01 სექტემბერი, 2013
ალანა გაგლოევა შეყვარებულია
პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ალანა გაგლოევამ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები პირველად „რეიტინგს“ გაუმხილა. მართალია, წელიწადზე მეტია, რაც წყვილი ერთადაა, მაგრამ დაო-ჯახებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ალანამ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა, ეტყობა, წყვილი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. გარდა პირადისა, ალანას სამსახურსა და მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, ეს პაუზა რისი
ბრალია?
- მიზეზი მარტივია, ყველას სჭირდება დასვენება, მეც და საზოგადოებასაც, თან არის ხოლმე მომენტი, როცა გინდა, შენთვის იყო, ესაა და ეს.
- რაც შეეხება შენს საქმიანობას, შეიცვალა რამე ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?
- არა, არაფერი. ისევ პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება.
- არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებ ისევ ამ სამსახურში მუშაობას?
- გააჩნია შედეგებს.
- ეს ნიშნავს იმას, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩები თანამდებობაზე?
- კი, დავრჩები და გავაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას.
- თუ ასე არ მოხდა, რას გააკეთებ მომავალში? ალბათ ნებისმიერი შემთხვევისთვის გაქვს გეგმები...
- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა დოქტორანტურაში ვსწავლობ, მა-გისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის განხრით დავამთავრე, ახლა კი კონფლიქტოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სწავლას მომავალ წელს დავამთავრებ და ვნახოთ, მერე რა იქნება, სამსახურსაც ვიპოვი (იცინის).
- მთავრობის ცვლილების შემდეგ შეიცვალა შენთვის რამე სამსახურებრივი თვალსაზრისით?
- არა, იმავენაირად და იმავე შემართებით ვაგრძელებ მუშაობას.
- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ალანა გაგლოევასთვის...
- ჩვეულებრივი, დილით სამსახური, შემდეგ სპორტული დარბაზი... ჯანმრთელობისთვის დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ფორმაშიც ჩავდექი...
- ალბათ შენი სამსახური გარკვეულწილად დრესკოდს მოითხოვს...
- კი, ასეა, სპორტული სამოსით სამსახურში ვერ მიხვალ და ამ მხრივ უნდა დაიცვა დრესკოდი, თუმცა არის დღეები, როცა გვაქვს თავისუფლად ჩაცმის საშუალება და ეს პრობლემას არ ქმნის. ისე კი, თითქმის ყველა ჩვენს თანამშრომელს გააჩნია „ექსტრა“ პიჯაკი, რომელიც სამსახურში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება.
- ახლა მუშაობ ჩვეულ რეჟიმში, თუ შვებულებაში ხარ?
- ჯერჯერობით ვმუშაობ, შვებულება არ ამიღია, თვის ბოლოს დასასვენებლად წავალ, ალბათ ბათუმს ვესტუმრები. შემიძლია გითხრათ, რომ წელიწადის ყველა სეზონი მიყვარს, ყველას თავისი ხიბლი აქვს და ყველა სეზონზე შეიძლება დასვენება.
- საქართველოს კურორტებს ხშირად სტუმრობ?
- კი, როგორ არა. შარშან ზაფხულის განმავლობაში მთელი კახეთი მოვიარეთ, ასევე ვიყავით სვანეთში. რომელი კურორტიც გაკეთდა, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი და უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველანაირი პირობაა კარგი დასვენებისთვის.
- როგორია საზოგადოების რეაქცია შენი დანახვისას... იმის გამო, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობ, ალბათ დახმარებას გთხოვენ, ცდილობენ თავიანთი გასაჭირი გაგიზიარონ, რათა ის შესაბამის უწყებამდე მიიტანო...
- უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არ იციან ჩემი თანამდებობის შესახებ და ეს მახარებს, რადგან მეძლევა საშუალება ჩვეულებრივი მოქალაქესავით დავისვენო, ზედმეტი ყურადღების გარეშე. მაგრამ როცა დახმარების სათხოვნელად მოდის ვინმე ჩემთან, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, გავაკეთო, მინიმუმ კონსულტაცია მაინც გავუწიო, როგორ ჯობია მოიქცეს.
- როგორც გვითხარი, ბათუმში წასვლას აპირებ, ზღვა მაინც ღამის ცხოვრებასთან, კლუბებთან ასოცირდება, გიყვარს ასე დასვენება?
- კი, ადრე ძალიან აქტიურად დავდიოდი გასართობად, ბოლო ორი წელია ინტერესები შემეცვლა, ან გავიზარდე (იღიმის) და შედარებით ნაკლებად ვსტუმრობ ღამის კლუბებს. თუმცა როცა ზღვაზე ხარ და იცი, სადღაც კარგი დიჯეი უკრავს, რატომ არ უნდა წახვიდე?! დიდი სიამოვნებით მივდივარ ხოლმე, ვცეკვავ და კარგად ვერთობი.
- ალანა, ბევრს ჭორაობენ იმაზე, რომ შეყვარებული ხარ და ოჯახის შექმნას აპირებ, ასეა?
- კი, მართალია, შეყვარებული ვარ ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭზე, რომლიც 31 წლისაა და აქვს კერძო ბიზნესი.
- საზოგადოებისთვის ცნობილი არაა? გაგვიმხილე მისი გვარ-სახელი...
- არა, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, ნიკა ჰქვია, გვარი კი არაფერს გეტყვით (იღიმის) პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და ჩვენი ნაცნობობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა.
- როგორია შეყვარებული ალანა, იცვლები ამ დროს?
- ალბათ ყველა იცვლება და მეც არ ვარ გამონაკლისი, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვი, რა მხრივ შევიცვალე, ეს ალბათ გვერდიდან უფრო კარგად ჩანს.
- ეჭვიანი თუ ხარ? ზომიერი ეჭვიანობა სიყვარულის თანმდევიაო, ამბობენ...
- რომ გითხრა, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი-მეთქი, მოგატყუებ. ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც ზომიერად ეჭვიანი უნდა იყოს.
- ერთმანეთის საქმიანობაზე რამდენად გახსნილად საუბრობთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ გიკამათიათ?
- საქმიანობაზე ჩვეულებრივ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, ამ საკითხში ერთმანეთს ვეთანხმებით, არ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, შესაბამისად, არც ვკამათობთ ამ თემაზე.
- უახლოეს მომავალში აპირებთ დაოჯახებას?
- წელიწადზე მეტია ერთად ვართ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- უამრავი ჭორი გავრცელდა შენთან დაკავშირებით, მათ შორის შენი და პრეზიდენტის რომანის შესახებ. რა შეგრძნებაა, როცა ქვეყნის პირველ პირთან შენს სასიყვარულო ურთიერთობაზე ლაპარაკობს ხალხი?
- ამა თუ იმ ჭორზე განსხვავებული რეაქციები მქონდა. ერთი პერიოდი არ ვაქცევდი ყურადღებას, მერე დავიღალე და ეს „ხმები“ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, შემდეგ გარკვეული დროით პრესაც ჩაწყნარდა და მეც დავმშვიდდი. რაც შეეხება ჭორს ჩემი და პრეზიდენტის რომანის შესახებ, ეს ხანდახან მაბრაზებდა, ხანდახან მაცინებდა, სხვა რა შეგრძნება შეიძლებოდა მქონოდა ამასთან დაკავშირებით?! ზოგიერთი ჭორი იმდენად აბსურდული იყო, რომ სასაცილოდ არ მყოფნიდა. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე - ჭორიკანა ადამიანს გრძელი ენა აქვს, ამიტომ მას ვერც დრო და ვერც ვერანაირი საშუალება ვერ გააჩუმებს. თუ ახარებთ ეს ჭორები, იყვნენ გახარებულნი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ესენი აქ კარგად მოკალათდნენ და სამსახურებიც შესანიშნავი აქვთ მთელი ამ 9 წლის მანძილზე და ჩვენ სამათხოვრო კაპიკებს გამდოგვიგდებენ თუ პანსიამდე მივაღწიეთ. მისი თანამემამულეებიც ასე იყვნენ, პროფესორობა ყველას ჩამოურიგეს თბილსელმა გაზულუქებულმა ჩინოვნიკებმა, ქართველებს კი დიდი წვალება უხდებოდათ რაიმესთვის რომ მიეღწიათ, როგორც თბილისში (რადგან ყველგან ოსად გთვლიდნენ თუ ცხინვალს ახსენებდი, ცხინვალში კი ქართველად და არ იყო ჩვენი საშველი), ამათ კი გზა ყველგან ხსნილი ჰქონდათ და ადვილადაც აღწევდნენ თავიანთ საწადელს. დღეს კი ყველაფერ ამას ვიმკით. ცრუ ~პროფესორებმა" ისევ ქართველების წინააღმდეგ გამოიყენეს ჩვენი დოყლაპიობა. ამიტომაც დავკარგეთ ასეთი შესანიშნავი კუთხე. ალანა კი ზის და ერთობა. ამას ავარიასაც აპატიებენ და მიშასთან რომ მუშაობდა იმასაც (ნაციონალიზმში რომ არ ჩაგვითვალოს ვინმემ)
14:31 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ამ ალანამ თავისი ექსტრემისტკა ბაბუშკა რომ გამოიყვანა ცხინვალიდან ომის წინ, რატომ სხვებზე არ იფიქრეს? მისი ბებია ცხინვალში ცნობილი ქრთველთმოძულე იყო.
14:19 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
amigo
ალანა არ უსმინო ბოროტ ენებს შენ ნამდვილი შლიპინსკი ხარ,შენ ნამდვილად კარგი მოსაჭიმიხარ აბა მიხეილ გრძელი ვინმეს ტყუილად კიარ ცემს პატივს,აქ ნუ წერთ ბოროტებო ალანაზე ცუდს:))))))))))))))))
13:46 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
მსვენიერი გოგონა ხარ, გისურვებ ბედნიერებას. ...ყველა ტავის ცხოვრებას ტუ მიხედავდა კარგი იქნებოდა...
13:42 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
წარმატებები ალანა! ნიკაზე ლაპარაკს მოეშვით ,,გამოსირებულები" თქვენ თვითონ ხართ !!! უმეტესობა იმ სეგმენტს მიეკუთცვნებით ,,გაკერილი" ქალები რომ გყავთ სახლში გარეტ კი სხვა ქალებს ჭორავთ. ფუუუ
12:55 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
რა თქვენი საქმეა სხვისი პირადი ცხოვრება. ან ამდენი ბოღმა და შური საიდან გეღვრებათ. პრინციპში პასუხი ძალიან მარეტივია :))) წარუმატებელი, შეუმდგარი და ბოღმით სავსე ადამიანაბი ხართ... სხვისი კარგი გშურთ... ცუდს ადვილად იჯერებთ. ხანდახან მაინც შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. ამაზრზენი ხალხი!
12:53 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზორო
არ წაიყვანს ის სირი ნიკა და მისი აჯობებს))))
12:37 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზორო
კკკკ-გაგლოევასნაირები გყოლოდეს ოჯახში...თუმცა გეყოლება,რა პრობლემაა)))))
12:36 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
შაკო
მიშამ პალიასტომი გაუხადა ფეხებ შჰუა და ეხლა უნდა გათხოვდეს აბა რა
12:35 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კკკკ
ღმერთმა წარმატებები მოგცეთ ალანა სწავლაშიც და სიყვარულშიც, ძაალიან კარგი გოგო ხარ! შურიან ხალხს ნუ მიაქცევ ყურადღებას, მათ მეტი არაფერი შეუძლიასთ, ისხდნენ და სხვა ლანძღონ, ისე კარგი იქნება ესეთი ბოღმიანები თავიანთ თავს და ოჯახის წევრებს მიხედავდნენ
12:31 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS