22 დეკემბერი, 2015
კოკო როინიშვლი: "ქალს უფრო მეტი სანერვიულო აქვს, მაგრამ დამიჯერეთ ქმრებიც არანაკლებს ვნერვიულობთ"
მარიამი 7-8 თვემდე მე და ანიმ მარტო გავზარდეთ
მსახიობი კოკო როინიშვილი მამობის ემოციებზე და მამის როლზე გვესაუბრება, რაც მას ოჯახში ეკისრება.

- როდესაც მეუღლე ორსულადაა, ქმარიც ისევე მზადებაშია და ისევე იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ცოლი... რა თქმა უნდა, ქალს უფრო მეტი სანერვიულო აქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ქმრებიც არანაკლებს ვნერვიულობთ..

ემოცია, როცა პირველად ანი და მარიამი ერთად დავინახე, ენით აუწერელია, საოცრება იყო, გადმოცემა მიჭირს. რაც შეეხება ბავშვის გაზრდის პროცესს, მინდა გითხრათ, რომ მარიამი 7-8 თვემდე მე და ანიმ
მარტო გავზარდეთ, როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი ანის. ერთადერთი ძუძუ არ მიჭმევია, თორემ დანარჩენი რაც სჭირდებოდა, ეს იყო პამპერსის გამოცვლა, გართობა თუ სხვა, ყველაფერს ვაკეთებდი.

- ახლა რა ხნისაა მარიამი?
- 2 წლის.

- ბაღში დადის თუ ჯერ არა?
- არა, არ დადის და არც გვინდა, რომ შევიყვანოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ბაღი ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებს ბავშვს, ამიტომ გვირჩევნია სახლში გაიზარდოს... შეძლებისადაგვარად გვეხმარება ყველა, ანის დედა, დედაჩმი, გვყავს ძიძა. ამიტომ ვამჯობინებთ ასე გავზარდოთ ბავშვი, ვიდრე ბაღში ვატაროთ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS