12 აგვისტო, 2013
რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან
ბავშვობაში მე, გვანცა, უტა და ბერა ერთად ვთამაშობდით, მაგრამ დიდი ხანია, ისინიც არ მინახავს მართალია, ფოტოხელოვანი თორნიკე ივანიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი სოფელ ჭორვილაში გაატარა. მამა წარმოშობით იქიდან ჰყავს და მას რომ მოუსმინოთ, მარტივად მიხვდებით, როგორი შეყვარებულია საკუთარ სოფელზე. 24 წლის ხელოვანი პროფესიით დიპლომატია, მაგრამ ფოტოების გადაღებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა. თორნიკე მღერის, საკუთარი ბენდიც ჰყავს და მის შემოქმედებით არქივს ლექსები და მოთხრობებიც ამდიდრებს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ხშირად ვისვენებდი
ჩემს მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იქ ჩემი გვარის წარმომადგენლები ყველანი ერთმანეთს ვენათესავებით, ამიტომ ივანიშვილის გაგონებისას ყველაზე ხშირად მესმის კითხვა: `იმის ვინ ხარ?~, ცხადია, პრემიერს ვგულისხმობ (იღიმება). ჩემი პასუხია - ოჯახის ახლობელი. ამ ოჯახს კარგად ვიცნობ. თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ მათთან პოლიტიკური და მატერიალური კავშირი არ მაქვს. ჭორვილა ბევრ ევროპულ სოფელს არ ჩამოუვარდება, პატარა პრობლემები არის, მაგრამ არა გაჭირვება. ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჭორვილას. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ეს სოფელი გამორჩეული იყო.
- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდი?
- ბავშვობიდან ბევრი რაღაც მინდოდა, ნატურით შემოქმედი ადამიანი ვარ. ამის მიუხედავად, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი ფოტოაპარატი მამამ მაჩუქა, ოღონდ ამას მთლად ფოტოაპარატს ვერ დავარქმევ. ეს იყო ორმეგაპიქსელიანი, 2005 წლისთვის ძალიან კარგი მობილური ტელეფონი. შემდეგ მქონდა სამოყვარულო ფოტოაპარატი, მალე ისევ ვიყიდე ფოტოაპარატი, მაგრამ ლინზა გამიფუჭდა. არ მიმართლებდა... წლების განმავლობაში სხვებისგან ვთხოულობდი ფოტოაპარატს და ისე ვიღებდი სურათებს. ასე გაგრძელდა 2012 წლამდე. ერთ-ერთ პაბში ბენდთან ერთად მუშაობა დავიწყე და შემოსავალი გამიჩნდა. რამდენიმე მუსიკალურ პროექტშიც მიმიღია მონაწილეობა. ბევრ რამეზე ვარ მოდებული. ახლა მინდა, რომ სარეჟისოროზე ჩავაბარო.
- ფოტოაპარატი საკუთარი ხელფასით შეიძინე?
- დიახ, გავრისკე და უკანასკნელად უკვე ბანკიდან ავიღე სესხი, რასაც ხელფასით დღემდე ვფარავ. როდესაც პროფესიონალური ფოტოაპარატი შევიძინე, პირველ გადაღებაზე გოგონა წავიყვანე და საინტერესო ფოტოსესია ჩავატარეთ. სახლში აღფრთოვანებული დავბრუნდი, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ რაღაც გრანდიოზული გამეკეთებინა. კომპიუტერში რომ გადავიტანე, მომეწონა, კარგი ხარისხის ფოტოები იყო, მაგრამ რასაც ველოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა, ასე არ იყო. თითქმის ვერ დავინახე სხვაობა გარდა ხარისხისა, მაშინ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ არავითარი ტექნიკა, მხოლოდ ტვინი იღებს.
Rating
- ცნობილი ადამიანებიდან ბევრი მოხვედრილა შენს ფოტოობიექტივში...
- მაგ მხრივ გამიმართლა, ბედნიერი ადამიანი ვარ. უარს თითქმის არავინ მეუბნება. ვისაც მინდოდა, ვუღებდი. კახი კავსაძეს, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც მამას ვთხოვე შუამავლობა, მომერიდა. კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე უდიდესი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერჩივნა, სცენის ნაცვლად სახლში გადამეღო, მაინტერესებდა, როგორები არიან შინ. კარგად მახსენდება ანი იმედაშვილის გადაღება, გვანცა ჯაფარიძის, რომელსაც `საქართველოს ვარსკვლავმა~ დიდი პოპულარობა მოუტანა.
Rating
- პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები თუ გადაგიღია?
- არა, დიდი ხანია, რაც ბიძინა და ეკა არ მინახავს, მათ თავიანთი საქმე აქვთ. კარგია, მიხედონ ქვეყანას (იცინის). ბავშვობაში მე, გვანცა, უტა და ბერა ერთად ვთამაშობდით, მაგრამ დიდი ხანია, ისინიც არ მინახავს. ვიცი, რომ დაკავებული არიან და არ ვაწუხებ. თუ მოხდება ისე, რომ სადმე ჩვენი გზები გადაიკვეთება, რატომაც არა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ `ჯიდიესის~ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა და ჩემი დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა სტუდიურად ჩამიწერეს, სატელევიზიო კლიპი გადამიღეს და ტელევიზიით ტრიალებდა. ძალიან მადლობელი ვარ ამ პროექტისთვის. ბერასთან შესახვედრად ზედმეტად არ მიაქტიურია.
- შენი სოფელი თუ გადაგიღია?
- უფრო ადრე, როდესაც ფოტოებს მობილურით ვიღებდი. რაც ახალი აპარატი მაქვს, ვეღარ მოვახერხე გადაღება. თან მინდა, ტექნიკურად გამართული იყოს ყველაფერი. ამ ზაფხულს რომ ჩავალ, აუცილებლად გადავიღებ, ისე, როგორც ეკუთვნის. სხვათა შორის, `ფეისბუქზე~ ჩემი სოფლის გვერდი მაქვს გაკეთებული. ეს ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთე, სანამ ბიძინა პოლიტიკაში წავიდოდა. გული მწყდება ერთ რამეზე, ჭორვილა მხოლოდ აშენებულ სახლებთან ასოცირდება და ამ დროს, ბევრი ვერავინ გაიხსენებს ისეთ ქართველს, რომელმაც მილიარდი იშოვა და თავის სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. ეს ამ სოფლის დამსახურებაცაა. რაღაც არის იქ ისეთი, რაც სასწაულად გიზიდავს და ადამიანად გაყალიბებს. მე თუ ჩემ თავს კარგ პიროვნებას ვუწოდებ, ეს ჭორვილას დამსახურებაა. საბედნიეროდ, იქ შიმშილის პრობლემა არ არის. ბიძინას, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. რომელ რაიონში გინახავთ უფასო საავადმყოფო.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
მირა
კარგი ფოტოებია მომეწონა დძაან, წარმატებებს გისურვებ
11:21 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ტბილისელი
.მეხუტე ტაობის ტბილისელი ვარ მაგრამ ჩემი წინაპარი ხომ სოფლიდან ჩამოვიდა.ქალაქი სოფლიდან იწყება და ვისაც სოფლელობა სცხვენია ის არც სოფლისტვის ვარგოდა და მიტუმეტეს ქალაქელობას ნუ დაიჩემებს.
04:00 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
კაი, თორნიკე რა :))) სად ტყუიხარ და სად სიმართლეს იძახი მოუსმინე შენს თავს და მეტი სტაბილურობისთვის გადაავლე თვალი შენს ნათქვამს))). მე ასე მეუბნებოდი თბილისელი არ ვარო, თუმცა პატარა ვიყავი აქ რომ ჩამოვედიო! მერე გლდანში ვცხოვრობდიო... მერე ვაკეში გადმოვედითო და ა.შ. არ ვიცი რაში გჭირდება ეს, მაგრამ სრული ჩამოყალიბებისთვის ეს კომპლეხსი მოიშორე!!!
17:32 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სათაური ამ ტექსტს არ შეესაბამება, ასე მეგონა ცუდი უნდა ეთქვა ივანიშვილის ოჯახზე ამ ბიჭს. წარმატებებს გისურვებ შენს საქიმანობაში, გადაუღე სურათები შენს ჭორვილას და გვანახე ვინც იქ არ ვყოფილვართ :)
14:49 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მეც ძალიან მიყვარს ჭორვილა,მთელი ბავშობა იქ მაქვს გატარებული.
13:24 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ეს ჯურნალისტები მაგრად ვერ არიან კარგად,რა შუაშია ასეთი სათაური ამ სტატიასთან?
12:56 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯამბულ ღუღუნიშვილი
მე ჭორვილაში დავიბადე დაგავიზარდე ,იქ ავიდგი ფეხი .ჩემ დროს (50 -60 იანი წლები ) ასეთ კომფორტი არ იყო მაგრამ იყო დიდი ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული ..მიმაჩნია რომ თუ რამე კარგი თვისება გამაჩნია,ყველაფერი ჭორვილელებთან ურთიერთობით შევიძინე .დღემდე ყველა სიზმარს რომელსაც ვხედავ მოქმედება აუცილებლათ იქ, ჭორვილაში,ხდება.
11:01 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სანო
ნინო თბილისელობა თბილისში ცხოვრებას არ ნიშნავს,ისევე როგორც მე რომ ნებისმიერ ადგილას მაცხოვრო ვერ გავხდები იქაური.
10:46 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამ ხალხის გამკვირვებია, ესეც თავისი წინამორბედივით ხომ არ იზამს, გაყრის, ციხეში ჩასვამს ყველას, ცდილობს რომ სასამართლო სასამართლოს დაემსგავსოს და იმათ იპოვონ სამართალი, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ძნელია ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კომუნისტური წყობით იყო ჩვენი ხალხი "გაფუჭებული", ნაყიდი დიპლომები, ფულის კეთება, მერე მიშამ სულ მეტი უყო და ახლა მოდი და 9 თვეში ქვეყანას დაამსგავსე. მე არავის პირში არ ვეფერები და არც ვინმეს მესიად ქცევა მინდა, მაგრამ ბიძინა მართლა უზომოდ კარგი ადამიანაია, საერთოდ რომ არ იცნობდე იმხელა დადებითი ველი მოდის მისგან, ზოგს ეს ამდენი ფული სულ გააგიჟებდა, საყვარლების გამოცვლას ვერ მორჩებოდა და ზედ არავის შეხედავდა, რა ჭორვილა რის ჭორვილა, სტუმრად არ მივიდოდა, გერმანიაში ქართველ გოგოებს ვიცნობ აქ სცხვენიათ რომ თქვან რომ სოფლიდან არიან და იტყუილებიან ვითომდაც თბილისიდან არიან. ჩვენთან ხომ სირცხვილია სოფლიდან რომ ხარ. ძალიან მომწონს ბიძინას მიზანი სოფელი რომ ამოწიოს. ყველა დიდი მწერალი და დიდი მოღვაწე ან სოფელშია დაბადებული ან კიდევ სოფლად იზრდებოდა. რამდენი კარგი სოფელი გვაქვს საქართველოში და ამის ფასი არ ვიცით, ყველა ამ თბილისში მირბის, ნეტა რა ნახეს ამ კორპუსებში და ის რომ თბილისელი ერქვათ!
10:24 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმმ
რა შუაშია აქ ბიძინაზე კომენტერის გაკეთება,... გამკვირვებია ამ ხალხის 9 წელი რას გიკეთებდნენ არ იცოდით და 9 თვეში გინდათ ყველაფერი... თორნიკეს კი წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ
09:50 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS