- ანი,სიყვარულში იმედგაცრუება გიგემია?
- დიახ, მყვარებია და იმედიც გამცრუებია. სიყვარულის აღქმა ყველასთვის სხვადასხვანაირია. მთავარია, შეგხვდეს ის ადამიანი, რომელიც ზუსტად შენნაირად აღიქვამს ამ გრძნობას. არ ვკარგავ იმედს, რომ სადღაც არსებობს ჩემი ფილიპიც, თეთრ
- შენთვის ფანჯრებთან თუ უმღერიათ?
- არა, ფანჯრებთან არავის უმღერია, მაგრამ თაყვანისმცემლებს ვარდების თაიგულები კართან ბევრჯერ დაუტოვებიათ, მოუძღვნიათ წერილები, ლექსები და ა.შ. რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნოა. ასეთი წუთები არასდროს გავიწყდება.
- ამჟამად შეყვარებული ხარ?
- უზომოდ ვარ შეყვარებული, ოღონდ, არა პიროვნებაზე, არამედ ჩემს საქმიანობაზე - ცეკვაზე. ზაფხულში საბერძნეთში ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. მყავს ბერძენი მეწყვილე, რომელიც შესანიშნავი მოცეკვავე და პიროვნებაა. აქ ჩამოვედი მხოლოდ ერთი მიზნით: ვივარჯიშო, ტურნირებზე გამოვიდე და წარმატებას მივაღწიო! ამჟამად მთლიანად საქმიანობაზე ვარ კონცენტრირებული.
- როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
- უახლოეს მომავალში არ ვაპირებ, მაგრამ ხანდახან მცირე ხნით აუცილებლად ჩამოვალ... სხვათა შორის, მე და ჩემს მეწყვილეს პირველი ტურნირი უკვე გვქონდა უკრაინაში. მსოფლიოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა და მე-18 ადგილზე გავედით. კარგი შედეგია, მით უმეტეს, პირველი ტურნირისთვის. კმაყოფილი ვარ. იხილეთ გაგრძელება