ჯანო იზორია:
- მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლებში თეატრალური კვირეული ჩატარდა, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ჰოდა, მეც ვიმონაწილევე, რისთვისაც მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დამაჯილდოვეს. ამის შემდეგ თვითონ ხელმძღვანელმა, ჟიურის თავმჯდომარემ ქალბატონმა ფოთოლა ქაჯაიამ ხელი მომკიდა და მოსწალე-ახალგაზრდობ
- შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობამ?
- ამ პროექტში მოხვედრამ მაფიქრებინა, ადამიანს როდესაც რაღაც ძალიან უნდა, აუცილებლად აუსრულდება. ვოცნებობდი ამაზე და ამიხდა ოცნება... ჩემს ქალაქში ფოთში კი რაღაც სიგიჟე ხდება. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი ჩასული და გამაოცეს სიყვარულითა და გულშემატკივრობით. სიმღერაც კი დამიწერეს - "კოღოც კი შენი ფანიაო" (იცინის). ძალიან მსიამოვნებს ისიც, რომ ყველა ქვეყნის კუთხიდან მყავს გულშემატკივარი. როდესაც მეტროთი ან ავტობუსით ვმგზავრობ, ადამიანებისგან დიდ სითბოს ვგრძნობ, მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ, ზოგიერთები კი მიყურებენ და ერთმანეთს გადაულაპარაკებენ ხოლმე, - ეს ის არის, მაგრამ განა შეიძლება მეტროთი დადიოდესო? ნათქვამი მაქვს, ძალიან დიდი ფულიც რომ ვიშოვო, დრო და დრო აუცილებლად ვიმგზავრებ მეტროთი, ვიმგზავრებ იმიტომ, რომ ბევრ საინტერესო რამეს ვხედავ იქ, ვხედავავ ძალიან საინტერესო ადამიანებს...
- როგორი გრძნობაა, როდესაც სცენაზე დგახართ და დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდება?
- ეს სასწაულია, დიდი დღესასწაული. ჩემს მაყურებელს, გულშემატკივარს ვეტყოდი, რომ ღმერთმა ნუ მომიშალოს მათი თავი. მათ გარეშე საერთოდ ვერ შედგება მსახიობი. ჩემი მაყურებელი და გულშემატკივარი ის ხალხია, რომელიც მასულდგმულებს და მაცოცხლებს.
იხილეთ სრულად