"ოპერაციის შემდეგ ველაპარაკე, ნარკოზიდან ახალი გამოსული იყო", - ამბობს
- ევა ახლა თავს უკეთესად გრძნობს. დედაც (მოდელი კრისტი ყიფშიძე. - ავტ.) ელაპარაკა შორენას, რომელმაც უთხრა: ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ვართო. ვიდრე ევას თურქეთში გადაიყვანდნენ, მის მოსანახულებლად მივედი. მიხარია, რომ ევა იმედიანად არის.
- მეგობრები მის დასახმარებლად სხვადასხვაგვარ საქველმოქმედო აქციას აწყობენ. მომავალში რა გაქვთ დაგეგმილი?
- დიახ,FLEA MARKET-ზე ნამცხვრების გაყიდვა გვაქვს დაგეგმილი. დღეს მრგვალ ბაღთან მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა. ნივთები გამოვიტანეთ და ვყიდით. გასაყიდად ვისაც რა უნდა, ის მოაქვს. რაც შეეხება ნამცხვრებს, ოჯახის წევრები დაგვპირდნენ, რომ გამოგვიცხობენ და ევას დასახმარებლად გავყიდით.
- დღემდე რა თანხის შეგროვება მოახერხეთ?
- პირველ დღეს 900 ლარამდე შევაგროვეთ... აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ.
- ევა ამ ყველაფერზე რას გეუბნებათ?
- ჩვენი თანადგომით ძალიან გახარებულია. ვფიქრობ, ეს ევას არც უნდა გაუკვირდეს, აბა, მეგობრობა სხვა რაღაა? მე და ევა ერთმანეთს 3 წლიდან ვიცნობთ, ბაღიდან ვმეგობრობთ და კიდევ დიდხანს ვიმეგობრებთ!
"სოციალურ ქსელში სულ ვეკონტაქტები", - ამბობს ევას კლასელი, ლიზა კაკილაშვილი:
- მე და ევა კლასელები ვართ. ვიდრე თურქეთში წაიყვანდნენ, სახლში იმყოფებოდა და მის მოსანახულებლად სამჯერ მივედი. თაბაშირი ერთ ფეხზე ედო, მაგრამ ძლიერი ტკივილი არ ჰქონდა, მერე ასტკივდა... რა მოხდა, შეგნებულად აღარ მიკითხავს, რადგან მისთვის ემოციურად ადვილი მოსაყოლი არ იქნებოდა. სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტი არ არის.
- შორენამ ინტერვიუში თქვა, - ევას და მის მეგობრებს უყვარდათ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომა და ამის გამო ვეჩხუბებოდიო. იმ მეგობრებს შორის შენც ხარ?
- დიახ. იმ ფანჯრის რაფაზე მეც არაერთხელ ვმჯდარვარ. ყველას ძალიან გვიყვარდა, ამოჩემებული გვქონდა ის ადგილი.
- რატომ?
- გადმოწეული რაფა ჰქონდა, წინ ლამაზი ხედი იშლებოდა და თან, იოლად ვთავსდებოდით. ევასაც მოსწონდა ეს ადგილი. ფანჯრისკენ არ ვიწეოდით. იმ მხარეს ვიჯექით, რომელიც არ იღება... იხილეთ სრულად