- ლელა, საუბარი იმ სასიამოვანო სიახლით დავიწყოთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, მეორე შვილს ელოდებით... გინდოდათ უკვე, რომ კიდევ ერთი პატარა გყოლოდათ, თუ ეს დაუგეგმავად მოხდა?
- საერთოდ ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბავშვებს შორის განსხვავება 4 წელი მაინც უნდა ყოფილიყო, ამ დროს უკვე უფროსი ბაღში ივლიდა და მეორეს გაჩენისთვის ეს კარგი პერიოდი იქნებოდ..
- როგორი ორსულობა გქონდათ ალექსანდრეზე და ახლა თუ შეიცვალა მდგომარეობა?
- ალექსანდრეზეც და ახლაც ტოქსიკოზი მაქვს, მაგრამ პირველი ორსულობისას საშინლად მაწუხებდა, გადასხმებს ვიკეთებდი, საჭმელსაც კი ვერ ვჭამდი ისე მივდიოდი გადაღებებზე, ახლაც მაწუხებს საშინლად, მაგრამ საბედნიეროდ, გადასხმები არ მჭირდება.
- პირველი შვილი ამერიკაში გააჩინეთ, ამჯერად რას გეგმავთ, საქართველოში აპირებთ მშობიარობას?
- არ ვიცი, ჯერ არ გადამიწყვეტია. ალექსანდრეზე ისე აეწყო ყველაფერი, რომ თავისთავად მოხდა ჩემი იქ მშობიარობა. ზაფხულის პერიოდს დაემთხვა ორსულობის ბოლო თვეები, მეგობრები იყვნენ ამერიკაში და გვთხოვდნენ, ჩავსულიყავით, გავემგზავრეთ და კარგი ვქენით, ყველა ერთად ვიყავით და კარგად მახსენდება ის დრო.
- ბავშვის სქესი თუ იცით? იხილეთ გაგრძელება