14 სექტემბერი, 2013
ზურა მანჯავიძე ელოდება, როდის დაუძახებენ „იმედის“ შუადღის გადაცემაში
შესაძლებელია, სკანდალისტი ია ფარულავა ბევრს არ მოსწონდა, მისი, ნანიკო ხაზარაძისა და დოდოშკა ხურცილავას სამეულის გადაცემა ბევრად უფრო რეიტინგული გამოდგა, ვიდრე ახალი თოქშოუ, რომელიც „იმედში“ მოამზადეს როგორც ჩანს, „იმედის“ შუადღის გადაცემამ, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში გადიოდა ამ არხზე და წამყვანთა შორის ცნობილი მომღერალი ზურა მანჯავიძეც გახლდათ, ვერ გაამართლა და შესაბამისად, ფორმატისა და წამყვანების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„იმედის დღე“ მართლაც რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ეს ცხადზე ცხადი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, სკანდალისტი ია ფ
არულავა ბევრს არ მოსწონდა, მისი, ნანიკო ხაზარაძისა და დოდოშკა ხურცილავას სამეულის გადაცემა ბევრად უფრო რეიტინგული გამოდგა, ვიდრე ახალი თოქშოუ, რომელიც „იმედში“ მოამზადეს.

თუმცა „იმედის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ფარულავა და დოდოშკა ხურცილავა უკან აღარ მიუწვევია, სამაგიეროდ, ნანიკო ხაზარაძეს შესთავაზეს ახალი „დღის შოუს“ წაყვანა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ იქნებიან მისი მეწყვილეები, თუმცა ტელეკომპანიაში კასტინგი უკვე მიმდინარეობს.

რაც შეეხება ძველ გადაცემას, მის ერთ-ერთ წამყვან ზურა მანჯავიძეს დავუკავშირდი, რომ გამეგო, რას ფიქრობს ახალი შუადღის შესახებ და რატომ აღარ დაუძახეს „იმედში“ .

ზურა მანჯავიძე:

- ჯერჯერობით არაფერი ვიცი. სექტემბრიდან განახლებული შუა დღის გადაცემა რომ გავა, ეს ვიცი მხოლოდ და შეიძლება დამიძახონ.
- თქვენი გადაცემა რეიტინგის დეფიციტის გამო დახურეს?
- ეტყობა, ეგეც იყო მიზეზი. შესაძლოა, გადაცემას არ ჰქონდა საკმარისი რეიტინგი.
- და თქვენ ელოდებით, რომ ახალ გადაცემაში იქნება თქვენი ადგილი?
- ნამდვილად ველოდები, რომ შესაძლებელია დამირეკონ. გადაცემის დახურვის მიზეზები არ გამომიძიებია. თუ დავჭირდები, დამიძახებენ, თუ არა, არც ეს იქნება პრობლემა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანა
მაკა, იმ წითელთმიანს, რომ განათლება აქვს ისეთი არა აქვს ბევრს, ვინც ეთერში ზის.. როგორც ჩანს თქვენ ისეთი წამყვანები გჭირდებათ როგორებიც ახალ სეზონზე არიან ამ არხზე.. დილის გადაცემა ქვაბებით და ხალხი, რომელმაც არ იცის ის რაზეც საუბრობს
15:03 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
არაფერი არ გეშველებათ
საინტერესოა სხვა წამყვანები რას ფიქრობენ. ისე ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა:) ავტორს ნანახი აქვს გადაცემა ??? მგონი არა :)))
15:01 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ელოდე ზურაბ, ელოდე, იმედი ბოლოს კვდება, შენ მთავარია გული არ გაიტეხო და რწმენა არ დაკარგო რომ მალე "ყველაზე რეიტინგულ" იმედის არხზე აუცილებლად დაგიძახებენ : D:D:D:D
00:27 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
წითელთმიანი მანდ აგარ დაგვანახოთ !!!!!!!!! საშინელებააააა
16:52 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS