29 აპრილი, 2016
რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს
წითელი პარასკევი, ანუ ვნების კვირის პარასკევი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

"იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა, იუდას შემწეობით, შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში,
მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს".

ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს გავესაუბრეთ.

- მამაო, ვინაიდან წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა, - კაცობრიობის მხსნელი ჯვარზე გააკრეს - ქრისტიანები ერთმანეთს მაინც ასე ეუბნებიან - მრავალს დაესწარი?
- ნებისმიერ დღეს მრავალს დაგვასწროს უფალმა და გასაჭირსა და სიხარულშიც უნდა ვმადლობდეთ უფალს... ვინაიდან ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე აიყვანა, ამ შემთხვევაში ''მრავალს დაესწარი'' ალბათ უფრო სასიხარულო დღეებს მიესადაგება, გვიახლოვდება ქრისტეს აღდგომა, ბრწყინვალე დღესასწაული და სწორედ მაშინ ვუთხრათ ერთმანეთს ეს და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.

- ახლა წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ...
- წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმე დღეა და რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე: ქვეყნად მოსული გამომხსნელი, რომელიც ამ წუთისოფელში შემოვიდა და როგორც იოანე მახარებელი ამბობს, "თვისთა თანა მოვიდა იგი და თვისთა იგი არაშეიწყნარეს," - მოკლეს, ჯვარს აცვეს თავისი მაცხონებელი, ამიტომ ეს არის გლოვის დღე. მაგრამ რას გლოვობს ადამიანი, - ღმერთის სიკვდილს? რა თქმა უნდა, - არა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS