01 სექტემბერი, 2013
ალანა გაგლოევა შეყვარებულია
პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ალანა გაგლოევამ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები პირველად „რეიტინგს“ გაუმხილა. მართალია, წელიწადზე მეტია, რაც წყვილი ერთადაა, მაგრამ დაო-ჯახებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ალანამ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა, ეტყობა, წყვილი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. გარდა პირადისა, ალანას სამსახურსა და მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, ეს პაუზა რისი
ბრალია?
- მიზეზი მარტივია, ყველას სჭირდება დასვენება, მეც და საზოგადოებასაც, თან არის ხოლმე მომენტი, როცა გინდა, შენთვის იყო, ესაა და ეს.
- რაც შეეხება შენს საქმიანობას, შეიცვალა რამე ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?
- არა, არაფერი. ისევ პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება.
- არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებ ისევ ამ სამსახურში მუშაობას?
- გააჩნია შედეგებს.
- ეს ნიშნავს იმას, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩები თანამდებობაზე?
- კი, დავრჩები და გავაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას.
- თუ ასე არ მოხდა, რას გააკეთებ მომავალში? ალბათ ნებისმიერი შემთხვევისთვის გაქვს გეგმები...
- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა დოქტორანტურაში ვსწავლობ, მა-გისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის განხრით დავამთავრე, ახლა კი კონფლიქტოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სწავლას მომავალ წელს დავამთავრებ და ვნახოთ, მერე რა იქნება, სამსახურსაც ვიპოვი (იცინის).
- მთავრობის ცვლილების შემდეგ შეიცვალა შენთვის რამე სამსახურებრივი თვალსაზრისით?
- არა, იმავენაირად და იმავე შემართებით ვაგრძელებ მუშაობას.
- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ალანა გაგლოევასთვის...
- ჩვეულებრივი, დილით სამსახური, შემდეგ სპორტული დარბაზი... ჯანმრთელობისთვის დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ფორმაშიც ჩავდექი...
- ალბათ შენი სამსახური გარკვეულწილად დრესკოდს მოითხოვს...
- კი, ასეა, სპორტული სამოსით სამსახურში ვერ მიხვალ და ამ მხრივ უნდა დაიცვა დრესკოდი, თუმცა არის დღეები, როცა გვაქვს თავისუფლად ჩაცმის საშუალება და ეს პრობლემას არ ქმნის. ისე კი, თითქმის ყველა ჩვენს თანამშრომელს გააჩნია „ექსტრა“ პიჯაკი, რომელიც სამსახურში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება.
- ახლა მუშაობ ჩვეულ რეჟიმში, თუ შვებულებაში ხარ?
- ჯერჯერობით ვმუშაობ, შვებულება არ ამიღია, თვის ბოლოს დასასვენებლად წავალ, ალბათ ბათუმს ვესტუმრები. შემიძლია გითხრათ, რომ წელიწადის ყველა სეზონი მიყვარს, ყველას თავისი ხიბლი აქვს და ყველა სეზონზე შეიძლება დასვენება.
- საქართველოს კურორტებს ხშირად სტუმრობ?
- კი, როგორ არა. შარშან ზაფხულის განმავლობაში მთელი კახეთი მოვიარეთ, ასევე ვიყავით სვანეთში. რომელი კურორტიც გაკეთდა, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი და უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველანაირი პირობაა კარგი დასვენებისთვის.
- როგორია საზოგადოების რეაქცია შენი დანახვისას... იმის გამო, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობ, ალბათ დახმარებას გთხოვენ, ცდილობენ თავიანთი გასაჭირი გაგიზიარონ, რათა ის შესაბამის უწყებამდე მიიტანო...
- უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არ იციან ჩემი თანამდებობის შესახებ და ეს მახარებს, რადგან მეძლევა საშუალება ჩვეულებრივი მოქალაქესავით დავისვენო, ზედმეტი ყურადღების გარეშე. მაგრამ როცა დახმარების სათხოვნელად მოდის ვინმე ჩემთან, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, გავაკეთო, მინიმუმ კონსულტაცია მაინც გავუწიო, როგორ ჯობია მოიქცეს.
- როგორც გვითხარი, ბათუმში წასვლას აპირებ, ზღვა მაინც ღამის ცხოვრებასთან, კლუბებთან ასოცირდება, გიყვარს ასე დასვენება?
- კი, ადრე ძალიან აქტიურად დავდიოდი გასართობად, ბოლო ორი წელია ინტერესები შემეცვლა, ან გავიზარდე (იღიმის) და შედარებით ნაკლებად ვსტუმრობ ღამის კლუბებს. თუმცა როცა ზღვაზე ხარ და იცი, სადღაც კარგი დიჯეი უკრავს, რატომ არ უნდა წახვიდე?! დიდი სიამოვნებით მივდივარ ხოლმე, ვცეკვავ და კარგად ვერთობი.
- ალანა, ბევრს ჭორაობენ იმაზე, რომ შეყვარებული ხარ და ოჯახის შექმნას აპირებ, ასეა?
- კი, მართალია, შეყვარებული ვარ ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭზე, რომლიც 31 წლისაა და აქვს კერძო ბიზნესი.
- საზოგადოებისთვის ცნობილი არაა? გაგვიმხილე მისი გვარ-სახელი...
- არა, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, ნიკა ჰქვია, გვარი კი არაფერს გეტყვით (იღიმის) პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და ჩვენი ნაცნობობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა.
- როგორია შეყვარებული ალანა, იცვლები ამ დროს?
- ალბათ ყველა იცვლება და მეც არ ვარ გამონაკლისი, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვი, რა მხრივ შევიცვალე, ეს ალბათ გვერდიდან უფრო კარგად ჩანს.
- ეჭვიანი თუ ხარ? ზომიერი ეჭვიანობა სიყვარულის თანმდევიაო, ამბობენ...
- რომ გითხრა, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი-მეთქი, მოგატყუებ. ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც ზომიერად ეჭვიანი უნდა იყოს.
- ერთმანეთის საქმიანობაზე რამდენად გახსნილად საუბრობთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ გიკამათიათ?
- საქმიანობაზე ჩვეულებრივ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, ამ საკითხში ერთმანეთს ვეთანხმებით, არ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, შესაბამისად, არც ვკამათობთ ამ თემაზე.
- უახლოეს მომავალში აპირებთ დაოჯახებას?
- წელიწადზე მეტია ერთად ვართ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- უამრავი ჭორი გავრცელდა შენთან დაკავშირებით, მათ შორის შენი და პრეზიდენტის რომანის შესახებ. რა შეგრძნებაა, როცა ქვეყნის პირველ პირთან შენს სასიყვარულო ურთიერთობაზე ლაპარაკობს ხალხი?
- ამა თუ იმ ჭორზე განსხვავებული რეაქციები მქონდა. ერთი პერიოდი არ ვაქცევდი ყურადღებას, მერე დავიღალე და ეს „ხმები“ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, შემდეგ გარკვეული დროით პრესაც ჩაწყნარდა და მეც დავმშვიდდი. რაც შეეხება ჭორს ჩემი და პრეზიდენტის რომანის შესახებ, ეს ხანდახან მაბრაზებდა, ხანდახან მაცინებდა, სხვა რა შეგრძნება შეიძლებოდა მქონოდა ამასთან დაკავშირებით?! ზოგიერთი ჭორი იმდენად აბსურდული იყო, რომ სასაცილოდ არ მყოფნიდა. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე - ჭორიკანა ადამიანს გრძელი ენა აქვს, ამიტომ მას ვერც დრო და ვერც ვერანაირი საშუალება ვერ გააჩუმებს. თუ ახარებთ ეს ჭორები, იყვნენ გახარებულნი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ქურქუქ
რა სირები და ბოღმიანები ხართ ხალხნო))))))
13:11 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
-- ჩემზე და პრეზიდენტზე ,რომ ჭორაობენ -მეცინება მეტი რა რეაქცია უნდა მქონდეს?"-- ამბობს ცნობილი ბოზანდარა ალანა--- დედაა როგორ ყველა ბოზს აცინებს მასზე გავრცელებული ჭეშმარიტი ამბები-- რომლებსაც თითქოს ჭორეს უწოდებენ --- გულში ჩაიხედე ღრმად გაგლოევა - გულში რა სიმართლესაც ახლა აქ საუბრობ, სულ მაგ სიმართლეებით ,რომ იარო -- ხომ გინდა? --ხოდა გისურვებ მასეც იყოს , - რა გჭირთ ხალხო --როგორ ყველაზე ჭორაობთ, ყველა როგორ ერთნაირად იძახის ---,,მეცინება ჩემზე რომ ჭორაობენ"-- არა და მართლა რა გეცინება შე საცოდავო - ერთხელ მაინც თუ ვინმემ ბოზი გიწოდა , ფიქრობ ,რომ ეს მაგარი სასაცილოა-- -- აჰა ბატონო და ამ კომენტარის მერეც გასკდი სიცილით- როცა ბოზობ ნამუსი არა გაქვს -მარტივად ,რომ ვთქვათ - და ვინმეს ლაპარაკი შეგაწუხებს?-- არ სეგაწუხებს --იმიტომ ,რომ ადანიანური ღირებულებები დაიკარგა-- გაგლოევას არც ექნებოდა არასოდეს ,მაგრამ- არა მაინც ,როგორ ყველა ანგელოზია - და რამდენი ანგელოზი გვყავს და არვიცით....
00:22 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ალაჩკა ნუ უსმენ ამათ, იჭორაონ და რაც უნდათ ის ქნან..დღეს ლე ტრუფეში გელოდები და მერე იქედან პირდაპირ ჩემთან, მპუა :)
22:56 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეს ის გაგლოევა არაა მიშამ რომ ისიამოვნა, მერე მიხეილ ქარელს რომ მიუგდო გინდა, არ გინდა ცოლად უნდა მოიყვანოო.მაგრამ ქარელმა უარი განაცხადა და მიშამაც არ დააყოვნა და ჩვენი მიშიკო ქარელი მიშიკო სააკაშვილმა ციხეში გაამწესა
20:18 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
საყვარელიც რომ თავისნაირი პოლიტიკური ორიენტაციის შეურჩევია
20:14 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა ბოღმას
ამ გოგოზე უკეთესი არ გეღირსოთ არასდროს !! თუკი ამისთანა გეღირსებათ ამ გოგოს სახელზე ილოცეთ
18:54 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელო
უუჰ! სახელს ნუ უტეხთ ამ "პატიოსან" გოგოს.
18:39 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
თქვენ ხართ არშემდგარი, გაუნათლებელი ბრბო, ჭორაობის გარდა არაფერი შეგიძლიათ, საქართველოს მიწას ნუ ამძიმებთ თქვენი არსებობით. საბამ ვინმეზე ან ვინმეს ოჯახზე ილაპარაკებთ საკუთარ ოჯახებს გადახედეთ, საკუთარ დედებს, დებს ბებიებს, შეყვარებულებს და ცოლებს მიხედეთ და მერე სხვებზე საჭორაო დრო და სურვილი აღარ დაგრჩებათ, რადგანაც ყველაზე ბუნძურები თქვენ თვითონ აღმოჩნდებით. ამიტომაც ტკეპნით ერთ ადგილს და ისიებთ უკანალებს !!!
18:26 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ამ მახინჯ ქალს შეაჭამეს საქართველოს ბიუჯეტი, როდესაც ქართველ ბავშვებს ლუკმა ენატრებოდათ? ან ის "კაცი" ვინ უნდა იყოს, ამას რომ შეიყვარებს?
17:27 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
მოეფერეთ, შეაქეთ, ვაი თქვე უბედურო ქართველებო
15:16 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS