ნათლისღება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია იმ 12 დღესასწაულს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური სამყარო გამორჩეულად აღნიშნავს. ჩვენს რესპონდენტს, ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს, 17 ნათლული ჰყავს, თავად 18 იანვარსაა დაბადებული, 19 იანვარს კი 4 წლის ასაკში გაქრისტიანდა... მისთვის ეს დღე გამორჩეულად საყვარელია.
- მამაჩემმა საკმაოდ პატარა ასაკში, ნათლისღების შესახებ ინფორმაცია ძალიან საინტერესოდ მომაწოდა, ზღაპარივით მიყვებოდა ამ ამბავს და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ოთხი წლის ვიყავი, როცა მოვინათლე, სხვათა შორის, სწორედ
- რამდენი ნათლული გყავთ?
- 17. ლოცვას ნათლულთათვის ყოველდღე, დილა-საღამოს ვკითხულობ და ჩვიდმეტივეს ვიხსენიებ, ამით მე მათ სიახლოვეს ყოველდღიურად ვგრძნობ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პასუხისმგებლობა და ამავდროულად დანაშაულის გრძნობა მაქვს. ძალიან მინდა, ვიყო კარგი ნათლია, თუნდაც ზიარებაზე დამყავდეს ჩემი ნათლულები, რასაც ნაწილობრივ ვაკეთებ, მაგრამ ისეთი ცხოვრება დადგა, როგორც მე მინდა, ამას ისე ვერ ვახერხებ და ძალიან მწყდება გული. უფრო დიდი მადლია, როცა ნათლია შეიყვანს ტაძარში და ნათლია აზიარებს, მაგრამ სისტემატურად ამას ვერ ვახერხებ, სამწუხაროდ.
- უფრო აქტიური კონტაქტი გქონდათ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა?
- იცით რა? უკვე დიდი ხანია ჩვენ ეს წყვეტა გვაქვს. მგონია, რომ ვაკუუმში ექცევა ბერაც და ოჯახიც, "კეთილისმსურველები" ბევრი არიან, სამწუხაროდ, რომლებიც "კარგად" გვახასიათებენ და "ზრუნავენ" იმ ურთიერთობის გაღრმავებაზე, რაც დღეს გვაქვს. თუმცა, მარტო ჩემთან მიმართებაში არ ხდება ეს, ბევრი კითხულობს, თუ რატომ გაწყდა კავშირი. მე ჩემი მხრიდან ჩემს ვალდებულებას შეძლებისდაგვარად ვასრულებ და დანარჩენი უკვე მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. იხილეთ გაგრძელება