- სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მინდოდა, ცოტა განსხვავებული შემერჩია რამე და თან გვარსაც მოხდენოდა. ამიტომ წიგნებში, ინტერნეტში ძირითადად "ბ" ასოზე დავიწყე სახელების ძებნა. ამდენი სახელიდან ჩემი ყურადღება ბეამ მიიპყრო, თან ამოვიკითხე, რომ ნიშნავს ბედნიერს. ბეა ბახუტაშვილი - გვართან ერთადაც ლამაზად ჟღერს,
- როგორი გასაზრდელია ბეა?
- რაც წამოიზარდა, ღამის ჭამა ამოაგდო, სამიდან ექვს საათამდე გადაბმულად სძინავს, მუცელიც აღარ, ან ნაკლებად აწუხებს. დღისით ძალიან კარგი ხასიათისაა, არ იცის უცხოობა, ყველას უცინის, ყველას ეთამაშება, მაგრამ ღამის ძილის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს, მთელ ღამეს აღარ მათენებინებს, მაგრამ დაახლოებით სამჯერ მაინც იღვიძებს.
- მითხარი, რომ ბავშვი ხელოვნურ საკვებს იღებს, ეს შენი სურვილი იყო, თუ გარემოებამ მოითხოვა ასე?
- ცხოვრებაში გლანდებს არ შევუწუხებივარ, მაგრამ ორსულობის დროს იმდენად გამირთულდა, რომ ექიმმა თავად მირჩია, არ მეკვება ბავშვი ბუნებრივად.
- თაკო, უდროობის გამო ინტერვიუს ჩაწერა გაგვიძნელდა, რითი ხარ ამჟამად დაკავაბეული?
- "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ ოპერატორად, უფრო კონკრეტულად კი, "კომედი არხზე" ვიღებ თითქმის ყველა გადაცემას. ადრეც მათთან ვიყავი დასაქმებული, მერე ორსულობის გამო პაუზა მქონდა, ახლა კი დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. ყოველთვის ვამბობდი ამას და ახლაც გავიმეორებ, ერთი საქმის მოსწრება ძალიან ადვილია, მარტო ბავშვის გაზრდა ან მარტო მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ბევრ რამეს ახერხებ ერთად, მაშინ ხარ შემდგარიც და "მაგარი ტიპიც". გიორგისავით დაკავებული მე არ ვარ, ვისვენებ შაბათ-კვირას და სამუშაო რეჟიმიც არ მაქვს მაინცდამაინც გადატვირთული, უბრალოდ ახლა დაემთხვა ისე, რომ გადაიდო გადაღებები, შესაბამისად მერე სხვა დროს დაინიშნა და გაიწელა, თორე ზოგადად, ძალიან დატვირთული არ ვარ. იხილეთ სრულად