ტატუირებამ განსაკუთრებული პოპულარობა გასული საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში მიაღწია. ამ დროს სხეულის მოხატვამ ერთგვარი ელიტური სახე მიიღო. გაიხსნა პროფესიული სტუდიები, რომლებიც მსურველებს სხვადასხვა სვირინგს სთავაზობდნენ. ტატუს გასაკეთებელი პირველი სპეციალური ხელსაწყო 1891 წელს, ამერიკაში, ვინმე ორეილიმ გამოიგონა. თავდაპირველად ის მხოლოდ ორი ფერის - წითელი და შავი იყო, ახლა კი
დავით ბუტიკაშვილი (ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი):
- ჩინური იეროგლიფებით ტატუირებამ შესაძლოა ადამიანი დიდ პრობლემამდე მიიყვანოს. ფენშუის წიგნებში მითითებულია, რა იეროგლიფი რომელი ენერგეტიკის მატარებელია. მისი ფორმითა და მხოლოდ სილამაზის მიხედვით შერჩევამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე და ენერგეტიკა შეგისუსტოთ. მე ასევე მინახავს ადამიანის სხეულზე სვასტიკის ტატუ. გარდა ფაშისტური ემბლემისა, ის მუდმივი წრებრუნვის, გარდასახვისა და ტრანსფორმაციის ენერგეტიკის სიმბოლოა. ის, ვინც სვასტიკას დაიხატავს, ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოს. შეიძლება სხვადასხვა დღეს ის სხვადასხვა ადამიანად აღიქვან. მისი ცხოვრება ისე აეწყობა, რომ ის ერთ სტაბილურ მდგომარეობაში ვეღარ იცხოვრებს.
- აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა, ტატუირების ადგილმდებარეობას სხეულზე?
- დიახ, ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სხეულის მარცხენა მხრიდან ადამიანში შემოდის ენერგეტიკა, ხოლო მარჯვენა მხრიდან გაედინება. თუ ტატუს მარცხენა ხელზე გავიკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენში შემომავალ ენერგეტიკას ვტვირთავთ და ვიზიდავთ ტატუს ენერგეტიკით. მაგალითად, თუ მარცხენა ხელზე მგლის ტატუს გავიკეთებთ, ჩვენი ხასიათი იმ მხრივ შეიცვლება, რომ შინაგანი აგრესია მოგვემატება. თუ მგელს მარჯვნივ დავიხატავთ, მაშინ გარშემო მყოფებზე ისეთ ზემოქმედებას მოვახდენთ, რომ ისინი აღგვიქვამენ აგრესიულ ადამიანად. ასევეა კატის გამოსახულების შემთხვევაშიც. თუ კატის ტატუს მარცხენა ხელზე დავიტანთ, შინაგანად კატის ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები გავხდებით, ხოლო თუ მარჯვენაზე, გარშემო მყოფები ხასიათით კატას მიგვამსგავსებენ.
- ორიოდე სიტყვით ქურდულ სამყაროში არსებულ ტატუირების ტრადიციებზეც გვესაუბრეთ...
- ქურდულ სამყაროში ტატუირების დიდი ტრადაციაა. ეს იმდენად რთული საკითხია, რომ მე პირადად მასში გარკვევა გამიჭირდა. ქურდულ სამყაროში ტატუს მიხედვით ადამიანის სტატუსის გარკვევა ხდება. მხრებზე გამოსახული ვარსკვლავები „რამკიან“ ქურდს ნიშნავს. კრიმინალურ სამყაროში მიღებულია სხეულზე ანგელოზების, ეკლესიისა და მაცხოვრის გამოსახვა. ასევე ხშირია ხუთი წერტილი, რაც საკანში მყოფ ადამიანს აღნიშნავს.
- ხშირია საკუთარი ზოდიაქოს ნიშნების დატანა, ეს რამდენად გამართლებულია?
- ეს ყველაზე მისაღები ნიშანია. საკუთარი ზოდიაქო ადამიანს არანაირ ზიანს არ მოუტანს, მაგრამ აქაც ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, ვერძი ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანია და ვერძისთვის მთავარია პიროვნული „მეს“ რეალიზაცია. საერთოდ, ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) უნდა მოერიდონ სხეულზე წყლის სტიქიის ატრიბუტიკის მატარებელი ტატუს დატანას. ასევეა სხვა შემთხვევაშიც, თუ ცეცხლის ნიშნის ზოდიაქოს ნიშანი დაიხატავს წყლის სტიქიის მატარებელ ნახატებს (კირჩხიბს, დელფინს, ზვიგენებს და ა.შ.), ჩათვალეთ, რომ ეს ტატუირება კონფლიქტში შევა მფლობელის შინაგან სტიქიასთან.
- ანუ თითოეულმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარი სტიქიის მატარებელი ნახატი უნდა შეარჩიოს?
- დიახ, წყლის სტიქია უნდა მოერიდოს ცეცხლის სტიქიას და პირიქით. მე, როგორც ასტროლოგი, თითოეულ ადამიანს ასეთ რჩევას მივცემდი: ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებისთვის სჯობს აირჩიონ მზე, სანთელი, ვარსკვლავი და ა.შ. წყლის ნიშნებს მოერგება ნებისმიერი წყლის ბინადარი - რვაფეხადან დაწყებული - თევზებით დამთავრებული. ჰაერის სტიქიას, გარდა ზოდიაქოს ნიშნისა, შეუძლია ფრინველებიც გამოისახონ. რაც შეეხება მიწის სტიქიას, შეიძლება მცენარეების, ყვავილების დახატვა. ეს ზოგადი რჩევებია, რომელიც ადამიანებს თავის ჰოროსკოპთან თანხმობაში მოიყვანს. მაგრამ როცა ტატუირება კონკრეტული მიზნის მისაღწევადაა საჭირო, მაშინ უნდა შედგეს პირადი ჰოროსკოპი, რომლის მიხედვითაც დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხეულზე სხვადასხვა ნახატს დაიტანთ. თუ მაგალითად, სიყვარულში გამართლება გსურთ, შესაბამისი ატრიბუტიკის მატარებელ ნახატს აირჩევთ, თუ საქმიან, პროფესიულ სფეროში გსურთ წარმატების მიღწევა, მაშინ სხვა ნახატს და ა.შ. საამისოდ კი დროებითი ტატუს გაკეთება ყველაზე მიზანშეწონილია.
ანა კალანდაძე