რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ მისი და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის სიყვარული თურმე უკვე ერთ წელს ითვლის. თამუნასთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ეს ერთი წელი მთლიანად პოზიტიური იყო... თუმცა, როგორც ყველაფერს, ამასაც ახლდა სირთულეები, მაგალითად, ერთმანეთთან შეგუება, ასევე იმ უარყოფით თვისებებთან შეჯახება, რაც ორივეს გვაქვს და მათი შესწავლა.
- როგორ ფიქრობ, რა განაპირობებს მყარ ურთიერთობას?
- ამისთვის მთავარია, იცოდე ვისთან გაქვს ურთერთობა.
- და ოჯახის უფროსი ვინაა??
- სანდრო. მიუხედავად XXI საუკუნისა, მიმაჩნია, რომ ოჯახში უფროსი, მთავარი ფიგურა, ღერძი უნდა იყოს მამაკაცი.
- და აქვე თავს იჩენს გენდერული თანასწორობის თემაც...
- ქართველმა ქალებმა ცოტა უცნაურად გავიგეთ ეს გენდერული თანასწორობა. სინამდვილეში გენდერული თანასწორობის მოთხოვით ქალები ითხოვდნენ მუშაობის, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას და ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას. თორემ არავინ არ გულისხმობდა ამაში იმას, რომ გავტოლებოდით მამაკაცებს და მანქანის საბურევები ჩვენ თვითონ გამოგვეცვალა. თუმცა, დამოუკიდებელმა ქალებმა რატომღაც მოინდომეს იმაზე ხაზგასმა, რომ მაგრები არიან. მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობა კარგია, მაგრამ მამკაცი ოჯახი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს.
- ახლა თქვენ სამნი, შენ და ორი სანდრო ცალკე ცხოვრობთ?
- არა, რადგან ოფიციალურად ჯერ არ გადაგვიდგამს ეს ნაბიჯი, ხან სანდროსთან ვართ და ხან ჩემთან.
- და აპირებთ უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას?
- კი, ვაპირებთ, მაგრამ როდის არ ვიცით, ფინანსურად რაღაც საკითხების მოგვარებას ველოდებით და მერე გადავდგამთ ამ ნაბიჯს. იხილეთ სრულად