28 სექტემბერი, 2015
"რეჟისორს ეუბნებოდნენ, ეს ბავშვი­ არ გაგიმართლებს, ტყუილად წვალობო" - ბიჭი "გაღმა ნაპირიდან"
"ყველაზე მეტად ტირილის სცენა გამიჭირდა. ვერ ვტიროდი. ბოლოს ისევ გიორგიმ "ამატირა", თანაც ისე, ჩემი გაჩერება გაუჭირდათ"

2009 წელს გამოვიდა ფილმი "გაღმა ნაპირი". მთავარ როლს უცნობი ბიჭუნა - თედო ბექა­ური - ასრულებდა, რომელიც ამ ფილმის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ გავიდა წლები და იგი საზოგადოების თვალთახედვიდან ისევ გაქრა.

თედო ახლა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში ცხოვრობს და მისი ცხოვრება არაფრით ჰგავს "გაღმა ნაპირზე" მამის­ საძებნელად წასული ბიჭისას.

- როგორც მსმენია, თვალთან დაკავშირ­ებ­ული შენი პრობლემაც ერთი მაყურებლის­ დაფინანსებით
მოგვარდა.
- ოპერაცია პარიზში გამიკეთეს. თანადგომა არ მომაკლეს გიორგი ოვაშვილმა და საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ. ფრანგმა პროფესორმა ქალბატონმა გამოთქვა სურვილი - მე მინდა ამ ბავშვს დავეხმარო, თუ უნდა, საქართველოში ჩავალ და იქ გავუკეთებ ოპერაციას, მაგრამ მირჩევნია, თედო ჩამოვიდეს პარიზშიო. ამ ქალბატონმა დააფინანსა ყველაფერი. პარიზში ყოფნის პერიოდში მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი.

- ახლა სად სწავლობ?
- ჩემი შეცდომა იყო, რომ მეცხრე კლასიდან გამოვედი. ჩავაბარე სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალურ კოლეჯში.­ რომ დავამთავრე, ისევ სკოლას დავუბრუნდი­ და ახლა მეთორმეტე კლასში ვარ.

- რამდენი წლის ხარ?
- 19 წლის ვარ. წელს ვეცდები, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო.

- "გაღმა ნაპირის" შემდეგ თუ გქონდა კიდევ მიწვევა რომელიმე ფილმში?
- "სიმინდის კუნძულში" გადამიღო გიორგი ოვაშვილმა ჯარისკაცის როლში. ახლა იწყებს კიდევ ახალ ფილმზე მუშაობას და მითხრა, შენთვის როლი მაქვსო.

- ოჯახზე მიამბე...
- ორბეთში ვცხოვრობ. მყავს მშობლ­ები და ორი ძმა. ერთი დაოჯახებულია და თბილისში ცხოვრობს. მე ნაბოლარა ვარ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS