18 მარტი, 2016
"ფოტოებს იღებს და მიგზავნის, ამით მამწარებს" - სალომე ჭაჭუას ნივთები, რომელთან შეხებაც აკრძალულია
"ჯინსების" მანია მჭირდა და შემეძლო, ერთდროულად ჯინსის 10 შარვალი მეყიდა
გადავწყვიტე გამერკვია - სცენაზე საოცრად დახვეწილ, მოქნილ, სექსუალურ სალომე ჭაჭუას როგორი გემოვნება აქვს. მუდმივად სამუშაო რეჟიმში მყოფ მოცეკვავეს სტუდიაში ვესტუმრე. როგორც სალომემ მითხრა, მას და მის მეწყვილეს ტურნირებზე კარგი შედეგისთვის მიუღწევიათ: მოცეკვავეთა მსოფლიო ასეულში, 89-დან 79-ე ადგილზე გადასულან და ნელ-ნელა საუკეთესო ორმოცდაათეულისკენ მიიწევენ...


- სალომე, სავარჯიშო სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობ?
- კი, რადგან სპორტული სამოსი ძალიან მიყვარს. მაგალითად, შეიძლება, მაღაზიაში ფეხსაცმლის ან გამოსასვლელი კაბის
საყიდლად წავიდე, მაგრამ შინ სპორტული სამოსით ხელში დავბრუნდე. ადრე "ჯინსების" მანია მჭირდა და შემეძლო, ერთდროულად ჯინსის 10 შარვალი მეყიდა. ახლა იგივე მჭირს სპორტულ სამოსზე.

- ისეთი ტანსაცმელი თუ გაქვს, რომელსაც მხოლოდ რეპეტიციაზე იცვამ?
- კი, როგორ არა! სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ყველა მო­ცეკვავეს თავისი სავარჯიშო კოს­ტიუმები აქვს. სპორტული სამოსი კიდევ სხვაა - მაშინ ვიცვამთ, როცა ფიზიკურ მომზადებას, ბალეტის კლასს გავდივათ. როცა მეწყვილესთან ერთად ვცეკვავ, კაბა მაცვია, რომელსაც ან ვაკერვინებ, ან უცხოეთში ვყიდულობ. როგორი კაბაც ტურნირზე უნდა ჩავიცვა, ისეთი სტილის სავარჯიშო კოსტიუმი მაქვს, რომ მერე, ტურნირზე დისკომფორტი არ ვიგრძნო. თან, ეს კაბები ძალიან ლამაზი და დახვეწილია - სამეჯლისო-სპორტულ ცეკვას უხდება.

- როგორი სტილის სადღესასწაულო სამოსი მოგწონს?
- საერთოდ, გამოსასვლელი კაბები ძალიან მომწონს, მაგრამ ბევრი არ მაქვს: თბილისში ისეთი საღამოები ხშირად აღარ იმართება, სადაც ასეთი სამოსის ჩაცმაა საჭირო. მოკლე კაბები უფრო მეტად მომწონს. საერთოდ გრძელ ან მოკლე გამოსასვლელ კაბას ვიცვამ, საშუალო სიგრძის იშვიათად მაცვია. ლეოპარდის პრინტი ძალიან მიყვარს. სისულელე იქნება, რომ მთლიანი კაბა ლეოპარდის პრინტით "გავაკეთო", მაგრამ ხშირად, რაღაც დეტალს მაინც ვიყენებ.

- სამკაულს იშვიათად იყენებ?
- იშვიათად ვიყენებ, მაგრამ სამკაული ძალიან მიყვარს. ბევრი ბიჟუტერია მაქვს: საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები...

- ბიჟუტერია უფრო მოგწონს თუ ძვირად ღირებული ლითონისგან დამზადებული სამკაული?
- იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ სულ ძვირად ღირებული სამკაული მეკეთოს (იცინის). ოქრო ძალიან მომწონს და ოქროსფერი ბიჟუტერია ბევრი მაქვს.

- თმის ფერი შეგიცვლია...
- უბრალოდ, თმას აღარ ვიღებავ - ბუნებრივი ფერი დავიბრუნე. ერთადერთი, ბოლოები მაქვს შეღებილი, ე.წ. "ომბრე" გავიკეთე. თმაც გამეზარდა, რაც ძალიან მახარებს - გრძელ თმაზე ვგიჟდები, ისე მომწონს!

- ვარცხნილობის შეცვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს რთულად იღებ?
- კი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი რომ დაიწყო, თმა პირველად მაშინ დავიმოკლე. თან, მამაჩემსაც გრძელი თმა მოსწონდა... ხომ იცი, ერთხელ რომ შეიჭრი, მერე სხვანაირი ვარცხნილობა გინდება, მერე - კიდევ სხვანაირი... ახლა გადავწყვიტე, თმას "ხელს აღარ მოვკიდებ"-მეთქი. თან, შეღებვისგან ცოტათი ხარისხიც გამიფუჭდა. ახლა თმა გამეზარდა, ბუნებრივი ფერიც დაუბრუნდა... მოკლედ, მწყობრშია (იღიმის).

- თვეებია, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავები" ეთერში აღარ გადის. ტელეეკრანზე რომ არ ჩანხარ, ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
- ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი, რომ ნახევარზე მეტ დღეს სტუდიაში ვატარებ: ბავშვებთან ვმუშაობ, მოქმედი მოცეკვავე ვარ, მეწყვილე მყავს, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს და ა.შ. რა თქმა უნდა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" მენატრება, მაგრამ ამის გამო რაიმე უკმარისობის გრძნობა არ მაწუხებს. მით უმეტეს, რომ ახლა ცეკვაში კარგი შედეგები მაქვს და ამ შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვაპირებ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
5657
ჩემთვის განათლება და შეეგნებაა პირველი ადამიანში. მერე გარეგნობა. ასე რომ ყველა გარეგნობით არ იწყებს. (გამოაქვეყნეთ). გაფასებ მაგრამ ეგ ფრაზა არ მომეწონა/
15:12 / 19-03-2016
გამოხმაურება / 0 /
68686
წარმატებებიიი
22:52 / 18-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS