15 სექტემბერი, 2013
რა სურვილი ვერ შეუსრულა ფეხმძიმე ცოლს გიორგი აფციაურმა
სალიტას ალეკო მალხაზიშვილი ენატრება და მე - ვანო ჯავახიშვილი გიორგი აფციაური და სალიტა ჩუბინიძე პირველ შვილს ელოდებიან. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ბიჭი დღე-დღეზე გაჩნდება. წყვილი მარტო ცხოვრობს. სალიტამ დიასახლისის ფუნქციები ბოლომდე იკისრა. მისი კარგი კულინარობა გიორგის გარეგნობაზე პირდაპირ აისახება. გიორგის და სალიტას შინ ფინჯან ყავაზე ვესტუმრეთ.

- გიორგი, გვიამბე თქვენი სიყვარულის ამბავი.
- თავიდან ვმეგობრობდით. მერე სალომე შემოვიდა ოთახში, ფურცლები ეკავა ხელში, დაუცვივდა, მე დავიხარე მისახმარებლად, ისიც დაიხარა, თავები მივარტყით ერთმანეთს და აქედან დაიწყო ყველაფერი.
სალიტა:
- ერთი ნახვით სიყვარული ნამდვილად არ გვქონია. ორი წელი ვმეგობრობდით. ბოლოს `თქვენი შოუს~ წამყვანები რომ გავხდით, უფრო დავახლოვდით, მეტ დროს ვატარებდით ერთად. მერე ჭორაობა დაიწყეს, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მაშინ მართლა არაფერი ხდებოდა ჩვენ შორის. მერე გიორგიმ ხუმრობა დაიწყო, მართლა ხომ არ დაგვეწერა ჯვარიო.
გიორგი:
- ბორჯომში კონცერტი გვქონდა. მანამდეც მქონდა ნათქვამი სალიტასთვის ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ ოფიციალურად ხელი იქ ვთხოვე. სცენაზე მიკროფონში გამოვაცხადე, რომ მიყვარდა და ცოლობა ვთხოვე. სალიტას არაფერი უკითხავს, ხალხმა გადაწყვიტა მის მაგივრად სალიტას ბედი. უარი რომ ეთქვა, ხალხს ეწყინებოდა, ნამუსზე ავაგდე.
- სალიტა, დღესაც ხშირად გაგდებს ნამუსზე გიორგი?
- არა, კარგი ბიჭია. ამას წინათ ვკითხულობდი, როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მართლა კარგი ბიჭია.
- გიორგი, როგორი დიასახლისია სალიტა?
- გავაფრთხილე, სტუმრები რომ მოვლენ, სამზარეულოში ჭურჭელი აჩხარუნე, რომ ეგონოთ, საქმეს აკეთებ-მეთქი და ასე იქცევა. თქვენც რომ მოხვედით, იმიტომ აახმაურა სამზარეულო (იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და მართლა კარგი კულინარია. ხომ მეტყობა, გემრიელ კერძებს რომ მიმზადებს (იღიმება)? პიცა გამოსდის არაჩვეულებრივად, ცომსაც თავად ზელს. თუმცა ამ კრიტერიუმით არ შემირჩევია საცოლე.
- როგორი ფეხმძიმეა, განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია?
სალიტა:
- მე მაინც მგონია, რომ ქალები ამ მდგომარეობას იყენებენ, განსაკუთრებული არაფერი მომნდომებია. ერთხელ საზამთრო მომინდა ზამთარში, ეს იყო და ეს.
გიორგი:
- ზამთარი იყო და როგორ ვუყიდდი? ვერ შევუსრულე თხოვნა.
სალიტა:
- ჩემი ძირითადი მოთხოვნა საღამოობით სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ გასეირნებაა. ამ თხოვნას ყოველთვის მისრულებს.
- აქ მარტო ცხოვრობთ?
სალიტა:
- კი. დედამთილი მოდის ზოგჯერ დასახმარებლად.
- როგორ მიმართავ დედამთილს?
- დარეჯან დეიდას ვეძახი. თავიდანვე, ქორწილის დღესვე შევუთანხმდი, რომ ასე მივმართავდი.
- გიორგი, შენ როგორ მიმართავ სიდედრს?
სალიტა:
- დედას ეძახის (იცინიან).
- მართლა?
გიორგი:
- არა, ხუმრობს. ჩვეულებრივად, ქალბატონ დალის ვეძახი. კარგი სიდედრი მყავს, ყურადღებიანი. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და მეც პატივს ვცემ.
- სალიტა, სამსახური, ის რეჟიმი არ გენატრება, რომლითაც გათხოვებამდე ცხოვრობდი?
გიორგი:
- სალიტას ალეკო მალხაზიშვილი ენატრება და მე - ვანო ჯავახიშვილი (იცინის).
სალიტა:
- იმდენად მავსებს ეს ოჯახური გარემო, არც მახსენდება ძველი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთი არ მქონდა თავისუფალი დრო და სულ გადარბენებზე ვიყავი, სამსახური, რეპეტიციები, კონცერტები... ახლა სულ არ მაქვს იმ პერიოდის ნოსტალგია. უბრალოდ, ის ხალხი მენატრება, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და დროის დიდ ნაწილს ვატარებდი.
გიორგი:
- „თქვენი შოუს“ თანამშრომლებს გულისხმობს.
- გიორგი, მალხაზიშვილი და ჯავახიშვილი ახსენე... გავიგე, ისინი ქორწილში დაგიპატიჟებია. თუ ასეთი დაძაბული იყო თქვენ შორის ურთიერთობა, რატომ დაპატიჟე ქორწილში?
- დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ ვანო ჯავახიშვილთან მქონდა და ის არც დამიპატიჟებია. სალომესა და მის კარიერას რაც შეეხება, პატარა რომ გაჩნდება, სალომე აუცილებლად მიხედავს თავის საქმეს, სასიმღერო კარიერას. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.
- გიორგი, შენ როდის დაუბრუნდები სცენას?
- მე სცენას აღარ დავუბრუნდები. სცენას შეიძლება დავუბრუნდე, მაგრამ არა იუმორისტულ ჟანრში. იმ სფეროში აღარ ვიქნები, ეკრანზე აღარ გამოვჩნდები. ძალიან დიდი სიურპრიზი მაქვს ჩემი ძველი და ახალი მეგობრებისთვის.
- როდის ველოდოთ სიურპრიზს?
- ძალიან მალე, სხვა რამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, ძალიან ბევრ გამაოგნებელ სიახლეს გაიგებთ მალე ჩემ შესახებ.
- იმედია, ქალი არ ხარ და არც სალიტას დედა არ ხარ...
- (იცინიან) იგნასიოს კატა ვარ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ იგნასიო ფეხმძიმედაა ამ კატისგან (იცინიან).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ნინი
ise salome dzalian mikvarxart, magram es sheni kulinariuli nichi dzalian datkobia shen qmars.shen ar gabrazde sakvarelo, arian adamianebis kategoria,romelic imas fiqrobs rogor atkinos guli adamians.daikide.mikvarxart ortave carmatebebs da ulev sikvaruls gisurvebt.
22:08 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ANUKIII
სალიტა ძალლიან მიყვარხარ და მეყვარები გიორგიც მაგარი ადამიანია გისურვებთ რომ ყველაფერი კარგად გქონოოდეტ ძალიან უხდებით ერთმანეთს
21:11 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიი
ისე ცინიკოსო ნამდვილად ამართლებ სახელს შენი ცინიკური კომენტარებით:)))ძალიან საყვარლები არიან...და საერთოდ ასე ხდება ნამდვილული სიყვარულის სიყვარულის ყველა გამოუცდელს შურს...
20:06 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სალიტა ))))))))))
:))):* ძალიან დიდი მადლობა დადებითი (და ზოგადად) კომენტარებისტვის... რაც შეეხება გიოს მუცელს:D დიიიახ მეგობრებო! თანადგომაც ასეთი უნდა:)) ისე რაგა დაგიმალოთ და მე ასეთი მიყვარს, მომწონს და ვგიიიჯდები ჩემს ქმარზე! ხოლო, ვის გემოვნებაშიც არ ჯდება, არაა საჭირო გულთან მიტანა, წინ გაქვთ ყველაეპრი არჩევანი თქვენზეა:))) ბედნიერებას გისურვებთ მთეელი გულით ^_^
19:00 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კულუ
ღმერთმა გაბედნიეროთ ! მიყვარხართ ძალიან მაგრად ! :*
18:59 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მევასებით
18:41 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაურა
ბედნიერებას გისურვებთ,მოშენდით და გაიხარეთ.
18:21 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მიმოზა
გიორგის უფრო დიდი მუცელი დარჩენია მშობიარობის შემდეგ....
17:15 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
MAIA
MAGRAD MOMWONS ES WYVILI GMERTMA BEDNIEREBI AMYOFOT....
17:12 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ძალიან მიყვარხართ
17:00 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS