17 მაისი, 2016
„"პიზდეცია". ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო" - გიორგი ყიფშიძე
მიმდინარე სეზონზე გიორგი ყიფშიძე სატელევიზიო პროექტებში აღარ ჩანს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუმანიშვილის თეატრში არსებული წინასაპრემიერო ორომტრიალია. სპექტაკლ "მეფე ლირის" მუშაობის პროცესში გიორგის თეატრში ვესტუმრეთ და მისი ცხოვრების წარმატებულ თუ წარუმატებელ პერიოდებზე, პრობლემებსა და მიღწევებზე, ოჯახზე, შვილებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხევზე ვესაუბრეთ.

- ცოტა ხნის წინ ძალიან აქტიურად ჩანდი ეკრანზე. ახლა რა შეიცვალა, რატომ აღარ ჩანხარ?
- ახლა მთლიანად "მეფე ლირზე" ვარ გადართული. ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. თუ "X ფაქტორს"
გულისხმობ, უფროსობამ გადაწყვიტა, რომ აქაც და "ნიჭიერშიც" ერთი და იგივე სახეს სიახლე ჯობდა, რამაც ფინანსურად მაგრად დამარტყა, მაგრამ იმედია, "ნიჭიერში" ისევ მე და ვანიჩკა ვიქნებით.

- ბინას რა ბედი ეწია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" გადმოგცა?
- შარშან გონიოში წამოვიწყე ბიზნესი, კაფე გავაკეთე და ის ბინა ჩავდე. კარგი კაფეა, მაგრამ გონიოში ძალიან ცოტა ხალხი იყო და ვალებში გადავვარდით. ახლა ბინის გაყიდვა მიწევს. რაღაც თანხა კი დამრჩება, მაგრამ ნახევარი ვალებში წავა.

- თქვი, ფინანსურად დამარტყა ტელევიზიის მიღმა ყოფნამო. ლენუკაც საუბრობდა მატერიალური პრობლემების შესახებ...
- რაც თქვა, ეგაა. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, მაგრამ "პიზდეცია". ზურა ამბობს, 62 წლის ვარ და აღარ მინდა, მათხოვარი ვიყო, მაგრამ ვარო. იცი, რა მანქანა ჰყავს ზურას? დინოზავრის ასაკისაა, ოფიციალური დინოზავრი ჰყავს. არავინ იცის, როდის მოკვდება, ნეოლითის ხანისაა. ყველგან ვალი გვაქვს... კი არ ვწუწუნებ, მაგრამ ასეა. ზოგადად, როცა სატელევიზიო პროექტში ვარ ჩართული, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. თავისუფლად შემიძლია, მთელი ოჯახი შევინახო. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
Ir ine
Rogorts vitsi Bidzina Ivanishvili exmareba kulturis mogvaweebs da davijero Zura Khifshdzea gamonaklisi? Tu asea dzalian samwuxaroa.
01:03 / 20-11-2016
გამოხმაურება / 0 /
Tina
Kvelas gvichirs dges magram maints gvkavs dzveli Mercedesebi,davdivart robi wiliamsis kontsertze da restornebshi,Aba risi qartvelebi vart? Giorgi Shvilo ojaxs patronoba unda tingitsoba ki ara,gamosavali koveltvis aris tu katsi moindomebs.
18:22 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია მაია
ზურა ყიფშიძე და მისი თაობის დიდი მსახიობები უნდა ცხოვრობდნენ თავიანთი განვლილი ცხოვრების შესაბამისად და მათი მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის მეტი უნდა იყოს,რაიმე სტიმული ხომ უნდა ჰქონდეს ჩვენს თაობას,რომ მათ მსგავსად,თავი არ დაზოგოს და ნებისმიერ სფეროში წარმატებისთვის იბრძოლოს? ეს რა შუაშია? თავშია–იოლ ცხოვრებას აირჩევს ყველა,24საათიან რეპეტიციებს კი არა,რომ სიბერეში სახელმწიფოს იმედზე კი არა,იოლი პოპულარობით უზრუნველყოფილ ფინანსებზე იყოს დამოკიდებული...რაღაცას ხომ უნდა ედებოდეს ფასი ჩემ ქვეყანაში? ბებიაჩემს და დამსახურებულ არტისტებს ერთნაირი სოციალური უზრუნველყოფა რატომ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში ? დიდი სიტყვით ამოვედი,მაგრამ ამ ადამიანმა უთხრა ქართველებს,რომ დახმარება სჭირდება და ჯერ არ გამიგია,რომ ვინმემ რაიმე ზომებს მიმართა...მერე ნურავის გაუკვირდება ხელოვანების და ზოგადად ნებისმიერ სფეროში ნიჭიერი ადამიანების სხვა ქვეყანაში წასვლა მეტი დაფასებისთვის...მენანება ბ–ნი ზურა...
20:57 / 22-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ვასო
მტელი საქარტველო მასეა ..არაფერია ბრატ
20:28 / 19-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS