- დაბადების თარიღი...
- ...1989 წლის 5 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ფეხბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი და 7 წელი ვთამაშობდი. დღეს სასაცილოა, მაგრამ
- ჩემზე ამბობენ...
- ...სახლში რას ამბობენ, ვთქვა? რა ნიჭიერი გვყავსო! ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არაპუნქტუალური ვარ. უმეტეს შემთხვევაში, მათთან მისვლა მაგვიანდება.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ეს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...სიზარმაცე. თუმცა, თავს ძალას ვატან და გასაკეთებელს მაინც ვაკეთებ.
- სიყვარული ეს...
- ...ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა...
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ. უფრო მეტიც, მე და სოფო დანიშნულები გახლავართ და მალე ქორწილს ვგეგმავთ. სოფო 3 წლის წინ, ქორწილში გავიცანი. დავინახე თუ არა, მომეწონა. პირველი ემოცია როგორი იყო? - გავიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე; ჯერ ერთმანეთს ვწერდით, მერე შევხვდით...
- მისი გულის მოგება...
- ...ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. ერთმანეთი ერთი ნახვით არ შეგვყვარებია, ჯერ დავმეგობრდით და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში თანდათან გადაიზარდა. სოფოს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ახლა სამსახურის ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად მომეწონა, მისმა შინაგანმა სამყარომ არანაკლებად მომხიბლა. ის ძალიან ყურადღებიანი და მართალი ადამიანია. ჩემი დამრიგებელია. სოფოსგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მის რჩევას ვითვალისწინებ და სხვათა შორის, ამართლებს. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ვყოყმანობ, ამ დროს მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. "ჩემი ცოლის დაქალებს" რა თქმა უნდა, უყურებს. თენგო, როგორც პერსონაჟი, მოსწონს და ხალისობს. მსახიობი არ არის, მაგრამ მაყურებლის თვალით დანახულ შეცდომებზე შენიშვნებს მაძლევს. მაგალითად, შენიშვნა მომცა ფოთში გადაღებულ ეპიზოდზე და რომ დავფიქრდი, მართალი იყო, მგზავრობისგან დაღლილი ვიყავი. იხილეთ სრულად