18 სექტემბერი, 2015
მოსწონთ თუ არა შერჩეული სკოლები ცნობილ დედებს : " მგონია, რომ მაღალ კლასებში მომიწევს კერძო სკოლაში გადაყვანა..."
რადგან სკოლაში შევიდა, ჰგონია, რომ ძალიან დიდი და დამოუკიდებელია
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ამჯერად ორ ცნობილ დედას - სოფო გელოვანსა და ქეთა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ. სოფომ წელს შეიყვანა ბავშვი სკოლაში, ქეთას კი ამ მხირვ უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

სოფო გელოვანი: "არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვმა მაინცდამაინც კერძო სკოლაში უნდა ისწავლოს"
- სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ბავშვისთვის და ბუნებრივია, მისი შერჩევაც რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. მე არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვმა მაინცდამაინც
კერძო სკოლაში უნდა ისწავლოს. შეიძლება, საჯარო სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობდეს ბავშვი და პირიქით, კერძოში უფრო ცუდად, ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვზე ბევრია დამოკიდებული. ჯერჯერობით, არჩევანი კერძო სკოლის სასარგებლოდ გავაკეთე და დათა გერმანულ სკოლა "ანი-ზეტში" შემყავს, მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- სწავლის დაწყებამდე თუ გყავდა ბავშვი სკოლაში მიყვანილი, როგორი რეაქცია და როგორი მოლიდინი ჰქონდა?
- კი, მყავდა წაყვანილი, კლასელებიც ნახა, გაიცნო. რადგან სკოლაში შევიდა, ჰგონია, რომ ძალიან დიდი და დამოუკიდებელია, სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კარგად უნდა ისწავლოს და ა.შ.

- თქვენი კერძო სკოლა თუ მოიცავს რაიმე წრეებს?
- კი, როგორც ვიცი, სიმღერა, ცეკვა, ჭადრაკი, სპორტი შედის საერთო ფასში, რაც მთავარია, ყველაფერი ერთადაა, ერთ სივრცეში და ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, მაწყობს, რადგან აღარ მომიწევს ბავშვის აქეთ-იქეთ ტარება. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ასევე არის ცალკე, ფასიანი წრეები, მაგრამ ზემოთ რაც ჩამოგითვალე, ისინი შედის ერთიან ღირებულებაში. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS