25 დეკემბერი, 2015
"რაც მამაჩემი გარდაიცვალა, ერთადერთი ივა დამრჩა, ვინც მამობას მიწევს..."
მამაჩემმა ორი წლის ასაკში მითხრა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს
ნინო ნადირაძესთან ინტერვიუ საახალწლო თემაზე ჩავწერეთ. მართალია, ჩვენს რესპონდენტს ახალი წელი არ უყვარს, მაგრამ ალბათ ისიც საინტერესოა, რას აკეთებენ ასეთი ადამიანები 31 დეკემბრის ღამეს, ვისაც ეს დღესასწაული სულაც არ უქმნის საზეიმო განწყობას. ჩვენი ინტერვიუ საახალწლოდ ვერ განგაწყობთ, მაგრამ წაკითხვისას ნამდვილად კარგად იხალისებთ.

- ნინო, მინდა გაიხსენო ბავშვობა, როგორ ხვდებოდი ახალ წელს, როგორ ემზადებოდი და რა მოლოდინები გქონდა ხოლმე...
- არანაირი მოლოდინები არ მქონდა. მეტიც, მამაჩემმა
ორი წლის ასაკში მითხრა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და თავად ითავსებდა ხოლმე მის ფუნქციას...

- ასეთ პატარა ასაკში რატომ "გაგიმეტა სიმართლისთვის"?

- არ ვფიქრობ, რომ გამიმეტა, პირიქით, ძალიან რეალისტი გამზარდა და საოცრებების არ მჯერა. ვიცი, რომ ყველაფერი თვითონ უნდა გავუკეთო ჩემს თავს და ციდან არაფერი ცვივა, არავინ მოვა და შენს გასაკეთებელს არ გააკეთებს.

- შენ როგორი მიდგომა გქონდა შვილებთან თოვლის ბაბუს საკითხში?

- ჩემს ცინიკურ დამოკიდებულებას ახალი წლის მიმართ ანულირებს გუგა და იძახის, რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, რადგან ბავშვებს არ ვასწავლი ზღაპრებს, გრინჩი ვარ ოჯახში (იცინის). მესამე კლასის შემდეგ არც მე და არც ჩემი და არ ვაწყობდით ნაძვის ხეს, მაშინ როცა დედაჩემს დღემდე ძალაინ უყვარს ეს პროცესი. თავს დასტრიალებდა ხოლმე მაშინ, როცა ჩვენ ზედაც არ ვუყურებდით. ჩემთვის ახალი წელი არის მაშინ, როცა რაღაც მიხარია და არა მაშინ, როცა კალენდარი მიკარნახებს. სულ ახალი წელი იქნება ჩემთან, თუ ყველაფერი რიგზე მექნება. როცა რაღაც ისე არაა, როგორც მე მინდა, რა ახალი წელია? ნაძვის ხე და სათამაშოები შემიცვლის სულიერ მდგომარეობას? (იცინის).
მსჰობლები
- მეც არ მიყვარს ახალი წელი დიდად, მაგრამ მოდის და ინერციით მაინც ვემზადები შესახვედრად...
- რომ მახსენდება ახალი წლის მოახლოება, ტვინში სისხლი მექცევა. ჩვენ ახალ წელს ასეთი ტრადიცია გვაქვს: ვიკრიბებით ყველა ივასთან და მიდის სამზადისი, გოჭები, ნიგვზები, საცივები, კუჭმაჭები და ა.შ. ყველაფერს ვამზადებ, ვიქცევი ხოლმე მზარეულად. ივას ძალიან უყვარს ეს ტრადიცია და ვერაფრით ვერ მოვურღვევ, იმიტომ, რომ ივა ისეთი მამამთილია, რომ მითხრას, ვირი დაკალიო, მაგასაც შევუსრულებ (იცინის) და წელიწადში ერთხელ სუფრის გამზადებაზე ხომ საერთოდ არ დავალაპარაკებ... ივას ძალიან უყვარს ახალი წელი, ნაძვის ხე, ასეა ჩემი ქმარიც, მე კიდევ ამ დროს ვზმუი, რადგან ნიგვზებს და ხორცებს ვაკეთებ.

- როგორც ვხვდები მთელ შენს კულინარიულ შესაძლებლობებს მამამთილის სამზარეულოში ხარჯავ წინასაახალწლოდ.
- კი, ნამდვილად, ივას თხოვნით სუფრას გავძეძგავთ ხოლმე და ვართ კმაყოფილები იმით, რომ ივა კმაყოფილია. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS