- ცოტა ხნის წინ ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე. ახლა რა შეიცვალა, რატომ აღარ ჩანხარ?
- ახლა მთლიანად "მეფე ლირზე" ვარ გადართული. ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. თუ "X ფაქტორს"
- ბინას რა ბედი ეწია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გადმოგცა?
- შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.
- თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ...
- რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ "პიზდეცია". ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო. იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს... კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. იხილეთ სრულად