27 მაისი, 2016
რა ხდება ეკრანს მიღმა სოფო ნიჟარაძესა და ცირა კობიაშვილს შორის - "მე და დედა ვცდილობთ, მშვიდად ვიყოთ"
"იქს-ფაქტორის" კონკურსანტის - ცირა კობიაშვილის მიმართ სოფო ნიჟარაძის მიერ გამოთქმულმა შეფასებამ კონკურსანტი ძალზე ანერვიულა, თუმცა გოგონა საკუთარი ემოციების გაკონტროლებას ცდილობს და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სცენაზე ეფექტური მუსიკალური ნომრები შეასრულოს.

- "ლაივისთვის" ბევრს ვმუ­შაობდი: სიმღერაში ვმეცადინეობდი. "იქს-ფაქტორის" მთავარმა ქორეოგრაფმა - საიმონმა ძალიან მაგარი პერფორმანსი დადგა. ასე რომ, ეს "ლაივი" ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო - ვიმღერე და ვიცეკვე კიდეც. მინდოდა, სცენაზე ყველაფერი კარგად გამოჩენილიყო და ხალხს ენახა, რომ კარგი პერფორმანსის შესრულებაც შემეძლო.

- საიმონმა შენი ქორეოგრაფი­ული
შესაძლებლობები როგორ შეაფასა?
- ცეკვა ძალიან მალე ავითვისე, რადგან კარგი პლასტიკა მაქვს. საიმონისგანაც შექება დავიმსახურე. ვიმედოვნებდი, "ლაივზეც" ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და არაფერი შემეშლებოდა.

- ცირა, თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?
- რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ. მე ჩაცმის ჩემი სტილი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, ის ჩავიცვა, რაც მომწონს და მიხდება, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. სამოსის მოდურობას ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. ჩემი აზრით, გემოვნებიანად ვიცვამ, მაგრამ შეიძლება, სხვას ის არ მოსწონდეს, რაც მე მომწონს.

- შენთვის როგორი სამოსია კომფორტული?
- ვერ ვიტყვი, რომ 100%-ით კომფორტს ვანიჭებ უპირატესობას. ხშირად, 24 საათის განმავლობაში ძალზე არაკომფორტული, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მცმია, რადგან სიტუაციისთვის ასე იყო საჭირო და უნდა გამეძლო. მეტ-ნაკლებად ყველა სტილის სამოსი მომწონს. გააჩნია, სად მივდივარ...

- ტანსაცმელს სად ყიდულობ? ამისთვის დიდი თანხის გაღება შეგიძლია?
- შოპინგისთვის ხალხი სადაც დადის, მეც იქ დავდივარ... ძვირად ღირებულ მაღაზიებში არ ვიმოსები, მაგრამ თუ ასეთ დაწესებულებებში სამოსის შეძენის საშუალება მექნება, უარსაც არ ვიტყვი.

- მას მერე, რაც ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდი, ალბათ, გარეგნობას მეტ ყურადღებას უთმობ. ასეა?
- ზუსტად ისე ვარ, როგორც აქამდე ვიყავი ანუ გარეგნობას ყურადღებას ზედმეტად არ ვაქცევ: უბრალოდ ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო. ახლა ისეთი გადატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ ხანდახან შინიდან უმაკიაჟოდ გავდივარ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ასე არ მოხდეს და ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
არ ვიცი რა საზოგადოებას მოსწონს ეს გოგო,მაგრამ სიმღერით რომ შორს ვერ წავა ეტყობა.რას შეეხება გახდა-ჩაცმას კი ეხერხება ნამდვილად და მიაწვეს ამას.ეგებ ამით მაინც გახდეს პოპულარული ვაშალომიძეებისნაირად...
23:09 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS