- საქმიდან გამომდინარე უამრავ ფერთან გაქვს შეხება. საინტერესოა, შენი ცხოვრებისეული ეტაპებს რა ფერებად ხედავ? მაგალითად, რა ფერია ბავშვობა?
- ჩემი ბავშვობაც ძალიან საინტერესო
- რა ფერს მიანიჭებდი წლებს როცა წარმატება და პოპულარობა მოვიდა?
- რაღაც ნათელი ფერები წამოვიდა, საოცარ სინათლესთან ასოცირდება. მაშინ უკვე მივხვდი, რომ როგორც შემოქმედი, შევდექი. ეს იყო ალბათ უფრო თეთრი? - არა, უფრო სპილოსძვლისფერი. საზოგადოებასთან ურთიერთობას შევეჩვიე, იყო ინტერვიუები, გადაცემებში მიწვევდნენ, მწერდნენ ჟურნალ-გაზეთები და მეც მათთვის ვიყავი გახსნილი რესპონდენტი. მალევე დაიწყო პერიოდი, როცა ტელევიზიები თავიანთი წამყვანებისთვის კოსტიუმებს მაკერინებდნენ. სატელევიზიო შოუებისა თუ გადაცემების სასურველი სტუმარი გავხდი. ახალ წელს ხან მამღერებდნენ, ხან მაცეკვებდნენ, - მოკლედ, ყველგან ვიყავი.
- და წარმატებული და შემდგარი ავთანდილი მერე დაოჯახდა...
- კი, სწორედ მაშინ ჩემი მომავალი მეუღლე, ხათუნა გავიცანი როგორც კლიენტი, მაგრამ ისეთი ინტერესი არცერთ კლიენტს არ გამოუწვევია ჩემში, როგორც მას. შემდეგ დაიწყო პერიოდი, როცა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ყოფნა. მივხვდით, რომ ეს უკვე დამკვეთისა და მხატვრის ურთიერთობა აღარ იყო. ჩვენი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და შევქმენით ოჯახი, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მოულოდნელად შევეჯახე თემას, რასაც "ოლიგარქის ოჯახის თემას" დავარქმევდი. თითქოს ხალხი ჩამისაფრდა, ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამბობდნენ, რომ ავთოს მეუღლე პატარკაციშვილის ოჯახიდან არის (ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. - ავტ.). ამიტომ რაღაც გაურკვეველ სტატუსებს მაწებებდნენ, იმას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ როგორც დიზაინერმა იმ დროისთვის თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, გერმანიაში, უკრაინაში დამოუკიდებლად გავიკვალე გზა, მაღაზიები მქონდა. მოკლედ, ამისთვის მაშინ მზად არ აღმოვჩნდი და დავიბენი... მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიეთ...
მე და ხათუნა 12 წელია ერთად ვართ და ჩვენი ურთიერთობა თანდათან ვითადება და სხვადასხვა ეტაპზე გადადის. ნამდვილი წყვილი ვართ, ორი ადამინისგან შემდგარი წყვილი და გვაერთიანებს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, - შვილი. იხილეთ სრულად