სამგზავრო სავარძლის შერჩევა ინდივიდუალურად ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით უნდა მოხდეს, ასევე
- ფოდნმა ""Elli Foundation" წამოიწყო პროექტი "სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად". თვითონ ეს ფონდი, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ნინო გოგოტიშვილმა დააარსა, რომელსაც ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. ქალბატონ ნინოს გერმანელი მეუღლე ჰყავს, გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ავარიაში გარდაეცვალა შვილი, სწორედ იმიტომ, რომ არ იჯდა სამგზავრო სავარძელში. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ჩვენთვის სასარგებლო საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი და სხვა ბავშვების დასაცავად დააარსა ფონდი, რომელიც სამგზავრო სავარძლის პოპულარიზაციას ეწევა.
ჩვენს ქვეყანაში სამგზავრო სავარძლის გამოყენების ძალიან დაბალი სტატისტიკაა, რის ფონზეც, ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ მაინც მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურად დასრულების შედეგები, სამგზავრო სავარძლის გამოუყენებლობის მიზეზით.
როგორც ფონდში მითხრეს, ჩვენთან ამ საკითხს კანონი არ არეგულირებს, თუმცა აპირებენ განხილვას, რომ 4 წლამდე ბავშვისთვის სავალდებულო გახდეს სამგზავრო სავარძელში ჯდომა. ევროპაში თუ არ ვცდები, 12 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია სპეციალური სავარძლით მგზავრობა. კარგი იქნება, თუ ჩვენთანაც მიიღებენ კანონს და ეს ყველაფერი სამართლებრივად გაწერილი იქნება. იხილეთ სრულად