მომღერალი
მერაბ სეფაშვილი დიდი ხანია ფართო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. როგორც მან "სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ფაქტობრივად უსამსახუროდაა დარჩენილი და მისი ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოეთში ჩატარებული კონცერტებია: "ჩვენი საქმით რთულია არსებობა. მომღერლის პროფესია დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. ქვეყანაში კი დიდი უძრაობის ხანაა, ყოველი დღე არის უარესი და უარესი. მე - კარგი, მეტ-ნაკლებად ვმუშაობ საზღვარგარეთ, მაგრამ ახალგაზრდება რა უნდა ქნან? ჩემ ირგვლივ ყველა უმუშევარია. ჩვენი ქვეყნისთვის შოუბიზნესი პრიორიტეტული და საჭირო არ არის.
- ახლა სტაბილურად სად მღერით?
- აღარსად. ერთ-ერთ კლუბში ვმღეროდი, მაგრამ ვეღარ
მუშაობს და მეც აღარ ვმღერი. გაიარეთ გარეთ, ნახეთ, რა სიტუაციაა, ყველგან წერია: "ლიკვიდაცია", "იყიდება", "გირავდება"...
- პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებთ?
- ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ეს არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს მაინტერესედა.
იხილეთ სრულად