-გადასაღებ მოედანზე თავს როგორ გრძნობდი?
-ძალიან კომფორტულად. მივხვდი, რამდენად რთული
-შენს გმირზე მიამბე.
-ფილმის მთავარი გმირი არის გიორგი გიორგაძე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის წარმატებული, პერსპექტიული ახალგაზრდაა. მე მისი მეუღლე ვარ -ახალგაზრდა, თბილი, დამჯერი, დამთმობი, მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო, რომელსაც მართლა უყვარს ქმარი და მხარში უდგას. მას ნინი ჰქვია. ნინი ფეხმძიმედ არის. ეს გმირი ხასიათით ჩემთან ძალიან ახლოს არის. რეჟისორ დათო იმედაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. რეკლამებზეც არაერთხელ გვიმუშავია ერთად. დათო მიხვდა, რომ ეს როლი კარგად მომერგებოდა, ჩემს შინაგან სამყაროსთან, განწყობასთან ძალიან ახლოსაა. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ნინისნაირი მეუღლე ვიქნები. მაგრამ არ მინდა, გიორგისნაირი ქმარი მყავდეს.
-რატომ?
-პრობლემა ის არის, რომ არ აინტერესებს, როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რას ვფიქრობ, განვიცდი... ფეხმძიმედ რომ ვარ, ეგეც კი არ აინტერესებს. თავისი წარმატება და საერთოდ, მდგომარეობა იმდენად თავში აქვს ავარდნილი, აღარაფერი აინტერესებს. მყავს დაქალი, რომლის როლსაც ირინა ონაშვილი თამაშობს. ის გამუდმებით მეუბნება, რომ ქმარს არ ვუყვარვარ, არ ვჭირდები, მახსენებს, ადრე როგორი კარგი იყო და დღეს როგორ იქცევა, აღარ მაფასებს. მე მაინც გიორგის ვამართლებ, დაქალს ვეუბნები, რომ გიორგი კარგი ადამიანია, რომ მას კარგად არ იცნობს და ა.შ. ყველანაირად ვცდილობ, დავიცვა, მაგრამ შინაგანად პროტესტი მაქვს: მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, მას ხასიათი უარესობისკენ როგორ შეეცვალა!..
-ნინი უკმაყოფილებას მეუღლესთან არ გამოხატავს?
-რატომღაც, არ გამოხატავს. შეიძლება ხვდება, რომ აზრი არ აქვს. თან, შინაგანად აქვს განცდა, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა, მისი მეუღლე მომავალში აუცილებლად გამოკეთდება, ისევ თბილი და მზრუნველი გახდება.
-ფილმის ბოლოს მოლოდინი მართლდება?
-კი, ვინც ითმენს, ის მოგებულია. გიორგის სული გადადის სხვადასხვა ადამიანის სხეულში და ის ხვდება იმ ადამიანთა განცდებს, ვისაც ის ერთ დროს ცუდად ექცეოდა. ვისაც აწყენინა, მის შინაგან მდგომარეობას, ტკივილს შეიგრძნობს. ფილმს ამიტომაც ჰქვია "ვისი სული გსურს?"
-პროფესიონალი მსახიობი არა ხარ. რა სირთულეებს წააწყდი გადაღების დროს, ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდის თამაში გაგიჭირდა?
-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სადაც კოცნის სცენა უნდა გვეთამაშა, ვინერვიულე. იხილეთ სრულად