მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ონისე ონიანს 2 შვილი, ლილე და ტასო ჰყავს. მათ აღზრდა-განვითარებაში ყოველმხრივ ჩართული იყო და დღემდე ასეა, ცდილობს, შვილები თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ზომიერების საზღვრებში მოქცეული ურთიერთობებით გაზარდოს.
- ოჯახი 28 წლის ასაკში შევქმენი, ერთ წელიწადში კი მეყოლა შვილი, ლილე ონიანი. ეს უკვე სერიოზული ასაკია, ვერ იტყვი, რომ დაუფიქრებლად გადადგი რომელიმე ნაბიჯი, მომზადებული ხარ ოჯახისთვის, შვილისთვის და პასუხისმგებლობისთვის. ლილე დაბადებიდან მეორე-მესამე დღეს მაჩვენეს, მაშინ ასე არ
- შვილის აღზრდაში თუ იღებდით მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, აღზრდაში, გაზრდაში და მოვლაში ერთ-ერთი პირველი ადგილი მეჭირა, როგორც ჩემი მეუღლე უვლიდა, ანალოგიურად ვუვლიდი მეც, ერთის გამოკლებით, ბუნებრივად ვერ ვკვებავდი. დანარჩენში ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, ვუვლიდი, ვასეირნებდი, ვუცვლიდი პამპერსს. ეს იყო ჩემს შვილთან ურთიერთობის კიდევ ერთი სიამოვნება. იხილეთ სრულად