01 სექტემბერი, 2013
ალანა გაგლოევა შეყვარებულია
პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ალანა გაგლოევამ თავისი პირადი ცხოვრების დეტალები პირველად „რეიტინგს“ გაუმხილა. მართალია, წელიწადზე მეტია, რაც წყვილი ერთადაა, მაგრამ დაო-ჯახებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ალანამ კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა, ეტყობა, წყვილი ჯერჯერობით ოჯახის შექმნას არ ჩქარობს. გარდა პირადისა, ალანას სამსახურსა და მის შესახებ გავრცელებულ ჭორზეც ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, შენი ინტერვიუ პრესის ფურცლებზე აღარ გამოჩენილა, ეს პაუზა რისი
ბრალია?
- მიზეზი მარტივია, ყველას სჭირდება დასვენება, მეც და საზოგადოებასაც, თან არის ხოლმე მომენტი, როცა გინდა, შენთვის იყო, ესაა და ეს.
- რაც შეეხება შენს საქმიანობას, შეიცვალა რამე ამ მხრივ შენს ცხოვრებაში?
- არა, არაფერი. ისევ პრეზიდენტის პრესსამსახურში ვმუშაობ და მისი მრჩეველი ვარ პრესის დარგში. ძირითადად უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და უცხოური პრესის მონიტორინგი მევალება.
- არჩევნების შემდეგ ახალ პრეზიდენტთან გააგრძელებ ისევ ამ სამსახურში მუშაობას?
- გააჩნია შედეგებს.
- ეს ნიშნავს იმას, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გაიმარჯვა, დარჩები თანამდებობაზე?
- კი, დავრჩები და გავაგრძელებ გუნდთან ერთად მუშაობას.
- თუ ასე არ მოხდა, რას გააკეთებ მომავალში? ალბათ ნებისმიერი შემთხვევისთვის გაქვს გეგმები...
- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ახლა დოქტორანტურაში ვსწავლობ, მა-გისტრატურა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის განხრით დავამთავრე, ახლა კი კონფლიქტოლოგიაზე შევაჩერე არჩევანი. სწავლას მომავალ წელს დავამთავრებ და ვნახოთ, მერე რა იქნება, სამსახურსაც ვიპოვი (იცინის).
- მთავრობის ცვლილების შემდეგ შეიცვალა შენთვის რამე სამსახურებრივი თვალსაზრისით?
- არა, იმავენაირად და იმავე შემართებით ვაგრძელებ მუშაობას.
- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ალანა გაგლოევასთვის...
- ჩვეულებრივი, დილით სამსახური, შემდეგ სპორტული დარბაზი... ჯანმრთელობისთვის დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ფორმაშიც ჩავდექი...
- ალბათ შენი სამსახური გარკვეულწილად დრესკოდს მოითხოვს...
- კი, ასეა, სპორტული სამოსით სამსახურში ვერ მიხვალ და ამ მხრივ უნდა დაიცვა დრესკოდი, თუმცა არის დღეები, როცა გვაქვს თავისუფლად ჩაცმის საშუალება და ეს პრობლემას არ ქმნის. ისე კი, თითქმის ყველა ჩვენს თანამშრომელს გააჩნია „ექსტრა“ პიჯაკი, რომელიც სამსახურში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება.
- ახლა მუშაობ ჩვეულ რეჟიმში, თუ შვებულებაში ხარ?
- ჯერჯერობით ვმუშაობ, შვებულება არ ამიღია, თვის ბოლოს დასასვენებლად წავალ, ალბათ ბათუმს ვესტუმრები. შემიძლია გითხრათ, რომ წელიწადის ყველა სეზონი მიყვარს, ყველას თავისი ხიბლი აქვს და ყველა სეზონზე შეიძლება დასვენება.
- საქართველოს კურორტებს ხშირად სტუმრობ?
- კი, როგორ არა. შარშან ზაფხულის განმავლობაში მთელი კახეთი მოვიარეთ, ასევე ვიყავით სვანეთში. რომელი კურორტიც გაკეთდა, თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი და უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველანაირი პირობაა კარგი დასვენებისთვის.
- როგორია საზოგადოების რეაქცია შენი დანახვისას... იმის გამო, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობ, ალბათ დახმარებას გთხოვენ, ცდილობენ თავიანთი გასაჭირი გაგიზიარონ, რათა ის შესაბამის უწყებამდე მიიტანო...
- უპირველესად მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არ იციან ჩემი თანამდებობის შესახებ და ეს მახარებს, რადგან მეძლევა საშუალება ჩვეულებრივი მოქალაქესავით დავისვენო, ზედმეტი ყურადღების გარეშე. მაგრამ როცა დახმარების სათხოვნელად მოდის ვინმე ჩემთან, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, გავაკეთო, მინიმუმ კონსულტაცია მაინც გავუწიო, როგორ ჯობია მოიქცეს.
- როგორც გვითხარი, ბათუმში წასვლას აპირებ, ზღვა მაინც ღამის ცხოვრებასთან, კლუბებთან ასოცირდება, გიყვარს ასე დასვენება?
- კი, ადრე ძალიან აქტიურად დავდიოდი გასართობად, ბოლო ორი წელია ინტერესები შემეცვლა, ან გავიზარდე (იღიმის) და შედარებით ნაკლებად ვსტუმრობ ღამის კლუბებს. თუმცა როცა ზღვაზე ხარ და იცი, სადღაც კარგი დიჯეი უკრავს, რატომ არ უნდა წახვიდე?! დიდი სიამოვნებით მივდივარ ხოლმე, ვცეკვავ და კარგად ვერთობი.
- ალანა, ბევრს ჭორაობენ იმაზე, რომ შეყვარებული ხარ და ოჯახის შექმნას აპირებ, ასეა?
- კი, მართალია, შეყვარებული ვარ ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭზე, რომლიც 31 წლისაა და აქვს კერძო ბიზნესი.
- საზოგადოებისთვის ცნობილი არაა? გაგვიმხილე მისი გვარ-სახელი...
- არა, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, ნიკა ჰქვია, გვარი კი არაფერს გეტყვით (იღიმის) პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და ჩვენი ნაცნობობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა.
- როგორია შეყვარებული ალანა, იცვლები ამ დროს?
- ალბათ ყველა იცვლება და მეც არ ვარ გამონაკლისი, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვი, რა მხრივ შევიცვალე, ეს ალბათ გვერდიდან უფრო კარგად ჩანს.
- ეჭვიანი თუ ხარ? ზომიერი ეჭვიანობა სიყვარულის თანმდევიაო, ამბობენ...
- რომ გითხრა, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი-მეთქი, მოგატყუებ. ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც ზომიერად ეჭვიანი უნდა იყოს.
- ერთმანეთის საქმიანობაზე რამდენად გახსნილად საუბრობთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თუ გიკამათიათ?
- საქმიანობაზე ჩვეულებრივ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, დასამალი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას, ამ საკითხში ერთმანეთს ვეთანხმებით, არ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, შესაბამისად, არც ვკამათობთ ამ თემაზე.
- უახლოეს მომავალში აპირებთ დაოჯახებას?
- წელიწადზე მეტია ერთად ვართ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- უამრავი ჭორი გავრცელდა შენთან დაკავშირებით, მათ შორის შენი და პრეზიდენტის რომანის შესახებ. რა შეგრძნებაა, როცა ქვეყნის პირველ პირთან შენს სასიყვარულო ურთიერთობაზე ლაპარაკობს ხალხი?
- ამა თუ იმ ჭორზე განსხვავებული რეაქციები მქონდა. ერთი პერიოდი არ ვაქცევდი ყურადღებას, მერე დავიღალე და ეს „ხმები“ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, შემდეგ გარკვეული დროით პრესაც ჩაწყნარდა და მეც დავმშვიდდი. რაც შეეხება ჭორს ჩემი და პრეზიდენტის რომანის შესახებ, ეს ხანდახან მაბრაზებდა, ხანდახან მაცინებდა, სხვა რა შეგრძნება შეიძლებოდა მქონოდა ამასთან დაკავშირებით?! ზოგიერთი ჭორი იმდენად აბსურდული იყო, რომ სასაცილოდ არ მყოფნიდა. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნა გამოვიტანე - ჭორიკანა ადამიანს გრძელი ენა აქვს, ამიტომ მას ვერც დრო და ვერც ვერანაირი საშუალება ვერ გააჩუმებს. თუ ახარებთ ეს ჭორები, იყვნენ გახარებულნი.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ქეთი
სირცხვილია ხალხო ასეთი ლაპარაკი, ვეთანხმები მადინას ქვა იმან ესროლოს ვინც უცოდველიაო. ამ დროს ძალიან კარგი გოგოა, რას ერჩით. თქვენთავთან მარტო რომ დარჩებით გადახედეთ თქვენ განვლილ ცხოვრებას და მერე ილაპარაკეთ სხვაზე. ეს უფრო მეტი ცოდვაა ასე ლაფს რომ ასხამთ ადამიანს. თუ თქვენი თვალით არ გინახავთ სხვისი ნათქვამი არ გაიმეოროთ. ვინც განიკითხავს მოეკითხება.
21:45 / 26-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ყველაფერში ცუდს ნუ დავინახავთ ხალხო...ბოლოსდაბოლოს ალანას სიყვარულით მიშამ პერველი ვაზისუბნელებს გაგვიკეთა გზა,მალე რო მისულიყო მასთან,ხი,ხი,ხი...
01:23 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინე
ლამაზი ქალია გაგლოევა
22:12 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯილი
ალანააა... ყველა კოვზი ნაცარში ჩაგივარდა:)მიშა, ქარელი და ა.შ. რომ გავაგრძელოთ ძალიან შორს წავალთ:) და ეხლა ცდილობ ერთ ჩვეულებრივ თბილისელ ბიჭს თავბრუ დაახვიო?!:) არადა...ცოტა ნამუსი მაინც შეგრჩეს სირცხვილიაა.დროა, ემიგრაციაში წახვიდე. საქართველო ვეგარ გიტევს.
01:42 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზერო
ჟურნალისტს მინდა ვურჩიო, ამის შემდეგ მეორე ინტერვიუ ნიკასგან აიგოს :) რა იცი რა ხდება :))))) სიყვარულს ნუ დავარქმევდიით ესე ზეპირაად :O
01:01 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მადინა
ნეტა ეს ხალხი ამდენ ბოღმას რამდენ ხანს აგროვებდა?ქვა იმან ესროლოსო...გაგიგიატ ხალხო?
04:23 / 06-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
ალანას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ იმ უცხოელ, ამერიკელ მრჩეველს ვინც მიშასთან მუშაობდა და ის აღშფოთებული ადასტურებდა ჯერ კიდევ წლების წინ რომ ალანა მიშას ერთ-ერთი საყვარელია... და რატომაა ეს გასაკვირი არ მესმის :) ახალი ამბავია პრეზიდენტის აღვირახსნილობა თუ რა???
17:02 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
Aდამიანს რო არ იცნობტ როგორ შეგეძლიატ ილანძგოტ... სხვას კვას რო ისვრიტ ჯერ ტკვენ გულსში ჩაიხედეტ... ან ვინმეს სანტელი ხო არ გეჩირატ ესე კარგატ რო იციტ კველაპერი ??? ალანოჩკა მაგარი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ და გაპასებ...
00:14 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რეიტინგი რა პონტში შლი კომენტარებს ტუ მაინც დამაინც რესპოდენტს უნდა ვაგინო და ბოზი ჩათლახი უნდა ვეძახო რო დატოვოთ ბლიად, ეს ძუკნა ძუკნა სასტავი რითი ჯობია ან გაგლოევას და ნებისმიერ სხვას.ნებისმიერი ქარტველი მანახეთ ვინც მის თანამდეობას ესე პატიოსნად გამოიყენებდა როგორც ამ ადამიანმა გამოიყენა.უნიჭო ჩორიკნები რომ ხართ ,,როდის უნდა დასრულდეს სხვისი ცხოვრებით ცხოვრება
23:32 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბარბარეს
შენ თვითონ ოდესმე ჩაგიხედავს საკუთარ გულში ? თუ შენ ფრთა შესხმული ანგელოზი ყავხარ დედას და მამას ??? სასაცილო შენ ხარ ამ შემთხვეაში, იმ გოგომ კი შენისთანა ყლ...ქალებს უნდა დასცინოს. მაგ სიმართლით კიდევ (რასაც აქ ქადაგებ) შენ გევლოს მთელ შენს შთამომავლიბასთან ერთად. აბა ჰე და აბა ჰო თქვე უტრაკო Mეტრაკეებო ;)
16:45 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS