24 ივნისი, 2016
წარმატებული ქართველი მოცეკვავე ახალგაზრდებს მეტი შრომისა და საკუთარი საქმის სიყვარულისკენ მოუწოდებს
თამუნა აბესაძე ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უნახავს ტელევიზორში და სავარაუდოდ, აღფრთოვანებულა კიდეც მისი ცეკვითა და გარეგნობით. თუმცა ალბათ უმეტესობამ არც სახელი იცოდით მისი და არც გვარი. 28 წლის თამუნა წარმატებული ქართული პროექტების მოცეკვავეა, მონაწილეობა მიუღია ფილმებში, სერიალებში, სარეკლამო რგოლებში, კლიპებში. შოუბიზნესის სფეროში მას ყველა იცნობს, ისევე, როგორც იცნობენ მუსიკალური ბავშვების მშობლები - თამუნა ხომ ბავშვებსაც ასწავლის ცეკვას. და ვინც იცნობს, ყველა გაოგნებულია ამ გოგონას უზომო შრომისმოყვარეობით, გადამდები სიცოცხლის სიყვარულით და საოცარი დისციპლინით. ჭიათურიდან თბილისში წლების
წინ ჩამოსული გოგონა ცეკვის სიყვარულმა ცნობილ დასამდე - "ვერნისაჟამდე" მიიყვანა, მერე კი დაიწყო და დაიწყო, პროექტები, ინიციატივები, შოუები. ყველას უყვარს მასთან მუშაობა, რადგან არასდროს არაფერი ეზარება, ყველაფერს ასწრებს და სულ ფორმაშია.

mshoblebi

ეს მცირე ექსკურსი თამუნას წარსადგენად დაგვჭირდა მათთვის, ვინც არ იცნობს, ვისაც ახალი თაობის იმედი არ აქვს და ასევე მისი თანატოლებისთვის, რომელთათვისაც თამუნასნაირი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები უნდა იქცნენ სამაგალითოდ და არა ისინი, რომლებიც მხოლოდ სკანდალებითა და სხვა "იოლი" ხერხებით ცდილობენ პოპულარობის მიღწევას და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას.

- თამუნა, დავიწყოთ თავიდან. გვიამბე, როგორ და სად დაავადდი ცეკვით?
- დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში. ცეკვის სიყვარული ჩემთან ერთად იზრდებოდა ჩემში და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ყოველთვის. ბავშვობიდან მიყვარდა შრომა და დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებებს აუცილებლად მივაღწევდი. ძალიან ფერადი, მრავალფეროვანი და ტკბილი ბავშვობა მქონდა. იხილეთ სრულად +ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS