- 2-თვე-ნახევრის ფეხმძიმე ვარ და პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ორსულობა მაქვს, ამიტომ მგონია, რომ გოგო უნდა იყოს; ასეთი შეგრძნება მაქვს, რაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდები. ლუკაზე ისე სუსტად ვიყავი, სულ ვიწექი და მეძინა, ფეხზე ადგომის თავი არ მქონდა, ახლა პირიქით, უფრო ენერგიულად ვარ. ერთი პრობლემა რაც მაწუხებს, ესაა საშინელი ტოქსიკოზი, რაც ლუკაზე,
- ამბობენ, ქალებს ორსულობაში ხასიათი ეცვლებათ, მეტად სენტიმენტალურები ხდებიანო, შეგიმჩნევია ასეთი ცვლილება საკუთარი თავისთვის?
- პირველ ფეხმძიმობაზე საკუთარ თავს შევატყვე, რომ შევიცვალე, თითქოს რაღაცნაირად დავქალდი, მაგრამ რომ გავაჩინე, ისევ ისეთი "დავბრუნდი", როგორიც ვიყავი (იღიმის). ახლა კი მაგ მხრივ არაფერი არ შეცვლილა ჩემში, უბრალოდ პასუხისმგებლობა მომემატა. აქედან გამომდინარე გადავაგდე ისეთ იმავნე ჩვევები, როგორიც იყო სიგარეტის მოწევა, ყავა, ღამის თენება, სმა.
- პირველი ორსულობის დროს ეწეოდი?
- სხვათა შორის, ლუკაზე ორსულობისას ორი თვის ვიყავი, რომ გადავაგდე სიგარეტი. მაგ პერიოდში ძალიან სუსტ სიგარეტს, ისიც დღეში ერთ ღერს ვეწეოდი, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და აღარ გამიჩნდა მოწევის სურვილი, იმის შემდეგ ორი წელი დანებებული მქონდა თავი. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ პროექტში, იქ ყველა ეწეოდა, გადიოდა, ამით ისვენებდა და მეც მომინდა, შესაბამისად ისევ დავიწყე მოწევა. თუმცა, ახლა უკვე აღარ ვეწევი, ასე ერთ დღეს ვთქვი, მეყოფა, აღარ უნდა მოვწიო და ნახევრად-სასვე კოლოფი მოვისროლე ნაგავში და მას შემდეგ არ მომიწევია.
- კარგია, რომ შეგიძლია და ამის ნებისყოფა გაქვს...
- ნებისყოფა მაქვს იმიტომ, რომ ვიცი, როგორ ვნებს ეს ყველაფერი ნაყოფს. თან საკუთარ თავში თავადვე ვამძაფრებ სიგარეტის მიმართ აგრესიას, ვკითხულობ სტატიებს, თუ როგორ ვნებს სიგარეტი ნაყოფს, ორგანიზმს და ეს უფრო და უფრო მეხმარება და მაძლებინებს...
- იმიჯის ხშირი ცვლით გამოირჩევი, ამბობენ, ორსულობის დროს თმის შეჭრა-შეღებვა კარგია არააო, როგორც ჩანს, არ გჯერა ამის...
- შეღებვა ნებადართულია ისეთი საღებავით, რომელიც არაა ამიაკის შემცველი, ამიაკი ტოქსიკურია და კანში ჩადის. მე საღებავით კი არა, გრძელვადიანი ტონიკით ვიღებავ, რაც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არ ვნებს არაფერს, ამიტომაც ვიცვლი ორსულობის პერიოდში ფერს ასე თამამად. ზოგადად, ექიმის რჩევებს ვითვალისწინებ, მით უმეტეს, რომ მართლა ძალიან კარგი ექიმი მყავს, ლუკაზეც მასთან დავდიოდი, ვენდობი და მჯერა მისი. იხილეთ სრულად