ამერიკაში ცხოვრებასა და საქართველოში დაბრუნების მიზეზზე თავად ნუკის ვესაუბრე.
- ნუკი, როგორ ხარ?
- მშვენივრად და გადასარევად! მონატრებული ვარ საქართველოს...
- რატომ გადაწყვიტე თბილისში დაბრუნება?
- ჩამოსვლა უკვე ძალიან მინდოდა, რადგან ყველა (მეგობრები, ნათესავები...) მომენატრა. როგორც იქნა, მე და ბენმა ჩვენი თავისუფალი დრო გადავანაწილეთ და თბილისში გამომგზავრების დაგეგმვა მოვახერხეთ. რამდენი
- "ფეისბუკზე" შენი პოსტი ვნახე - ერთი კვირით ავტომობილიანი მძღოლის დაქირავება გსურდა, რომელიც მთელ საქართველოს მოგატარებდა...
- საქართველოში ბენი და მისი მეგობრები ჩამოდიან. მოგეხსენება, ჩემი მანქანა როგორი პატარაც არის. ბევრ ადამიანს ვერ იტევს. ვიფიქრე, ავტომობილი და მძღოლი ძალიან გამომადგება-მეთქი.
- ამერიკაში როგორ ცხოვრობ?
- ალბათ, ბევრისთვის გასაკვირიც არის, რომ ჩემი აქტიური ცხოვრება აქტიურ დიასახლისურ ცხოვრებაში გადაიზარდა. ჯერჯერობით, ეს ამპლუა მომწონს. მიხარია, რომ საშუალება მაქვს, საყვარელ ადამიანს დავეხმარო და ყველაფერში მაქსიმალურად შევუწყო ხელი. დიასახლისის ამპლუაც უნდა მომერგო. დაოჯახებიდან პირველი წელი დავისვენე, დიდად არაფერს ვაკეთებდი გარდა იმისა, რომ ოჯახურ საქმეებს ვადევნებდი თვალყურს. არ მეგონა, თუ კარგი დიასახლისი და მზარეული ვიქნებოდი. იხილეთ სრულად