- ამ ბოლო დროს, მე და ეკას მუსიკაზე ერთად მუშაობა კარგად გამოგვდის. ერთ დღეს გადავწყვიტეთ, სიმღერა დაგვეწერა. ეს მცხეთაში, ჩვენს სახლში მოხდა. მერე ერთობლივი ნამუშევარი ირინა სანიკიძეს მოვასმენინეთ. გვითხრა: იმდენად თბილი მელოდიაა და ისეთ განწყობას მიქმნის, ბავშვს
- კლიპის რეჟისორი ვინ არის?
- ლაშა ცერიაშვილი. ამ ადამიანთან არაერთხელ მიმუშავია. მან ზუსტად იცის, რა და როგორ გადაიღოს, რომელი რაკურსი მიხდება და ა.შ. მისი ხედვა მომწონს. 10 წლის წინ, ჩვენმა ერთობლივმა პირველმა ნამუშევარმა - "ჩუმად მინატრე" დიდი წარმატება მომიტანა... კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძეა, არანჟირების ავტორი - ბორიკო შხიანი.
- ახლობლებმა ალბათ, კლიპი უკვე ნახეს. როგორ შეგიფასეს?
- დიახ, ნამუშევარი პროფესიონალებს, მეგობრებს, ახლობლებს ვაჩვენე და მოეწონათ. დადებითი შეფასებები მოვისმინე და თავადაც მგონია, რომ კარგი გამოვიდა. ეს არ არის პოპი და არა მგონია, ჰიტი გახდეს, მაგრამ ისეთ მგრძნობიარე თემას ეხება, როგორიც დედაშვილობაა.
- გადაღებები სად გქონდათ?
- ნაწილი მცხეთაში, ჩემს სახლში გადავიღეთ, ნაწილი არმაზთან ახლოს.
- ელენე ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ შენგან ამ საჩუქრის მნიშვნელობა აღიქვას. რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც უთხარი, რომ მას სიმღერა მიუძღვენი?
- ჯერ მართლა ძალიან პატარაა. ისე, გადაღებაზე კარგად გაერთო.
- მონაწილეობდა?
- დიახ. ძალიან არტისტული ბავშვია, უკომპლექსო, სხარტი და გახსნილი. კამერასთან კარგად იმუშავა. საწყისს ეტაპზე, მისით კმაყოფილი ვარ.
- მუსიკით ინტერესდება?
- ძალიან. არ ვიცი, მომავალში რა არჩევანს გააკეთებს. შესაძლოა, ხელოვნების სფეროში საქმიანობის სურვილი არც ჰქონდეს, მაგრამ დღეს ხალხთან ურთიერთობა და გადაღებები ძალიან მოსწონს. მუსიკა უყვარს.
- ელენე დროის გარკვეულ ნაწილს მამასთან ატარებს. ირაკლის საქართველოდან ხშირად მიჰყავს?
- კი. მამასთან ერთად ყოფნა მოსწონს. ჩემ გარეშე გაჩერება არ უჭირს. ელენეს ჰყავს ძიძა, რომელიც მას 3 კვირიდან ზრდის. ამ ქალბატონთან ყოფნას შეჩვეულია. მამასთან პირველად რომ გავუშვი, მართლა ძალიან პატარა იყო. ყველა მეკითხებოდა, - როგორ შეგიძლია, 1 წლის ბავშვი მთელი თვით გაუშვაო? ძალიან მინდა, ელენეს მამასთან კავშირი ჰქონდეს. სამწუხაროდ, მე და ირაკლი ერთად აღარ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელენეს მამის ან ჩემი მხრიდან რაიმე უნდა მოაკლდეს. ბავშვს საქართველოდან ძიძასთან ერთად ვუშვებ. იქ მას ბებია და ბაბუაც ხვდებიან. მინდა, მათ შეეჩვიოს. მართებული არც იქნება, თავისი ოჯახი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახოს და უცხოობის განცდა ჰქონდეს.
- ირაკლი როგორი მამა?
- მიხარია, რომ ირაკლი მზრუნველი მამა აღმოჩნდა. მიუხედავად ჩვენი გაყრისა, ბავშვთან თბილი ურთიერთობა აქვს. მას საკუთარ შვილთან კონტაქტს არასდროს დავუშლი, პირიქით
- ვფიქრობ, ადამიანს, რომელსაც ცოცხალი ჰყავს დედა და მამა, ორივესთან ჯანსაღი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. არ მესმის, როდესაც ყოფილი მეუღლეები წარსულში მომხდარი წყენის გამო, ერთმანეთს ჯიბრში უდგებიან. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამით ბავშვი ზარალდება.
- ირაკლი ელენეზე რას ამბობს? მამები საკუთარი ქალიშვილების მიმართ უფრო მეტი მზრუნველობით გამოირჩევიან.
- ვიცი, რომ შვილი ძალიან უყვარს. დეტალებზე არ გვილაპარაკია. მასთან დიდი საუბრები არც მაქვს. ელენესთან ერთად ყოფნა უხარია. იხილეთ სრულად