- გიორგი, გვიამბე თქვენი სიყვარულის ამბავი.
- თავიდან ვმეგობრობდით. მერე სალომე შემოვიდა ოთახში, ფურცლები ეკავა ხელში, დაუცვივდა, მე დავიხარე მისახმარებლად, ისიც დაიხარა, თავები მივარტყით ერთმანეთს და აქედან დაიწყო ყველაფერი.
სალიტა:
გიორგი:
- ბორჯომში კონცერტი გვქონდა. მანამდეც მქონდა ნათქვამი სალიტასთვის ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ ოფიციალურად ხელი იქ ვთხოვე. სცენაზე მიკროფონში გამოვაცხადე, რომ მიყვარდა და ცოლობა ვთხოვე. სალიტას არაფერი უკითხავს, ხალხმა გადაწყვიტა მის მაგივრად სალიტას ბედი. უარი რომ ეთქვა, ხალხს ეწყინებოდა, ნამუსზე ავაგდე.
- სალიტა, დღესაც ხშირად გაგდებს ნამუსზე გიორგი?
- არა, კარგი ბიჭია. ამას წინათ ვკითხულობდი, როგორი უნდა იყოს იდეალური ქმარი და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მართლა კარგი ბიჭია.
- გიორგი, როგორი დიასახლისია სალიტა?
- გავაფრთხილე, სტუმრები რომ მოვლენ, სამზარეულოში ჭურჭელი აჩხარუნე, რომ ეგონოთ, საქმეს აკეთებ-მეთქი და ასე იქცევა. თქვენც რომ მოხვედით, იმიტომ აახმაურა სამზარეულო (იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და მართლა კარგი კულინარია. ხომ მეტყობა, გემრიელ კერძებს რომ მიმზადებს (იღიმება)? პიცა გამოსდის არაჩვეულებრივად, ცომსაც თავად ზელს. თუმცა ამ კრიტერიუმით არ შემირჩევია საცოლე.
- როგორი ფეხმძიმეა, განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია?
სალიტა:
- მე მაინც მგონია, რომ ქალები ამ მდგომარეობას იყენებენ, განსაკუთრებული არაფერი მომნდომებია. ერთხელ საზამთრო მომინდა ზამთარში, ეს იყო და ეს.
გიორგი:
- ზამთარი იყო და როგორ ვუყიდდი? ვერ შევუსრულე თხოვნა.
სალიტა:
- ჩემი ძირითადი მოთხოვნა საღამოობით სუფთა ჰაერზე ქალაქგარეთ გასეირნებაა. ამ თხოვნას ყოველთვის მისრულებს.
- აქ მარტო ცხოვრობთ?
სალიტა:
- კი. დედამთილი მოდის ზოგჯერ დასახმარებლად.
- როგორ მიმართავ დედამთილს?
- დარეჯან დეიდას ვეძახი. თავიდანვე, ქორწილის დღესვე შევუთანხმდი, რომ ასე მივმართავდი.
- გიორგი, შენ როგორ მიმართავ სიდედრს?
სალიტა:
- დედას ეძახის (იცინიან).
- მართლა?
გიორგი:
- არა, ხუმრობს. ჩვეულებრივად, ქალბატონ დალის ვეძახი. კარგი სიდედრი მყავს, ყურადღებიანი. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და მეც პატივს ვცემ.
- სალიტა, სამსახური, ის რეჟიმი არ გენატრება, რომლითაც გათხოვებამდე ცხოვრობდი?
გიორგი:
- სალიტას ალეკო მალხაზიშვილი ენატრება და მე - ვანო ჯავახიშვილი (იცინის).
სალიტა:
- იმდენად მავსებს ეს ოჯახური გარემო, არც მახსენდება ძველი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთი არ მქონდა თავისუფალი დრო და სულ გადარბენებზე ვიყავი, სამსახური, რეპეტიციები, კონცერტები... ახლა სულ არ მაქვს იმ პერიოდის ნოსტალგია. უბრალოდ, ის ხალხი მენატრება, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და დროის დიდ ნაწილს ვატარებდი.
გიორგი:
- „თქვენი შოუს“ თანამშრომლებს გულისხმობს.
- გიორგი, მალხაზიშვილი და ჯავახიშვილი ახსენე... გავიგე, ისინი ქორწილში დაგიპატიჟებია. თუ ასეთი დაძაბული იყო თქვენ შორის ურთიერთობა, რატომ დაპატიჟე ქორწილში?
- დაძაბული ურთიერთობა მხოლოდ ვანო ჯავახიშვილთან მქონდა და ის არც დამიპატიჟებია. სალომესა და მის კარიერას რაც შეეხება, პატარა რომ გაჩნდება, სალომე აუცილებლად მიხედავს თავის საქმეს, სასიმღერო კარიერას. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.
- გიორგი, შენ როდის დაუბრუნდები სცენას?
- მე სცენას აღარ დავუბრუნდები. სცენას შეიძლება დავუბრუნდე, მაგრამ არა იუმორისტულ ჟანრში. იმ სფეროში აღარ ვიქნები, ეკრანზე აღარ გამოვჩნდები. ძალიან დიდი სიურპრიზი მაქვს ჩემი ძველი და ახალი მეგობრებისთვის.
- როდის ველოდოთ სიურპრიზს?
- ძალიან მალე, სხვა რამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, ძალიან ბევრ გამაოგნებელ სიახლეს გაიგებთ მალე ჩემ შესახებ.
- იმედია, ქალი არ ხარ და არც სალიტას დედა არ ხარ...
- (იცინიან) იგნასიოს კატა ვარ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ იგნასიო ფეხმძიმედაა ამ კატისგან (იცინიან).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















