„მის მსოფლიოზე“ საქართველოს 24 წლის ქართველი ლამაზმანი ნუკა ყარალაშვილი წარადგენს. ნუკას „მის მსოფლიოზე“ გამგზავრებამდე შევხვდით.
- ნუკი, შინაგანად შეიცვალე მას შემდეგ, რაც „მის საქართვლო“ გახდი?
- ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, პირველად ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. თავიდან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს გარშემო ბედნიერ სახეებს ვხედავდი. რაღაც დრო რომ გავიდა, მერე უფრო მივხვდი, რა მოხდა და პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ადრე ქუჩაში ისე გავსულვ
- დიდი ხანია სამოდელო სფეროში ხარ. რატომ გადაწყვიტე, სილამაზის კონკურსში წელს მიგეღო მონაწილეობა?
- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და სულ მინდოდა, „მის საქართველო“ გავმხდარიყავი. პირველად ჩვიდმეტი წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა. მაშინ ტოპ ხუთეულში გავედი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო გამარჯვებული ვერ გავხდი. თუმცა იმ მომენტში საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ჩემთვის ძალიან კარგი იყო. ახლანდელი გადმოსახედიდან, ვთვლი რომ ჩვიდმეტი წლის ძალიან პატარა ვიყავი და გამარჯვებული იმ წელს ცირა სუქნიძე დამსახურებულად გახდა. ჩვიდემეტი წლიდან დღემდე დიდი გამოცდილება მივიღე. რამდენიმე თვე მილანში ვიყავი და რასაკვირველია, დიდი გამოცდილება მივიღე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სამოდელო სფერო და სილამაზის კონკურსი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
- „მის მსოფლიოზე“ საქართველოს როგორ წარადგენ?
- სანიას კუნძულებზე 20 დეკემბერს გაიმართება ფინალი. ამ დღისთვის მაქსიმალურად ვემზადები. მივიღებ მონაწილეობას „მის ტალანტის“ კონკურსში, ქართულ ცეკვას შევასრულებ.
- ქართული ცეკვები კარგად იცი?
- რამდენიმე დღეში ვაპირებ, რომ ვისწავლო. ტალანტშოუში ჩემი წარდგენა წუთ ნახევარში უნდა მოვახერხო. ცეკვა მიყვარს, ბავშვობაში რაღაც პერიოდი დავდიოდი კიდეც, მაგრამ დედაჩემა მითხრა, შენგან მოცევავე არ დადგებაო და გამოვედი. მაგრამ ახლა მობილიზებული ვარ და ვეცდები, მაქსიმალურად კარად წარვადგინო საქართველო.
- მის მსოფლიოზე“ მარტო მიემგზავრები?
- სამწუხაროდ მარტო მივდივარ, ვერავინ მომყვება.
- გამარჯვების იმედი გაქვს?
- გამარჯვებული თუ ვერ გავხდი, იმედი მაქვს, საუკეთესო ოცეულში მოვხვდები. ირინა ონაშვილის მერე საუკეთესო ოცეულში ქართველი „მისი“ სამწუხაროდ ვერ მოხვდა. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და პოლიტიკური სიტუაციაც წყვეტს ხოლმე ბევრ რამეს, ვნახოთ.
- როგორც კი „მის საქართველო“ გახდი, მაშინვე ყველას გაახსენდა რომ შენ და ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე, ანუკა არეშიძე შენი საუკეთესო მეგობარია.
- მე და ანუკი ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ერთ სააგენტოში დავდიოდით. მოგვიანებით მილანშიც შევხვდით ერთმანეთს. ჩემს „მის საქართველობასთან“ არაფერ კავშირში არ არის. ბოლო დროს მისი ერთ- ერთი ჩვენება დავხურე. გამარჯვება „ფეისბუქზეც“ მომილოცა და დამირეკა კიდეც და მითხრა, რომ ღირსეული გამარჯვებული ვარ.

- ძალიან კარგი პრიზები გადმოგეცა. მათ შორის მანქანა. კარგი მძღოლი ხარ?
- კარგი მძღოლი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ პატრულს ვპირდები, რომ მაქსიმალურად შევეცდები, მართვის წესები არ დავარღვიო.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ჩემს გარშემო ყველა გოგონა გათხოვდაო. როგორც ვიცი, ერთი წელი გათხოვება აგეკრძალა.
- ხელის მოწერა ერთი წელი არ შემიძლია. კატეგორიულად არავის აუკრძალავს, მაგრამ მგონია, რომ სანამ „მის საქართველოს“ ტიტულს ვატარებ, მარტო მანამდე კი არა, კიდევ დიდი ხანი არ უნდა გავთხოვდე. შეყვარებულიც არ მყავს. ზოადად მგონია, რომ 30 წლის მერე უნდა ოჯახდებოდნენ წყვილები.
- შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?
- სერიოზულად შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ მომხდარიყო, ალბათ დავოჯახდებოდი.
- როგორი ბიჭები მოგწონს?
- კონკრეტულად შეიძლება ვერც გითხრათ. პირველ რიგში ალბათ მთავარია, რომ ყურადღებიანი იყოს.
- მოდელობის გარდა კიდევ რას საქმიანობ?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი დავამთავრე. პროფესიით არასდროს მიმუშავია, მაგრამ სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავ ამ განხრით მუშაობასჯერჯეობით მთლიანად „მის მსოფლიოს“ მოსამზადებელ ეტაპზე ვარ გადართული. მერე დრო გვიჩვენებს.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას?
- ყვლა ყოველთვის გვერდში მედგა და მხარს მიჭერდნენ. დღემდე გახარებულები არიან, რომ „მის საქართველო“ გავხდი.
- გჯეროდა საკუთარი თავის
- რა თქმა უნდა. კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში მაქსიმალურად გამოვამჟღანვნე შესაძლობლობები და კონკურსის დღეს სხვებზე მეტი გამოცდილობა რომ მქონდა, ვიცოდი. ვგრძნობდი, საკუთარ თავს კარგად წარმოვაჩენდი.
- სიხარულის ცრემლები გამარჯვებულს სხვა მისებისგან განსხვავებით არ გქონდა...
- იმდენად შოკში ვიყავი, რომ არც მეცინებოდა, არც მეტირებოდა. ძალიან მაგარი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც ცრემლები არ წამომსვლია.
- საკუთარ გარეგნობას კრიტიკულად უყურებ?
- „მის საქართველს“ ტიტული არ ნიშნავს, რომ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ. „მის საქართველოს“ მარტო გარეგნობით არ ირჩევენ, ჟიურის წევრები გოგონების შინაგანი ბუნებითაც ინტერესდებიან.
- ყველაზე ხშირად რა კომპლიმენტს გეუბნებიან?
- ხშირად უთქვამთ, რომ გარეგნობის მიღმა ბევრად კარგი ხასიათი მაქვს, ამბობენ, რომ კომუნიკაბელური და მხიარული ვარ. „მის საქართველო“ რომ გავხდი, ვფიქრობ, ამ ყველაფერმაც იმოქმედა გავლენა.
- შენ თავად რა მოგწონს შენს გარეგნობაში?
- არასდროს მითქვამს, ვაი, რა ლამაზი ვარ-მეთქი. ნარცისიზმი საერთოდ არ მახასიათეს.
- მას შემდეგ, რაც „მის საქართველო“ გახდი, ალბათ თაყვანისმცემლების რიცხვი ძალიან გაიზარდა.
- ვერ ვიყტყვი თაყვანისმცემლების ჯარი შემომესია-მეთქი. ჩემთვის მიუღებელია, რომ რადგან „მის საქართველო“ გავხდი, ამიტომ ვინმემ უნდა მომწეროს. უბრალოდ ნუკა ყარალაშვილი რომ მოგეწონება, ეს უფრო მისაღებია და არა ის, „მის საქართველო ნუკა“ რომ მოგეწონება.
- ვინ იზრუნებს შენს ჩაცმულობაზე „მის მსოფლიოზე“. შენი მეგობრის, ანუკა არეშიძის კაბებს მოირგებ?
- ჩემს ჩაცმულობაზე „მარიონელა“ იზრუნებს. შესაძლოა, ანუკასთანად მივიდე და შევიძინო ან შევაკერინო. „მის მსოფლიოს“ შიდა ტურებზე ბევრი კაბები მჭირდება. ფინალზე კი ოქროსფერი მარიონელას კაბას ჩავიცვამ, რაც „მის საქართველოს“ ფინალზე მეცვა.
მერი კობიაშვილი