- "ლაივისთვის" ბევრს ვმუშაობდი: სიმღერაში ვმეცადინეობდი. "იქს-ფაქტორის" მთავარმა ქორეოგრაფმა - საიმონმა ძალიან მაგარი პერფორმანსი დადგა. ასე რომ, ეს "ლაივი" ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო - ვიმღერე და ვიცეკვე კიდეც. მინდოდა, სცენაზე ყველაფერი კარგად გამოჩენილიყო და ხალხს ენახა, რომ კარგი პერფორმანსის შესრულებაც შემეძლო.
- საიმონმა შენი ქორეოგრაფიული
- ცეკვა ძალიან მალე ავითვისე, რადგან კარგი პლასტიკა მაქვს. საიმონისგანაც შექება დავიმსახურე. ვიმედოვნებდი, "ლაივზეც" ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და არაფერი შემეშლებოდა.
- ცირა, თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
- რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ. მე ჩაცმის ჩემი სტილი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, ის ჩავიცვა, რაც მომწონს და მიხდება, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. სამოსის მოდურობას ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. ჩემი აზრით, გემოვნებიანად ვიცვამ, მაგრამ შეიძლება, სხვას ის არ მოსწონდეს, რაც მე მომწონს.
- შენთვის როგორი სამოსია კომფორტული?
- ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით კომფორტს ვანიჭებ უპირატესობას. ხშირად, 24 საათის განმავლობაში ძალზე არაკომფორტული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია, რადგან სიტუაციისთვის ასე იყო საჭირო და უნდა გამეძლო. მეტ-ნაკლებად ყველა სტილის სამოსი მომწონს. გააჩნია, სად მივდივარ...
- ტანსაცმელს სად ყიდულობ? ამისთვის დიდი თანხის გაღება შეგიძლია?
- შოპინგისთვის ხალხი სადაც დადის, მეც იქ დავდივარ... ძვირად ღირებულ მაღაზიებში არ ვიმოსები, მაგრამ თუ ასეთ დაწესებულებებში სამოსის შეძენის საშუალება მექნება, უარსაც არ ვიტყვი.
- მას მერე, რაც ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, ალბათ, გარეგნობას მეტ ყურადღებას უთმობ. ასეა?
- ზუსტად ისე ვარ, როგორც აქამდე ვიყავი ანუ გარეგნობას ყურადღებას ზედმეტად არ ვაქცევ: უბრალოდ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო. ახლა ისეთი გადატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ხანდახან შინიდან უმაკიაჟოდ გავდივარ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ასე არ მოხდეს და ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. იხილეთ სრულად