- თავდაპირველად გვითხარით, რა არის პლასტიკური გინეკოლოგია?
- პლასტიკური გინეკოლგია ესთეტიკური მედიცინის სფეროა, რომელსაც ინტიმური პრობლემების გადაწყვეტით შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გააუმჯობესოს ქალის ცხოვრების ხარისხი. ყველა ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰარმონიულად, მიიღოს სქესობრივი ურთიერთობისგან მორალური და ფიზიკური კმაყოფილება.
- რას გვეტყვით საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციაზე? რა მეთოდით ტარდება, რა დროს მოითხოვს?
- ჰიმენოპლასტიკა, ანუ საქალწულე აპკის მთლიანობის ხელოვნური აღდგენა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში. საქალწულე აპკის ქსოვილი არ ხორცდება, მისი მთლიანობის აღდგენა ხდება გამწოვადი ძაფით. ჩარევის ხანგრძლივობა 20 წუთია, რეაბილიტაციის პერიოდი რაიმე სახის გართულებასთან არ არის კავშირში.
- ძირითადად რა ასაკის ქალები იკეთებენ ამ ოპერაციას?
- ძირითადად, 25-დან 45 წლის ასაკამდე ქალები იკეთებენ.
იხილეთ სრულად