- ამ ბინაში დაახლოებით სამი წლის წინ გადმოვედი, თუმცა გაცილებით ადრე შევიტანე სამშენებლო კომპანიაში საბუთები. იმ დროისთვის დეიდაჩემთან ვცხოვრობდი სოლოლაკში, არაჩვეულებრივ ადგილას, ბეთლემის აღმართზე. ყოველთვის ვფიქრობ, თუ მექნება იმის საშუალება, რომ განსაკუთრებულ ადგილას ავიშენო დიდი სახლი, აუცილებლად ავიშენებ ძველ თბილისში,
მშენებლობა-რემონტის საკითხის მთელი სირთულეები საკუთარ თავზე ავიღე. მოვიკითხე ახლობლებში, მეგობრებში საუკეთესო ხელოსნები, საქმის პროფესიონალები, შევკრიბე არაჩვეულებრივი გუნდი და მათ მივანდე რემონტის საკითხი, თუმცა ვაკონტროლებდი და ყველაფერი ჩემი მოთხოვნით კეთდებოდა. მართალია, სარემონტო მასალებზე სიარული მე არ მიწევდა, ხარისხი იყო, ფერები თუ დიზაინი, ყველაფერი ჩემი გემოვნებით შეირჩა.
მაშინ გათხოვილი არ ვიყავი, ამიტომ ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, მაკვალიანებდნენ, მათი რჩევების საფუძველზე და ჩემი დიდი ძალისხმევით საბოლოოდ გამოვიდა ის, რასაც ხედავთ. არც მიფიქრია, დიზაინერისთვის მიმემართა, მირჩევნია, მე გადავწყვიტო, როგორ გარემოში ვიბრძნობ თავს უფრო კომფორტულად. ძალიან მიყვარს დიდი და ნათელი ბინები, მოყვითალო, თბილი განათებით. ვგიჟდები ღია ფერებზე. ძალიან მინდა მქონდეს დიდი სახლი, აუზით, ულამაზესი ტერასით და გამწვანებული, ყვავილებიანი ეზოთი. იმედი მაქვს, ამ სურვილს ავისრულებ.
ჩემი სახლი სტუდიოს ტიპისაა. ყველანაირად ვეცადე, მინიმალისტური, პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსულიყო. სივრცე მაქსიმალურად გამოვიყენე, ყველა კარადა ჰოლშიც და საძინებელშიც კედელში ჩავამონტაჟებინე. საერთო ოთახში დგას რბილი სამეული. შემთხვევით ვნახე მაღაზიაში, მხოლოდ ერთი იყო დარჩენილი, ჯერ რემონტი დასრულებული არ იყო, ამიტომ შევანახვინე. ძალიან მოუხდა ოთახს, ამავე დროს ფუნქციურად ძალიან მოსახეხებელია.(იხილეთ სრულად + ფოტოები)