27 აპრილი, 2016
მერაბ სეფაშვილი უმუშევარი დარჩა: "...ყოველი დღე არის უარესი და უარესი"
მომღერალი მერაბ სეფაშვილი დიდი ხანია ფართო საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. როგორც მან "სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, ფაქტობრივად უსამსახუროდაა დარჩენილი და მისი ძირითადი შემოსავლის წყარო უცხოეთში ჩატარებული კონცერტებია: "ჩვენი საქმით რთულია არსებობა. მომღერლის პროფესია დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. ქვეყანაში კი დიდი უძრაობის ხანაა, ყოველი დღე არის უარესი და უარესი. მე - კარგი, მეტ-ნაკლებად ვმუშაობ საზღვარგარეთ, მაგრამ ახალგაზრდება რა უნდა ქნან? ჩემ ირგვლივ ყველა უმუშევარია. ჩვენი ქვეყნისთვის შოუბიზნესი პრიორიტეტული და საჭირო არ არის.

- ახლა სტაბილურად სად მღერით?
- აღარსად. ერთ-ერთ კლუბში ვმღეროდი, მაგრამ ვეღარ
მუშაობს და მეც აღარ ვმღერი. გაიარეთ გარეთ, ნახეთ, რა სიტუაციაა, ყველგან წერია: "ლიკვიდაცია", "იყიდება", "გირავდება"...

- პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებთ?
- ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. ეს არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს მაინტერესედა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS