. პირდაპირ შევედი სცენაზე. ამის გამო მოხდა ყველაფერი, სხვა თემაა, ჰიმნის შესრულების დროს რასაც გრძნობს მომღერალი.
- რატომ
- ხმის რეჟისორმა თქვა, რომ აპარატურის ადგილს ვერ შეუცვლიდნენ, რადგან პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, სად იქნებოდა აპარატურა. სამი ვარიანტი მქონდა, ან უნდა მემღერა ცოცხლად, ან პლიუსზე ან საერთოდ არ უნდა მემღერა. ვიფიქრე ამ პირობებში სიმღერაზე უარს თუ ვიტყვი, ამას პირად კაპრიზად ჩამითვლიან-თქო და საბოლოოდ ასეთი ცუდი გამოვიდა ყველაფერი. საოპერო მომღერალი ვარ და ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე, ამას სხვა სპეციფიკა სჭირდება, ვერ გავთვალე რისკ-ფაქტორები და მივიღე დიდი სტრესი.
- ვინ შემოგთავაზათ ჰიმნის შესრულება?
- ოპერიდან დამიკავშირდნენ და დავთანხმდი. როცა ავიღე ჩანაწერი, ვთქვი, რომ ეს ჰიმნი მამაკაცის ხმაზე არის მორგებული. სახლში კი გავდიოდი რეპეტიციებს, მაგრამ დარბაზში რეპეტიციების გავლის საშუალება არ მომეცა. ყურის მიკროფონიც კი არ მქონდა, მე პირველად არ მიმღერია, ვინც არ მიცნობს, მისთვის საქილიკოა რაც მოხდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება. ჩემი პიროვნული ღირსებები დაზარალდა, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე. ამითი არც იწყება და არც მთავრდება ყველაფერი. რაც მოხდა, მოხდა. იხილეთ სრულად