დავით ბუტიკაშვილი (ასტროლოგი და პარაფსიქოლოგი):
- 1947 წელს მკვლევრებმა მკვდარი ზღვის ხელნაწერები აღმოაჩინეს. 11 წლით ადრე კეისმა ერთ-ერთი ხილვის დროს აღწერა იუდეველთა სექტა,
- როგორც თქვენ გვითხარით, კეისს სულის სხვა სხეულში გადასახლების სჯეროდა...
- ბევრმა მკითხველმა შეიძლება რეინკარნაციის ფენომენი არ მიიღოს, რადგან ქრისტიანობა მას არ აღიარებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რელიგია რეინკარნაციას არც უარყოფს. სული ადამიანიდან ადამიანში გადადის და არა ცხოველსა თუ ფრინველში. თუ ასეთი რამ მოხდა, ეს უკიდურესი შემთხვევაა და ნიშნავს, რომ ის ადამიანი განსაკუთრებით ცოდვილია. რეინკარნაციაზე ძველ აღთქმაშის არსებობს მინიშნებები. თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობს ხალხი, რომელთა რელიგიას აქვს გადახრა რეინკარნაციის კუთხით. მათ სასაფლაოები არ აქვთ და ადამიანებს მიწაში არ მარხავენ, რადგანაც დარწმუნებული არიან, რომ ის ადამიანი სადმე კვლავ დაიბადება... ედგარ კეისი თავისი ფენომენიდან გამომდინარე ხედავდა, თუ ვინ იყო ესა თუ ის პიროვნება წარსულში და მას ამჟამინდელ ცხოვრებაში ჭეშმარიტი ნიჭის გახსნაში ეხმარებოდა. ედგარ კეისი წარსულს აწმყოს შეფასებისთვის იყენებდა და ადამიანებს სულის რეალური მისიის პოვნაში ეხმარებოდა. სულს სჭირდება სხეული, რომ დედამიწაზე თავისი მისია განახორციელოს. კეისი ამტკიცებს, რომ სული თვითონ ირჩევს სქესს, დაბადების ადგილსა და ოჯახს, იმ დავალების მიხედვით, რაც მას აქვს.
- სულის დავალების ცოდნა ალბათ პიროვნების რეალიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ სხვების ჩარევის გარეშე ამის გაგება შეიძლება?
- მართალია, ამაში ხალხს კეისი ეხმარებოდა, მაგრამ ეს ისედაც შესაძლებელია. მაგალითად, სულს შეიძლება ასეთი დავალება ჰქონდეს, „დაეხმარეთ ბავშვებს!“ ასტროლოგიაში ეს კარმული მისიაა. ადამიანებს, რომელთაც ასეთი კარმული მისია აქვთ, ბავშვებზე ზრუნვა თავისდა უნებურად უწევთ. ხშირ შემთხვევაში მას ამ ზრუნვას არ უფასებენ და ეს არც არის გასაკვირი. თუ თქვენ ეცდებით, კარმული მისია თავიდან აიცილოთ, სულს პრობლემები უჩნდება. ყველა ადამიანს შეუძლია დროში იმოგზაუროს და თავად ნახოს, ვინ იყო წინა ცხოვრებაში. შესავალი ყველასთვის ერთნირია. წარმოიდგინეთ 9-საფეხურიანი კიბე, ეშვებით დაბლა და ყოველ საფეხურზე სულ უფრო და უფრო დუნდებით. როცა დაძაბულობა იხსნება, ამ დროს ქვეცნობიერება იწყებს მუშაობას. ყოველი საფეხურის ჩავლისას კიდევ უფრო მოდუნდით. კიბის ბოლოს წარმოიდგინეთ კარი, შეაღეთ ის და აღმოჩნდებით ბურუსში. დარჩით იქ და თქვენი წარმოსახვა დაიწყებს სხვადასხვა სურათის ხატვას. შეიძლება მთაში აღმოჩნდეთ, ან ტყეში ან რომელიმე ციხესიმაგრეში. ეს თქვენი ფანტაზიის ნაყოფი კი არა, თქვენი წინა ცხოვრებაა. გაჩნდებიან ადამიანები, რომელთაც არ იცნობთ, მაგრამ მათთან კონტაქტი წინა ცხოვრებაში გექნებოდათ.
- დროში მოგზაურობა ასე მარტივია?
- ამ კუთხით რამდენიმე ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული, ზოგი სად ხვდებოდა და ზოგი სად. მათ ვთხოვდი, აღეწერათ ის ადგილი, სადაც მოხვდებოდნენ. ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა ნახა გოთური სტილის ნაგებობა, სადაც იყო გაშლილი სუფრა და თვითონ რატომღაც ქალი იყო. სუფრაზე ერთი წვერიანი მამაკაცი იჯდა, რომლის მიმართაც ამ ქალს საშინელი ზიზღის გრძნობა ჰქონდა. ვერაფრით ვერ დავადგინეთ, რა იყო ამ სიძულვილის მიზეზი. ყველას შეუძლია საკუთარ თავში ჩაღრმავება, ვისაც ეს არ შეეძლო, კეისთან მიდიოდა.
- რომელიც ტრანსის მდგომარეობაში ესაუბრებოდა მასთან მისულებს..
- დიახ. კალიოსტროს, რომელსაც ზოგი ავანტიურისტს უწოდებს და ზოგიც პარაფსიქოლოგს, ერთი ასეთი მეთოდი ჰქონდა: მას ინდოეთიდან ჩამოყვანილი ჰყავდა ბავშვი, რომელიც მონად აქცია და ენა შეასწავლა. მაღალ საზოგადოებაში წაყვანის წინა ღამით კალიოსტრო ბავშვს არ აძინებდა. მუდმივად მთვლემარე მდგომარეობაში ამყოფებდა. როცა ბავშვს დიდგვაროვნები შეკითხვებს უსვამდნენ, ის ზუსტ პასუხებს იძლეოდა. ამის მსგავსი იყო კეისის ფენომენიც. ისიც დახლოებით ამ მდგომარეობიდან აწვდიდა ადამიანებს მათ შესახებ ინფორმაციას. საერთოდ კი, გვინდა თუ არა, კეისის ნაშრომთან - „აკაშეს ქრონიკებთან“ კონტაქტი ყველას გვაქვს, უბრალოდ, ბევრი მას არ უკვირდება. ჩვენი სული ძილის დროს ინსტრუქციებს გვაძლევს და გვაფრთხილებს.
- თუმცა ადამიანს სიზმარში ხშირად მთელი დღის შთაბეჭდილებები ჩაჰყვება ხოლმე...
- მთელი დღის განცდებიდან ის მნიშვნელოვანი გესიზმრებათ, რომელმაც შეიძლება თქვენს ბედზე მოახდინოს გავლენა. სული იმაზე გვამახვილებინებს ყურადღებას, რაც მნიშვნელოვანია. ერთხელ სიზმარში ვნახე, რომ საფრანგეთში არეულობა იყო და მეორე დღეს საფრანგეთის რევოლუცია მოხდა. ამ სიზმრის მერე პოლიტიკური პროცესების პროგნოზირებამ დამაინტერესა. გავაკეთე პროგნოზი, პრესაში გამოვაქვეყნე და ის მართლაც ახდა. ავსტრალიაში არის ტომი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბელადის სიზმრებით ხელმძღვანელობს. ამ ტომმა დღემდე მოაღწია და პრობლემა არ შეჰქმნია... მიენდეთ თქვენს წარმოსახვებსა და ასოციაციებს, იმისთვისაც იყავით მზად, რომ შესაძლოა წინა ცხოვრების ტრაგიკული ფურცლებიც დაინახოთ და ამან არ უნდა შეგაშინოთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება გარკვეულ სტერეოტიპულ ჩარჩოებშია გამოკეტილი და „გახსნა“ უჭირს. ბევრს შესაძლოა ჰქონდეს ეს ნიჭი, მაგრამ გამოვლენას ერიდება. ჯობს, თქვენი ნიჭის გწამდეთ, რადგან მისი წყალობით ადამიანების დახმარებას შეძლებთ.
ანა კალანდაძე