19 ნოემბერი, 2015
ქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა
მარიამ არჩემაშვილი 18 წლის ქართველი გოგონაა, რომელსაც მოულოდნელად ეწვია სერიოზული აღიარება. ამ გოგონას ჯერჯერობით უფრო მეტად სოციალური ქსელის მომხმარებელი იცნობს, რადგან მის ფოტოებს გამუდმებით აზიარებენ მისი თაყვანისმცემლები. მალე ალბათ ცნობილი ჟურნალების გარეკანებს დაამშვენებს, არა მხოლოდ საქართველოში, რადგან მისით იტალიის მოდის ინდუსტრია დაინტერესდა. კიდევ უფრო საინტერესოა მარიამი იმითაც, რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს და როგორც ინტერვიუში გამოტყდა, არ უყვარს მაკიაჟი.

- მარი, 18 წლის ხარ და სად სწავლობ?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოფიურ ფაკულტეტზე.

-
ბავშვობიდან თუ გიფიქრია მოდელობაზე, შენი გარეგნობის გამო, და თუ გრძნობდი საერთოდ, რომ გამორჩეული გარეგნობა გქონდა?
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, "რა ლამაზი ხარო", ან რაიმე მსგავსი...

- გასაკვირია... გვიამბე, როგორ აღმოგაჩინა აგენტმა – გიორგი პაპიძემ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტი?
- გიორგიმ შემთხვევით დამინახა ჭავჭავაძის გამზირზე - უნივესიტეტში მივრბოდი ლექციაზე, დამედევნა და გამაჩერა. იქვე მთხოვა, გვეთანამშრომლა. თავიდან გამეცინა და ვუთხარი, მე მგონი სხვა გოგონა გჭირდებათ მოდელობისთვის-მეთქი, ამაზე უკვე გიორგის გაეცინა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დამითანხმა და დამარწმუნა, რომ მოდელობა უნდა მეცადა... ვცადე და გამოვიდა. ამ ეტაპზეც ძირითადად ისევ მომზადების პროცესში ვარ, რადგანაც სამოდელო სფეროში თვეზე მეტია ვარ. პირველი წარმატება კი, რაც იყო, ეს გახლავთ იტალიური ბრენდის Lე ჩოლაჯანს-ის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობა, რაც შემომთავაზეს და ამისთვის ვემზადები. იხილეთ გაგრგძელება
mshoblebi
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS