ნინო ძოწენიძეს ქალების თვედ წოდებული მარტის დადგომასთან დაკავშირებით შევეხმიანეთ. დედის დღესა და ქალთა დღესთან ერთად იმაზეც ვესაუბრეთ, თუ როგორ ინარჩუნებს ოჯახურ სიმშვიდეს.
- ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ 3 ან 8 მარტს განსაკუთრებულად აღვნიშნავ, მაგრამ მახსოვს, ბავშვობაში დედას ყვავილები ერთი-ორჯერ რომ ვაჩუქე, მინდოდა, ის დღე განსაკუთრებულად თბილი ყოფილიყო დედასთან მიმართებაში. ჩემი შვილიც არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული ემოციებით და ისიც მოკრძალებულად, ყვავილებით მილოცავს ხოლმე. ადრე
- შვილთან და მეუღლესთან თუ რაიმე თემაზე ვერ თანხმდებით, ინაწილებენ პოზიციებს, რომ ერთი შენ მხარეს იყოს და მეორე - საწინააღმდეგოდ? თუ მამაკაცური სოლიდარობა სძლევთ?
- ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, მე და გიგას ერთი აზრი გვქონდეს და არ გავიყოთ, სანდრო მთლად დიდი არაა და არ გვინდა, ჩვენმა განსხვავებულმა პოზიციებმა დააბნიოს და არიოს. თუმცა თუ არის შემთხვევა, რომ გიგა და სანდრო ერთ პოზიციაზე არიან, მე რომ სახეს შევიცვლი, ხვდებიან, ზედმეტი მოსდით. ეს ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ, რომ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაცია, ყოველთვის ვცდილობ, ძალიან მშვიდად, გართულებების გარეშე მოვაგვარო ესა თუ ის საკითხი. მით უმეტეს, კონფლიქტი იმ ოჯახში, სადაც იძინებ და იღვიძებ უკვე 13 წელია, ძალიან არასასიამოვნო და არასასურველია. იხილეთ სრულად