18 მარტი, 2016
კითხვა, რომელსაც სტანისლავ ბონდარენკომ არ უპასუხა - ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინელ მსახიობთან
ბონდარენკოს ქართველი საზოგადოება დიდი აღფრთოვანებითა და ინტერესით შეხვდა
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოპულარული უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო სტუმრობდა, რომელმაც საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ნაწყვეტები "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან: ქართველ კოლეგებთან ერთად(რუსულ ენაზე), 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ითამაშა.

ბონდარენკოს ქართველი საზოგადოება დიდი აღფრთოვანებითა და ინტერესით შეხვდა. პოპულარული მსახიობის სანახავად, მისი ავტოგრაფის მოსაპოვებლად და "სელფების" გადასაღებად თეატრს ასობით ადამიანი მიაწყდა. წარმოდგენის შემდეგ, ინტერესიანი თაყვანისმცემლებისთვის
სტასმა დრო არ დაინანა და დარბაზში მსხდომთ საკუთარი ამბებიც მოუთხრო. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, წარმოშობით უკრაინელი, რუსეთში მცხოვრები მსახიობისთვის შეკითხვები დაესვა, სტასი კი მათ სიხარულითა და სიამოვნებით პასუხობდა. ყველა შეკითხვა, რომელიც ამ ინტერვიუში შეგხვდებათ, მაყურებელსა და საღამოს წამყვანს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობს რაჟდენ კერვალიშვილს ეკუთვნის. გადავწყვიტე, სტასისა და მათი დიალოგი მკითხველისთვისაც გადმომეცა.

შეგახსენებთ, რომ ამ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა იყვნენდა სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში სწორედ მათი თხოვნითა და მიხეილის დახმარების სურვილით ჩამოვიდა.

სტანისლავ ბონდარენკო:
- ქართველების გენიალური მწერლის - ნოდარ დუმბაძის ეს ნაწარმოები - "მე ბებია, ილიკო და ილარიონი" ძალიან მომწონს, მასში "ტონკი", კარგი, ლამაზი იუმორია და ამავდროულად, გულისამაჩუყებელი სცენებიც. ჩემთვის ზურიკელას როლის თამაში სიამოვნება იყო. ხალხზე ის ემოციურად მოქმედებს. სადაც არ უნდა იყოთ, ნურასდროს დაივიწყებთ თქვენიანებს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, ნათესავებს.

- სტას, თქვენ შესახებ, თქვენი ბავშვობის, ოჯახის შესახებ გვიამბეთ, სად გაიზარდეთ? ვინ არიან თქვენი მშობლები და ა.შ.
- უკრაინაში დავიბადე, 1985 წლის 2 ივლისს, 30 წლის ვარ. 11 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში ჩავედი საცხოვრებლად, ნათესავები უკრაინაში მყავს, ბებია-ბაბუები, მათთან დღესასწაულებზე ჩავდივარ. ტყუპი და და ძმა მყავს, დიდი ოჯახი გვაქვს, ზოგი მოსკოვში ვცხოვრობთ, ზოგიც - უკრაინაში. რაც შეეხება სოფელს, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი და როგორც ზურიკელას, მეც ისე დამდევდა, ერთი ამოჩემებული ხე მქონდა, ალუბლის, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს და ამ ხეზე ავძვრებოდი ხოლმე, თან ვჭამდი, თან ვფიქრობდი ჩემთვის, სხვები კი მეძებდნენ. ბაბუა ჩემს სპორტულ აღზრდაზე ზრუნავდა, დედა - ქორეოგრაფიულზე, მოსკოვში გადასვლისას, კარატეზე დავიწყე სიარული, მერე ბავშვებსაც ვასწავლიდი. თანამედროვე ცეკვებზე ერთი გოგონას გამო დავდიოდი, რომელიც მომეწონა, არ ვხუმრობ (იცინის). კვანდოს რომ ვამთავრებდით, მოცეკვავეთა ჯგუფი მერე მოდიოდა. ეს გოგონა ჩემს სკოლაშიც სწავლობდა და ამგვარად, მას უფრო ახლოს გავიცნობდი. მაშინ 14 წლის ვიყავი. ცეკვაზე რომ დავდიოდი, მეგობრებს ვუმალავდი, ვარჯიშის მერე იმათ გავისტუმრებდი ხოლმე და უცებ ვიცვლიდი ფორმას (იცინის). შემდეგ, სხვა სტუდიაშიც გადავედი, სადაც ჩემი ტყუპი დები დადიოდნენ. ეს თანამედროვე ცეკვები შემდგომში `გიტესში~ ჩაბარების დროსაც დამეხმარა. სკოლაში ოროსანი-სამოსანი ვიყავი, განსაკუთრებით რუსულ ენაში, მაგრამ ინსტიტუტში უპრობლემოდ ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დიდი ხნის ჩასული ვიყავი, უკრაინული აქცენტი მაინც მქონდა, თეატრალურში მიმიღეს, მაგრამ მითხრეს, რომ თუ შენს ხმაზე, აქცენტსა და მეტყველების აპარატზე არ იმუშავებ, საერთოდ არაფერი გამოგივაო და მესამე კურსის ბოლოსკენ უკვე რაღაც
შედეგი იყო.

- ვიცით, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვთ და თავისუფალი დრო - ნაკლები, მაგრამ მაინც, რას აკეთებთ, როცა ისვენებთ? მაგალითად, კულინარიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- იშვიათად ვამზადებ, თუ სადმე აგარაკზე ვარ, მაგ შემთხვევაში. თავისუფალ დროს თვითგანვითარებას ვუთმობ, პროფესიონალურ ზრდას, სპორტს, მოტოციკლეტით სეირნობას, მოწევას თავი ჯერ ვერ დავანებე, მომწონს (იცინის).

- თქვენს შვილზე, მარკზეც გვიამბეთ.
- ის 8 წლისაა, ფეხბურთითაა დაკავებული და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ერთხელ მირეკავს, დედამ ნება დამრთო და კატა მომიყვანეო, იქიდან ხმა მესმის - ნუ ატყუებ, არ მომიცია უფლებაო, მარკმა კი გამიმეორა _ აი, გესმის? დედამ თქვა, "დაჟე" ორიო (იცინის). იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS